როგორ შევურჩიოთ ფერი პატარა ოთახს

ოთახისთვის ფერის შერჩევა ადვილი არ არის, ამ დროს გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, მაგალითად, ოთახის ზომა, მისი მდებარეობა, განათება, სტილი. არსებობს რამდენიმე ფერი, რომელიც პატარა ოტახს განუმეორებს, ორიგინალურს და საინტერესოს გახდის.


თამამი გადაწყვეტილება
მკვეთრი ფერი პატარა ზომის ოთახში აქცენტს დეტალებზე გადაიტანს და გადაიტანს ყურადღებას მისი ზომიდან. სტაფილოსფერი ან მწვანე ფერის არჩევით თქვენ ოთახს ძალიან საინტერესოს გახდით. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ის მომენტი, რომ სხვა აქსესუარებიც მკვეთრი ფერის არ იყოს, რათა არ შეიქმნას ქაოსური გარემო, რაც თქვნს ოთახს კიდევ უფრო დააპატარავებს.


ნაცრისფერი
ნაცრისფერი ძალიან უნივერსალური ფერია. ის ნეიტრალური, შავი და თეთრი ფერების შერევის შედეგად მიიღება. ეს ის ფერია, რომლისთვისაც ძალიან ადვილია სხვა ფერის შეხამება და მორგება. მაგალითად, ღია ნაცრისფერი ოთახი გეომეტრიული ფიგურებით გაწყობილი ხალიჩითაც კი ძალიან ეფექტური იქნება, ან თუნდაც მუქი ფერის საწოლის გადასაფარებლით.

კონტრასტი
პატარა ოთახის მოწყობის დროს საინტერესოა კონტრასტებზე ყურადრების გამახვილება. ღია და მუქი ფერების კონტრასტი ოთახს დრამატულ ელფერს მიანიჭებს. შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ და გამოკვეთოთ ის ელემენტები, რომლებიც გინდათ რომ იყოს თვალშისაცემი.


ყვითელი
ყვითელი მხიარული და მკვეთრი ფერია. ის ისეთივე მდიდარის, როგორც მზის სხივები. ეს ის ფერის, როპმლიც ზალიან მოუხდება პატარა ზომის ოტახს, ის ათბობს და დადებით მუხტს სზენს გარემოს. განსაკუთრებით ეფექტურის ეს ფერი ისეთ ოთახში, სადაც არ არის კარგი განათება, ანუ რომელსაც მზე არც ისე კარგად ადგება. ყვითელი ფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში.


ნარინჯისფერი
ეს ძალიან ძლიერი, თუმცა ცოტა რთული ფერია. ამიტომ, ამ ფერის არჩევის დროს სიფრთხილე გმართებთ. ღია ნარინჯისფერი მოსაწყენად გამოიყურება, მკვეთრი კი თვალს ღლის. ნარინჯისფერს ძალიან უხდება ცისფერი ფერის შეხამება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი