მან შვრია ჩაყარა წინდაში და აბაზანაში ონკანზე დაკიდა... უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეფექტურია!

ეგზემა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კანის დაავადებაა, რომლისგან თავის დაღწევაც ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ. გამწვავებული ფორმისთვის დამახასიათებელია საშინელი სიწითლე და გამონაყარი. ჩვენ არც ვამტკიცებთ, რომ ეგზემის მკურნალობა ხალხური მეთოდებითაა შესაძლებელი, თუმცა გაღიზიანების შემცირება და კანის შედარებით დამშვიდება კი ნამდვილად რეალური ყოფილა. გამოცდილი ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ეს მეთოდი თუ არ დაგიამებთ გაღიზიანებას, დისკომფორტს ნამდვილად არ მოგიტანთ, ამისთვის კი, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ შვრიის ფანტელი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ეს მეთოდი ზოგადად გაღიზიანებულ და დაღლილ ფეხებსაც უხდება.


მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
წინდა
შვრიის ფანტელი

გამოყენება:
ჩაყარეთ შვრიის ფანტელი წინდაში და მოუკარით თავი.
დაკიდეთ ეს წინდა აბაზანის ონკანზე

ისე, რომ წყლის ჭავლში მოექცეს.
აავსეთ წყალი და მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა.

ეგზემის მკურნალობა კომპლექსური პროცესია, თუმცა ამ ნატურალური კომპონენტის წყალობით თქვენ შეგიძლიათ დაიმშვიდოთ კანი და გარკვეულწილად ჩააცხროთ გაღიზიანება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი