ყველაზე ალერგიული ქოთნის მცენარეები

 ალერგია 21-ე საუკუნის "მოუშორებელი ჭირია". ამ დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია - შეიძლება ოდნავი გამონაყარითაც გამოიხატოს და ძლიერი კვინკეს შეშუპებითაც დასრულდეს. ცხადია, ამ პრობლემის მაპროვოცირებელი ფაქტორების იგნორირება არ შეიძლება.

თავდაპირველად საღი გონებით უნდა შეაფასოთ ბინა. ხალიჩები, რბილი სათამაშოები და ქოთნის მცენარეები ალერგიის ცნობილი გამომწვევები არიან.
ალერგიული ადამიანები, განსაკუთრებით - ბავშვები სწრაფად რეაგირებენ გარემო ფაქტორებზე, შესაბამისად, ალერგიის განვითარების სპექტრიც უფრო ფართო აქვთ. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ბავშვის ჩვევა, რომ ყველაფერს გემო გაუსინჯოს, მათ შორის ქოთნის მცენარეებსაც. ეს არა მარტო ალერგიის გამოა საშიში, შეიძლება მოწამლოს

კიდეც - ქოთნის ლამაზ-ლამაზი ყვავილები ხომ ხშირად ტოქსიკური ნივთიერებების შემცველია. არსებობს მცენარეები, ბავშვის ოთახისთვის უფრო შესაფერისია.
თურმე ალერგიული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ყველაზე სახიფათო მცენარეებია: ალოე, ფურისულა, ოთახის სვია, ჰორტენზია.
ყველა ზემოჩამოთვლილი მცენარე ძალიან პოპულარულია და ოჯახებშიც ხშირად გვხვდება. თითოეულ მათგანს ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია და მათზე უარი არ უნდა თქვათ. უბრალოდ, როცა სახლში ეს მცენარეები და ბავშვები (ან ალერგიული ადამიანები) ერთად არიან, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:
• ეს მცენარეები ბავშვის ოთახში არ უნდა გააჩეროთ.
• თუ სხვა გამოსავალი არ არის, ბავშვის საწოლისგან 5 მეტრის დისტანციაზე ამყოფეთ.
• ქიმიური გამანოყიერებლები თხევადი სახით გამოიყენეთ. ის ჰერში არ იფანტება და ბავშვს ქიმიკატების შესუნთქვა არ მოუწევს.
• მცენარეთა ფოთლებიდან მტვერი რეგულარულად წმინდეთ. თავადაც გაოცებული დარჩებით, იმდენი ჭუჭყი გროვდება მცენარეების ფოთლებზე.

კომენტარები

elenes 2015-11-16 12:26
aq ceria, rom aloe alergiuli adamianebistvis ar aris sasurveli da metodebic aris, tu rogor unda mouarot, rom alergiuli gavlena sheamcirot. isic ceria, rom aloe zalian gavrcelebulia, bevr ojaxshia da bevri sasargeblo tviseba aqvs:)
elene 2015-11-14 13:30
ესე იგი დავიწყოთ- ამ სტატიაში წერია ,რომ ალოე საშიშია და რაც შეიძლება მოვერიდოთ და მეორეში გიწერიათ, რომ ალოე აუცილებელია ოჯახში იყოს.თანაც 4 მცენარეს შორის ეს ერთე-ერთია.შეგახსენებთ,სულ 2 სტატიაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი