საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა და დროა, სახლის მორთვაზე დაიწყოთ ზრუნვა. რა თქმა უნდა, მაღაზიაში ყველა სათამაშოსა და მოსართავის ყიდვა შეიძლება, მაგრამ საკუთარი ხელით დამზადებული ორიგინალური ნივთები უკეთესია და თანხის დაზოგვასაც შეძლებთ.

თოვლის პაპა წინდისგან
წინდისგან აი, ასეთ საყვარელ თოვლის პაპას გააკეთებთ. დაგჭირდებათ თეთრი წინდა, ნაჭრის ლენტი, რამდენიმე მძივი, ღილი და ბრინჯი მის დასატენად. წინდას ძირი მოაჭერით, მეორე მხარე გადაკერეთ, მიღებულ ტომარას რეზინი ორ ადგილად მოუჭირეთ, რომ ერთი დიდი ბურთი მიიღოთ, მეორე - პატარა. წინდის ზედა ნაწილი ოდნავ მოადუნეთ და მასში

ჩაყარეთ ბრინჯი, ახლა ქვედა რეზინაც მოადუნეთ, რათა ბრინჯმა იქაც ჩააღწიოს. ზედა გუნდას თვალები და ცხვირი მძივებისგან გაუკეთეთ. მოახვიეთ შარფი და მიაკერეთ ღილები. წინდის მოჭრილი ნაწილისგან კი თოვლის პაპისთვის თანამედროვე ქუდი გამოგივათ.

 

სურნელოვანი ნაძვის ხეები
დარიჩინის ჩხირს რამდენიმე ხელოვნური ნაძვის ხის ტოტი (პატარა, საშუალო და დიდი ზომის) თანმიმდევრულად მიაწებეთ. ზემოდან კი ფერადი ღილებით გააფორმეთ. ნაძვის ხე სახლს გაგილამაზებთ, დარიჩინი კი ჰაერში სასიამოვნო არომატის დაატრიალებს.


ირემი ღვინის საცობისგან
დაგჭირდებათ რამდენიმე ღვინის საცობი, წებო და სხვადასხვა მოსართავი. თქვენი ხელით დამზადებული ირემი საპატიო ადგლს დაიკავებს საახალწლო ნაძვის ხეზე.


სათამაშოები ნაყინის ჩხირებისგან
ნაყინის ჩხირებისგან უამრავი სიმპათიური საახალწლო მოსართავის - თოვლის პაპა, ფიფქები, ნაძვის ხე - გაკეთება შეიძლება. დაგჭირდებათ: ფერადი საღებავები, ღილები და ცოტაც ფანტაზია. ასეთ სათამაშოს პატარა ბავშვიც სიამოვნებით გააკეთებს.


ქაღალდის ნაძვის ხეები
მწვანე ან ლურჯი ფერის ქაღალდს კონუსის ფორმა მიეცით და ზემოდან სურვილისამებრ მორთეთ. გამოგადგებათ: ღილები, ფერადი თვლები, მძივები და ფორმებად გამოჭრილი ფერადი ქაღალდები.


კარტოფილის ნახატები
ასეთ საყვარელ ცხოველებს მიიღებთ, თუ შუაში გაჭრილი უმ კარტოფილს გუაშში ჩააწობთ და გაშრობისას სურვილისამებს გადააქცევთ სხვადასხვა ცხოველად, მულტფილმის გმირად ან გამოგონილ პერსონაჟად.


მაკარონის ფიფქები
სხვადასხვა ფორმის მაკარონი ერთმანეთს მიაწებეთ და ვერცხლისფერი საღებავით შეღებეთ.


თოვლის პაპები მეტალის თავსახურებისგან
ბოთლის მეტალის 3 თავსახური აკრილის სახებავით თეთრად შეღებეთ და ერთმანეთზე გადააწებეთ. პირველ  რგოლზე სახე დაუხატეთ, ფერადი ლენტისგან შარფი მოახვიეთ. თუ ზედა თავსახურს უკანა მხარეს საკიდს მიაწებებთ, მისი ნაძვის ხეზე ჩამოკიდებას შეძლებთ.


ნაძვის ხის სათამაშოები გირჩებისგან
გირჩებისგან სხვადასხვა ცხოველისა და მულტფილმის გმირის დამზადება შეძლება. დაგჭირდებათ: ფერადი საღებავები, ღილები, მძივები, სხვადასხვა ფერის ლენტები და ფანტაზია.


ღილების ნაძვის ხე
მოძებნეთ სხვადასხვა ზომის მწვანე ფერის ღილები და 3-4 ცალიც - ყავისფერი. ღერისთვის გამოიყენეთ გამძლე ძაფი, ნაძვის ხისთვის წვერზე ვარსკვლავის დამაგრება არ დაგავიწყდეთ.

ნაძვის ხე გირჩისგან
ნაძვის ხის გირჩი სიმპატიურ ნაძვის ხედ გადააქციეთ: შეღებეთ მწვანე საღებავით და მძივები და ბანტებით მორთეთ. თოვლის ეფექტს თეთრი საღებავით მიიღებთ.

ქაღალდის ნაძვის ხის საათამაშოები
ფერადი ქაღალდისგან ან (მყარი ნაჭრისგან) გამოჭერით ნაძვის ხის ბურთი. ზემოდან კი ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურებით ან მბზინვარე თვლებით მორთეთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი