ნოდიკო ტატიშვილის ბათუმური ბინა, სადაც ორი კვირის წინ დაასრულა რემონტი (+ფოტოები)

ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა სულ რაღაც ორი კვირის წინ დაასრულა ბათუმში საკუთარი ბინის რემონტი. შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ ზღვაზე გასვლაც არ უნდა, ისე მოსწონს ახალ სახლში ყოფნა. თვლის, რომ ორმაგად სასიამოვნოა, როცა საკუთარი შრომის და მუშაობის შედეგად ნაყიდ ბინაში ისვენებს.


- რას ნიშნავს შენთვის იდეალური სახლი?

- იდეალური სახლი ალბათ ნიშნავს იმას, რომ ყველა პირობას იქმნი სრული კომფორტისთვის. სიმყუდროვეს რაც შეეხება, ამას ალბათ ყველაფერი ერთად ქმნის, სახლის სტრუქტურა, განლაგება, ავეჯი, ფერები და კომფორტიც. თბილისში სადაც დაბადებიდან ვცხოვრობ, ვფიქრობ, რომ

ჩემთვის ყველაზე იდეალური სახლიცაა და მყუდროც. სულ ვცდილობ თავისუფალი დრო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო ჩემს სახლში. ამას ბოლო წლებია განსაკუთრებით ვცდილობ, იმიტომ, რომ არ მაქვს ფუფუნება, დიდი დრო დავყო სახლში.

- სულ ახლახან დაასრულე რემონტი ბათუმში არსებულ ბინაში. აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს?
- ბათუმის ბინას რაც შეეხება, რემონტი დავასრულე ორი კვირის წინ, რამდენიმე დღით გავჩერდი კიდეც და აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და არამარტო. ძალიან მყუდრო, კომფორტული, სადა, უბრალოა, ამავდროულად დასასვენებლადაც იდეალური გამოვიდა. სახლის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა და მხოლოდ წელს დავიწყე რემონტის გაკეთება. 2 თვეში დავასრულეთ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან რთული ყოფილა რემონტის პროცესი, მაგრამ შედეგმა დამამშვიდა და კმაყოფილი დავრჩი. ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად დაისვენოს ადამიანმა, თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზღვის პირასაა, ანუ პირველ ზოლშია. სტუდიოს ტიპის ბინაა, მე რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ იმდენად კარგად იმოქმედა ამ ბინამ ჩემზე, ზღვაზე გასვლაც აღარ მინდოდა, სახლში ყოფნა მომეწონა ძალიან (იღიმის). ორმაგად სასიამოვნო ყოფილა, როცა ხედავ შენი შრომის შედეგად ნაყიდ და გაკეთებულ ბინას.


- რემონტის საკითხი მარტომ იტვირთე თუ გეხმარებოდა ვინმე?
- რემონტის ორგანიზება საკუთარ თავზე ვიტვირთე და მგონი გავართვი თავი. კონსულტაციები უკვე გამოცდილი ადამიანებისგან მივიღე.

- სახლში მუსიკალური სივრცე თუ მოაწყვე?
- მუსიკალური სივრცე და ხმის ჩამწერი სტუდია არ მომიწყვია ნამდვილად.

- სახლს დიასახლისის ხელი ხომ არ სჭირდება?
- გააჩნია, რას გულისხმობთ...


- მომავალ მეორე ნახევარს.
- როცა მეყოლება მეორე ნახევარი, მერე ის იქნება დიასახლისი (იღიმის).

მერი ბლიაძე

კომენტარები

nana 2016-08-19 09:24
nodiko, bednierad gecxovrot axal binashi, warmatebebi da sikete mravlad agegnishnot axal cherqvesh , saqartvelos vusurveb mravali tqvennairi unichieresi axalgazrda agezardos, ketili survilebit rustavidan
nona 2016-08-18 13:39
dzalian momwonxar, rogorc adamiani, rogorc momgerali, magram nodari iyavi gexvewebi, tore siberemde patara nodikod darchebi. yvelafer sauketesos gisurveb.
зkuila 2016-08-12 22:27
ნოდიკო რა სახელია-პრანჭვითი?
ლელა კილაძე 2016-08-04 11:40
ნოდარ, ბინაც რა პატარა გქონია? არადა, მოსალმებას ვაპირებდი
ნუკა 2016-08-04 09:31
ნოდარ, სიკეთეში და ბედნიერებაში. ძალიან კარგი მომღერალი ხარ

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი