რა უნდა გავაკეთოთ აღდგომას გარდაცვლილი ახლობლებისთვის და როდის ჯობია საფლავზე გასვლა

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. არ არსებობს ოჯახი, რომელიც ამ დღისთვის საგანგებოდ არ ემზადება. როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ოჯახმა ეს დღე, როგორ მიულოცოს მიცვალებულებს, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები და როდის ჯობს საფლავზე გასვლა - გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- თუ აღდგომის დღესასწაულს ეკლესიაში ვერ შევხვდით, როგორ უნდა აღვნიშნოთ შინ ეს დღე და როდის წავიდეთ ეკლესიაში?
- წესით, მიზეზი არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ასაკოვნებს. იქნებ

ბოლო პასექი იყოს ჩვენთვის და ამ ხსნას როგორ უნდა დავაკლდეთ? სანთელი დავანთოთ და აღდგომის ტროპარი ვიმეოროთ ჩაძინებამდე.


- ბავშვებს რა როლი და მოვალეობა ეკისრებათ აღდგომის დღესასწაულზე?
- ქრისტეს შეხვდნენ და წმინდა სისხლსა და ხორცს ვაზიაროთ.

 

-კვერცხის შეღებვა წითელი პარასკევის გარდა კიდევ როდის არის საჭირო?
- კვირაცხოვლობასაც არსებობს ეს ტრადიცია, ანუ თომას კვირას.

 

- აღდგომამდე პასკის ან შეღებილი კვერცხის ჭამა შეიძლება?
- მარხვას ხომ არ დაარღვევთ აღდგომამდე? მაშინ საერთოდ კვერცხის შეღებვის ისტორიულობასაც ეკარგება ფასი.

 

- საფლავებზე ხალხს არა მარტო წითელი კვერცხი და პასკა, პურმარილიც მიაქვს... რამდენად სწორია ეს და როგორ უნდა ხდებოდეს სინამდვილეში?
- საფლავზე ღრეობა დაუშვებელია, ჩვენ თუ ვერ ვლოცულობთ ღირსეულად და დღესასწაულს ჯეროვნად ვერ ვეგებებით, მიცვალებულებს მაინც ვაცალოთ, ნუ შევაწუხებთ ჩვენი ქმედებით. მივულოცოთ აღდგომა ჩვენს წინაპრებს და რწმენით ვუთხრათ: გიხაროდენ, ქრისტე აღდგა! გავიტანოთ კვერცხი და ღვინო. არ არის აუცილებელი, ნაკურთხი იყოს.

 

- ხალხი აღდგომასაც გადის საფლავზე. სინამდვილეში როდის არის მიღებული საფლავზე გასვლა?
- მორწმუნეს შეუძლია გავიდეს და ახაროს ჩვენგან მიცვალებულს, იმ ქვეყნად მოზეიმეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გლოვა. თუ ტირილს ვერ შეიკავებს და წარმართივით მოიქცევა, უმჯობესია არ გავიდეს. კარგია გასვლა მეორე დღეს, განსაკუთრებით კი თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა დღეს, რომელიც 10 მაისს უწევს.

 

- სად შეიძლება იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლმოსილი ცეცხლის აღება და როგორ შევინარჩუნოთ ის სახლში?
- რომელ ტაძარშიც იქნება, მივალთ და ვთხოვთ. გვქონდეს კანდელი ზეთით აღსავსე და ცეცხლი მაგით შევინარჩუნოთ სახლში.

 

 - რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად?

- კვერცხი ახალ სიცოცხლეს ნიშნავს, ხოლო სისხლად შეღებვა უფლის მიერ ამ სიცოცხლის განწმენდას. მეორე მხარე კი რაციონალურია. ადამიანის ორგანიზმისთვი არ შეიძლება მძიმე საკვების ანუ ხორცის მიღება ღამისთევის შემდეგ, ამან შეიძლება ორგანიზმის ავადმყოფობა გამოიწვიოს, როგორც ექიმები წერენ. ეკლესიამ ნუგეშისთვის ყველისა და კვერცხის კურთხევა დააწესა, რათა ამით გავიხსნილოთ. ხოლო დღის სუფრა ნებისმიერი საკვებით.

 - რატომ ვეუბნებით ერთმანეთს აღდგომას "ქრისტე აღსდგა"?
- აღდგომის სიხარული განიცადეს მოციქულებმა, როდესაც დაინახეს საფლავი დაცარიელებული და სწორედ იმ წამიდან მათ მოახერხეს დაენერგათ ეკლესიაში ეს სიხარული "ქრისტე აღსდგა''. მსახურების ჟამს სპეციალურად დააწესეს წმინდა მამებმა, მაგრამ განსაკუთრებული ზეიმურობა არა მხოლოდ მსახურებაში შემორჩა, არამედ ერშიც იქნა გადმოტანილი ამ სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა'' - "ჭეშმარიტად''! სახარებაში ვკითხულობთ იგივე სიხარულს მოციქულებისას. სხვა აღმსარებელთა მსახურებაშიც არის შემორჩენილი ეს პრაქტიკა, მაგრამ ღვთიმსახურების იქით არ გამოხატავენ. უპირველესად ადამიანი უნდა შეეცადოს მოციქულთა მსგავსად იმარხულოს, რაღაცა რომ შეცვალოს ქრისტეს შესახვედრად. რადგან მარხვა ეს არის შეხვედრა ქრისტესთან, სადაც არ არის ქრისტე, იქ შეუძლებელია იყოს აღდგომა. ქრისტიანები კი ნიშნად სიხარულისა, აღდგომისა, დღესასწაულისა და მაცხოვრის ცხოვლად ხილვისა ესალმებოდნენ ერთმანეთს: ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!

თეა ცაგურიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი