ნივთები, რომლებიც სახლში წარმატებას იზიდავს


მოდით, ვნახოთ, რა უნდა გვქონდეს სახლში, წარმატება რომ მივიზიდოთ.
სახლი მოწყობის დროს უნდა გვესმოდეს, რომ ზოგიერთი ნივთი სახლს არა მარტო სიმყუდროვეს, ბედნიერებასაც სძენს.

1. წითელი კარი

კარი, რომელიც სამხრეთით მდებარეობს, წითლად ან ნარინჯისფრად შეღებეთ. ფენ შუის მიხედვით, ამ ფერის კარი ბედნიერებას იზიდავს. ჩრდილოეთით მდებარე კარი შავი ან ცისფერი უნდა იყოს, დასავლეთით - ნაცრისფერი ან თეთრი და აღმოსავლეთით - ყავისფერი ან მწვანე.

2. რბილი ქსოვილები


რბილი ქსოვილები სახლს სითბოს, სიმშვიდეს, კომფორტის შეგრძნებასა და სიმყუდროვეს ანიჭებს. ლამაზი და ფუმფულა პლედი არა მარტო
გაგათბობთ ზამთრის ცივ დღეებში, არამედ ინტერიერის განუყრელ ნაწილადაც იქცევა.

3. სპილო


ეს კეთილი, დიდი ცხოველი წარმატების სიმბოლოდ არის მიჩნეული. თუ გინდათ საკუთარი ოჯახი დაიცვათ, რომელიმე თაროზე სპილო მოათავსეთ.

4. ცოცხალი ყვავილები


ცოცხალი ყვავილები არა მარტო აბედნიერებს ოჯახის ბინადართ, არამედ წარმატების მომტანიც არის. თუმცა მოერიდეთ ეკლიან ყვავილებს, ითვლება, რომ მათ უსიამოვნებების მოტანა შეუძლია.

5. ხილი



ყველას გაგვიგია, რომ თუ ადამიანს უნდა იყოს ჯანმრთელი, დღეში ერთ ვაშლი მაინც უნდა მიირთვს, ხოლო ვაშლს სხვა ხილსაც თუ დაუმატებთ, ჯანმრთელიც იქნებით და ბედნიერიც. სახლში ხილით სავსე ლარნაკი ნამდვილად დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე.

6. ჭიამაია


ჭიამაიას დანახვა მებისმიერ ადამიანს სიხარულს გვრის. ითვლება, რომ მას წარმატებაც მოაქვს, ამიტომ სახლში პატარა ჭიამაიას ფიგურის ქონა ნამდვილად მოგგვრით სიხარულსა და ბედნიერებას.

7. თავისუფალი შემოსასვლელი


შემოსასვლელს თუ გაათავისუფლებთ ზედმეტი ნივთებისგან, ფენ შუის მიხედვით, სახლში ნამდვილად მიიზიდავთ სიხარულსა და ბედნიერებას.

8. სარკე 


ფენ შუის მიხედვით, სარკეს დადებითი ენერგიის მოსაზიდად იყენებენ. სარკეს ისე თუ დაკიდებთ, რომ მასში თქვენი ლამაზი ეზო ან მცენარეები გამოჩნდეს, ეს ნამდვილად წარმატებას მოგიტანთ.

9. ვარსკვლავი


ხუთქიმიანი ვარსკვლავი იმის მანიშნებელია, რომ სახლის პატრონს სჯერა, რომ ვარსკვლავს მისი ოჯახისთვის სიკეთე და ბედნიერება მოაქვს.

10. აკვარიუმი


ითვლება, რომ აკვარიუმი უდიდესი სიმდიდრის, სიხარულის და ბედნიერების მომტანია.




კომენტარები

ეთერი 2022-05-18 09:46
ფენ შუის იმედზე იყავით.რა გეშველებათ
თამი 2022-05-14 19:15
სრული სისულელე.
ეჰეე 2022-05-13 22:07
კიი, თქვენ მაგ იმედზე იყავით. თუ დაგიტოვა წინაპარმა გექნება, თუ არადა იქნები ისე. პატიოსანი შრომით გამდიდრება არ არსებობს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი