ნივთები, რომელთაც თქვენს საძინებელში არაფერი ესაქმებათ - გართმევთ ენერგიას და უსიამოვნებები მოაქვს

საძინებლის საკუთარი გემოვნებით და ჰარმონიულად მოწყობა თითქოს რთული სულაც არ არის, თუმცა ძველი ჩინური პრაქტიკის სპეციალისტები გარკვეული, საერთო წესების დაცვას მაინც გვირჩევენ, რათა თავიდან აიცილოთ ენერგიის დისბალანსი არა მხოლოდ თქვენს საძინებელში, არამედ თქვენს ცხოვრებაშიც.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ საძინებელი ჩვენი სახლის ყველაზე პრივატული და საიდუმლო ადგილია. სწორედ აქ იწყება და მთავრდება ჩვენი ყოველდღიურობა. სწორედ საძინებელში გამეფებულ ენერგიაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის ხარისხი და შრომისუნარიანობა. თუ ატყობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა, გრძნობთ უენერგიობას, მოთენთილობას და მიდრეკილი ხართ
დეპრესიისკენ, დროა გადახედოთ საკუთარ საძინებელსაც, შესაძლოა სწორედ აქ აღმოაჩინოთ ის გამაღიზიანებელი ელემენტები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს განწყობაზე და ზოგადად ცხოვრებაზე.

საწოლი კუთხეში

ამას კარგ იდეას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. შესაძლოა ლამაზადაც კი მოჩანდეს საძინებლის კუთხეში კომპაქტურად განთავსებული საწოლი, თუმცა ამის გაკეთება არ ღირს. ამ დროს ხდება მთელი ენერგიის ბლოკირება და პატრონის ცხოვრება თითქოს ჩერდება, დაპაუზებულია. ცი, რაც ჩინურად ჰაერს, სუნთქვას ნიშნავს მუდმივად უნდა მოძრაობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე ცვლილებებზე და წინსვლაზე ფიქრი და საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, კედელთან მიმდგარ საწოლში ძილის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავს აუცილებლად დამსხვრეულად, დაუძლურებულად იგრძნობთ.

მკვეთრი ფერები

მკვეთრი, კაშკაშა ფერები ყოველთვის ენერგიისა და ოპტიმიზმის სიმბოლო როდი არის. საუკუნო ტრადიციებმა უკვე დაადასტურა, რომ მაგალითად, შავისა და წითლის ტანდემი საძინებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება სულაც არ გახლავთ, არც ფერადი, საბავშვო ფერებია გამართლებული ამ ოთახისთვის. შესაძლოა ასეთმა მხიარულმა ფერებმა თავიდან ძალიან დადებითადაც კი იმოქმედოს თქვენს განწყობაზე, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ფერები აუცილებლად გაგაღიზიანებთ. შფოთვა და ნევროზი კი ნამდვილად არ არის ის, რაც ადამიანს მშვიდი, ჰარმონიული ცხოვრებისთვის სჭირდება. ექსპერტები გვირჩევენ, საძინებელში პასტელის, ნაზი ფერები გამოვიყენოთ.

სათავსო საწოლის ქვეშ

ყველას კარგად გვესმის, რომ რაც გინდა დიდი სახლი ჰქონდეს ადამიანს, შესანახი სისტემის პრობლემა ყოველთვის არსებობს და ძალიან ხშირად სწორედ ამ მიზნით ვიყენებთ ყველა თავისუფალ სივრცეს, მათ შორის სივრცეს საწოლის ქვეშ, თუმცა, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება სულაც არ არის და შესაძლოა სავალალო შედეგებიც კი მოგვიტანოს. საწოლის ქვეშ შენახულ ნივთებს, მით უმეტეს, თუ ეს ნივთები მემკვიდრეობით გერგოთ, თან სდევს წარსულის შლეიფი, რომელიც ხელს უშლის დადებითი ენერგიის თქვენს ცხოვრებაში შემოსვლაში. ნივთები უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, თავს დაღლილად და უენერგიოდ გაგრძნობინებთ, გარდა ამისა, ხელს გიშლით სრულფასოვან ძილში.

სამუშაო კუთხე

პანდემიამ ძალიან ბევრი კორექტირება შეიტანა ადამიანების ცხოვრებაში, განსაკუთრებით სამსახურის და სახლის ნაწილში. ხალხმა სამუშაო კუთხეები მოიწყო სამზარეულოში, მისაღებსა თუ საძინებელში და არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ საძინებელში ამის გაკეთება, შეიძლება ითქვას, აკრძალულიც კი არის. საოფისე კუთხე საძინებელში ფენ შუის სწავლების მიხედვით კატეგორიულად მიუღებელია. საძინებელი ხომ ის ადგილია, სადაც არ უნდა არსებობდეს არანაირი ელექტრო მოწყობილობა, იდეალურ შემთხვევაში ტელევიზორიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დაგავიწყდებათ რას ნიშნავს დასვენება და მოდუნება.

ცუდი ენერგეტიკის ნივთები

ნუ იფიქრებთ, რომ ძველ ჩინურ ტრადიციებს არ აქვს ბოლო, დასასრული და ზღვარი. რეალურად ცუდი ენერგეტიკის მატარებელი ნივთების სია არც ისე დიდია და სივრცის ჰარმონიულად დასაგეგმად გასათვალისწინებელი რჩევებიც არც ისე რთული შესასრულებელია. უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს და მოაშორეთ საძინებლიდან ის ნივთები, რომელიც გრძნობთ, რომ გაღიზიანებთ, შესაძლოა ეს უბრალოდ ძველი გადასაფარებელიც კი იყოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი