როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ - ყველაზე ეფექტური მეთოდი ქეით ბაირონისგან

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უსერიოზულესი გადაწყვეტილება აქვს მისაღები ურთულესი, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. თუმცა ყოველთვის როდი ხერხდება ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და ყველა პრობლემის გადაწყვეტა. და აი, სწორედ ამ დროს გვჭირდება დახმარება, რჩევა, გამხნევება.
ქეით ბაირონი სამი შვილის დედაა, უძრავი ქონების აგენტი. 30 წლის ასაკში დეპრესია დაეუფლა. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იტანჯებოდა, საკუთარი თავის სიძულვილი რამის პარანოიად იქცა. ქალი თვითმკვლელობის ზღვარზე იყო.
ერთ დილას, უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფს, მოულოდნელად გონება გაუნათდა და ქეითი მიხვდა, რომ ადამიანი საკუთარ

თავს თავად მართავს და რომ ყველა უბედურება პირველ რიგში ადამიანის გონებაში იღებს სათავეს. ქეითი თვლის, რომ რაც მას გადახდა თავს, ბუდისტური და ინდუისტური ლიტერატურის ანალოგია და მას "რეალობის შემეცნება" ეწოდება.
ამ დღის შემდეგ ქეითმა ახალი, აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. მან რამდენიმე წიგნიც დაწერა, რომლებიც მსოფლიო ბესტსელერებად იქცა.
ჩვენ შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი ქალბატონის რამდენიმე ძალიან საინტერესო რჩევას.


1. სამყარო ბევრად კეთილია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
2. საკუთარი ტკივილის საწყისი თავად ვარ.
3. როდესაც გააცნობიერებ, რომ ცხოვრებისგან ღებულობ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გსურს, სამოთხეში აღმოჩნდები.
4. ადამიანი წუხს მაშინ, როდესაც გონია, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა და რაღაც აკლია, სინამდვილეში კი ადამიანს ყოველთვის აქვს ის, რაც ჭირდება.
5. ზოგჯერ ბედნიერება არასწორად ცხოვრებას ნიშნავს.
6. ფიქრები ჩემი შვილებია. მე კარგი დედა ვარ. იყავი საკუთარი ფიქრების დედა.
7. არ არსებობს ცუდი ბედი.
8. ჯოჯოხეთი: "ელოდე დახმარებას ყოველ წუთს". თავისუფლება: "არავინ მოვა".
9. როდესაც ჩათვლი, რომ შენი პრობლემა ვინმეს ან რამის ბრალია, საკუთარი თავის მსხვერპლად იქცევი.
10. როდესაც გეშინია რაღაცის მომავალში, უკვე განიცდი იმას, რისი განცდაც ასე ძალიან გაშინებს.
11. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ხარ თუ არა მზად სიმართლის მოსასმენად.
12. სიცარიელეში კითხვები არ არსებობს.
13. ერთადერთი თავდაცვა, რომელიც ყოველთვის შველოდა კაცობრიობას, გონიერებაა, რომელიც დაკავშირებულია რეალობასთან. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი