10 მიზეზი, რომ არ გადააგდოთ კვერცხის ნაჭუჭი, თუ აგარაკი გაქვთ

კვერცხის ნაჭუჭი სასარგებლო და მინერალებით მდიდარი პროდუქტია. ნუ გადაყრით მას, თუ აგრაკს ხშირად სტუმრობთ. გთავაზობთ 10 საშუალებას იმისათვის, რომ კვერცხის ნაჭუჭი თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ.

პირველ რიგში ნაჭუჭი მოამზადეთ: რამდენიმე კილოგრამი კვერცხის ნაჭუჭი დააქუცმაცეთ. შემდეგ მოამზადეთ მუყაოს ყუთი, შაქრის ტომარა ან ქაღალდის შეფუთვა. გამოსაშრობად საკმარისია 5 დღე. მთავარია შენობაში არ იყოს მაღალი ტენიანობა.

1. გახსოვდეთ, რომ მსგავსი დანამატი არ უხდება ყველა მცენარეს. ნუ გამოიყენებთ მას ლობიოს, ბარდის, ფოთლოვანი კომბოსტოს, კიტრის, ისპანახის, ყაბაყისა და მარწყვისთვის. სასარგებლოა ბულგარული წიწაკის, ბადრიჯნის, პომიდვრის, მოცხარის, ბროკოლის,
ნესვის, ხახვის, სალათისა და ჭარხლისათვის.

2. კვერცხის ნაჭუჭს გამოიყენებენ იმისათვის, რომ ნიადაგი ნაკლებად მჟავიანი იყოს. ამისათვის ნაჭუჭის მცირე ფხვნილს ყრიან ხვრელში.


3. ნაჭუჭის ფხვნილი შესანიშნავია ყვავილოვანი კომბოსტოსთვის. თუ მისი გადარგვისას გამოიყენეთ ნაჭუჭი, სხვა დანამატი საჭირო აღარ არის.

4. თუ მოსავალს ლოქორები გაუჩნდება, შეურიეთ ნაჭუჭი ნაცარს და დაყარეთ ის ნარგავებს შორის.


5. ნაჭუჭის გამოყენება შეგიძლიათ მცირე ქოთნების მსგავსად ნარგავებისთვის.

6. თუ ნიადაგი გამოიფიტა, დაუმატეთ ნაჭუჭის ფხვნილი - 1 კვადრატულ მ მიწაზე ერთ ნახევარი ჭიქა ფხვნილი.


7. მოსავლის აღების შემდეგ, მოამზადეთ ნიადაგი მომავალი სეზონისთვის. შეურიეთ ნიადაგს კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი იმავე რაოდენობით, როგორც ეს მეექვსე პუნქტშია მოცემული და დატოვეთ მთელი ზამთარი.

8. თუ მოსავალს ე.წ. „შავი ფეხი“ სტანჯავს, მოაყარეთ მას ნაჭუჭი ფხვნილის სახით.


9. კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენება სახლის მცენარეებისთვისაც. მსხვილად დატეხილი კვერცხის ნაჭუჭი მიწით სავსე ქოთანში დამარხეთ.

10. მცენარეები მწერებისგან რომ გაანთავისუფლოთ, დაფქულ კვერცხის ნაჭუჭს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მათ შორის დამარხეთ.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი