როგორი უნდა იყოს იდეალური აბაზანა - ვიზუალურადაც და პრაქტიკული კუთხითაც

ზოგიერთმა ნივთმა სახლში შესაძლოა არა მარტო ინტერიერი დაგვიმახინჯოს, არამედ შესაძლოა ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. აბა, წარმოიდგინეთ, რას ვაკეთებთ პირველ რიგში გაღვიძებისთანავე?
რა თქმა უნდა, მივემართებით აბაზანისკენ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მყუდრო და  ძალიან მოწესრიგებული. და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? 


მოდით, ვნახოთ. პირველ რიგში, თავიდან უნდა ავირიდოთ ვიზუალური ქაოსი, ამისთვის კი არსებობს რამდენიმე ძალიან მარტივი რეკომენდაცია. დავიწყოთ თაროებით. კუთხის თარო ჰიგიენური საშუალებების შესანახად ძვირი არ ღირს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულიცაა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც ძალიან მალე კარგავს სახეს და არაესთეტიკური სანახავია. ამიტომ ჯობს, კარგი მასალის შეარჩიოთ.

ბევრ დიასახლისს უყვარს კოსმეტიკის სარეცხის მანქანაზე განლაგება, რადგან არ იცის
სად წაიღოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან აფუჭეს თავად აბაზანის ვიზუალს და ქმნის არეულობისა და ქაოსის შთაბეჭდილებას.
დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ბევრად ეფექტური და ლამაზია, როდესაც ხელსაბან ნიჟარაზე დევს არა მყარი საპონი, არამედ ლამაზ კონტეინერში მოთავსებული თხევადი საპონი.
თაროებზე უკვე ვისაუბრეთ, მისი ყიდვა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ სასურველია ეს იყოს მხოლოდ ერთი ცალი. ბევრი ღია თარო ბევრი კოსმეტიკური საშუალებით ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი.

ძალია ბევრგან აბაზანის კარს აქვს საკიდი ხალათისთვის. ესეც ის შემთხვევაა, როდესაც შესაძლოა იყოს პრაქტიკული, ვიზუალურად მიუღებელი.
ბევრგან გინახავთ ალბათ და შესაძლოა თავადაც ასე იქცევით, როდესაც ტუალეტის ქაღალდის შეკვრას სარეცხის მანქანაზე მიუჩენთ ხოლმე ადგილს, თუმცა გირჩევთ ეს არ გააკეთოთ. გარდა იმისა, რომ ეს არ არის ლამაზი, ქაღალდი ნესტისგან ფუჭდება.
ალბათ ყველა ჩვენგანი ვკიდებთ ტილოს თუ პირსახოცს საშრობ რადიატორზე, უდავოდ, ეს ძალიან მოსახერხებელ,ი თუმცა ვიზუალურად ძალიან გაუმართლებელი.

წყლის გამაცხელებელი ნამდვილად ძალიან საჭირო ნივთია, თუმცა როდესაც ის თვალსაჩინო ადგილზეა, სერიოზულად აფუჭებს ინტერიერის გარეგნულ იერსახეს.

კიდევ ერთი აქსესუარი აბაზანაში, რომელიც უმჯობესია მოაშოროთ, ეს გახლავთ აბაზანის ღრუბელი განთავსებული ონკანზე, რომელიც ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი. გარდა ამისა, ის მუდმივად ნესტიანია, რაც ორგანიზმისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია.
და ბოლოს შევეხოთ კბილის ჯაგრისებს, ხშირად მას ჭიქებში ინახავენ. ეს არაჰიგიენურია, რადგან ჭიქის ძირში ხშირად ჩნდება ხოლმე ობი, რაც ნამდვილად არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ უმჯობესია ჯაგრისების შესანახად დასაკიდი საშუალებები აირჩიოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი