როგორ გავაფორმოთ დეკორატიულად ფანჯრები

ფანჯრების დეკორატიულად გაფორმება ადვილი საქმე არ არის, დახმარებისთვის შესაძლოა გამოცდილ დიზაინერებს მიმართოთ, მაგრამ მოემზადეთ სერიოზული ხარჯების გასაღებად. თუმცა, კრეატიულობისა და ფანტაზიის ხარჯზე შესაძლებელია თანხის დაზოგვა და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რაც ნამდვილად გამოგადგებათ.

ფანჯრების დეკორატიულად გაფორმება ფარდების დახმარებით


დიდი ზომის პანორამული ფანჯრები ბევრ ფარდას მოითხოვს, თუ ფარდა კარგი ხარისხისაა, ფასიც შესაბამისად მარალი იქნება.
ამ დროს გირჩევთ ლამბრეკენეს სტილის ფარდების გამოყენებას, რაც დაგაზოგინებთ მატერიალს და შესაბამისად, თანხას. სამაგიეროდ, მიიღებთ გემოვნებით გაფორმებულ ოთახს. განსაკუთრებით ეს სტილი უხდება ისეთ ოთახს,

რომელსაც არ აქვს კარგი ბუნებრივი განათება. განსაკუთრებით ეფექტურია სხვადასხვა ზომისა და ტექსტურის ლამბრეკენი. დაიმახსოვრეთ, რომ ლამბრეკენის სიგრძე ფანჯრის სიგრძის 1/5 უნდა იყოს.


ფანჯრების დეკორატიულად გაფორმება ჟალუზებით


არსებობს სხვადასხვა სახის ჟალუზები - ნაჭრის, ბამბუკის, ხის, რომაული და ა.შ.
თუ თქვენი ოთახი აღმოსავლურ სტილშია მოწყობილი, ბამბუკის ჟალუზების გამოყენებას გირჩევთ. ჩვეულებრივი ბამბუკის ჯალუზების შეგიძლიათ მოხატოთ იეროგლიფებით ან სხვა ორნამენტებითაც, რაც თქვენს ოტახს კიდევ უფრო ორიგინალურს და მყუდროს გახდის.


ფანჯრების დეკორატიულად გაფორმება ფსევდოვიტრაჟებით


ფიქრობთ, რომ თქვენს სალხს ვიტრაჟები ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ არ გაქვთ საშულება, ჩვეულებრივი მინა ვიტრაჟებით შეცვალოთ? გულს ნუ გაიტეხთ, მოიმარაგეთ საღებავები, ფუნჯები და შეუდექით საქმეს. თემის შერჩევა თქვენთვის მოგვინდვია. ასეთი ვიტრაჟები განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება მზიან ოთახებში. თუ ნახატმა თავი მოგაბეზრათ, ძალიან მარტივად შეიძლება მისი წაშლა და ახლის დახატვა. ვიტრაჟების გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დღესასწაულის დროსაც, მაგალითად ახალ წელს, აღდგომას, ბავშვის დაბადების დღეს და ა.შ.

ხელმარჯვე

თავადაც შეგიძლიათ მოიფიქროთ სხვადასხვა ვარიანტი ფანჯრის დეკორის. მაგალითად, ხელით შექმნათ ან დეკორატიული სტიკერები იყიდოთ და მიაწებოთ.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი