10 მცენარე, რომლებსაც ოჯახში ბარაქა და იღბალი მოაქვთ

ბევრმა არ იცის, რომ ოთახის დეკორატიულ მცენარეებს ოჯახში წარმატება, ბარაქა და იღბალი მოაქვთ. ზოგიერთ მათგანს ოჯახის სიმტკიცეშიც კი მიუძღვის წვლილი. წარმოგიდგენთ 10 ასეთ მცენარეს:

1. სპატიფილუმი
თუ მეუღლესთან ან დედამთილ-მამამთილთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ქოთანში სპატიფილუმი დარგეთ. ტყუილად კი არ უწოდებენ მას "ქალური ბედნიერების" ყვავილს.


2. ია


იას მშვიდობის ყვავილს ეძახიან. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ოჯახებში, სადაც ია ხარობს, წევრები ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულების სიმბოლოცაა. თუ ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, თეთრი ია შეიძინეთ. სულიერი

დარდის გადატანაში დაგეხმარებათ.


3. ჩინური ვარდი


მალაიზიის სიმბოლო და ჰავაის ემბლემა. ამ ქვეყნებში ეს ყვავილი მშვიდობის და ვნების სიმბოლოა.


4. ხოია, ანუ ცვილის სურო


ბევრ ქვეყანაში ეს ყვავილი სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა. ოჯახში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი საძინებელია. მთელი წლის განმავლობაში სასურველია იმყოფებოდეს ოთახში - არ უყვარს გადაადგილება.


5. მირტი


ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მირტს ოჯახში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს.


6. კრასულა, ანუ ბარაქის ხე


ამბობენ, რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს. თუ ფენშუის დავუჯერებთ, ეს მცენარე ნამდვილი სასწაულია და აუცილებელია ყველას ჰქონდეს ოჯახში.


7. კალათეა


ძალიან კარგი საჩუქარი იქნება იმ წყვილისთვის, ვისი ქორწინებაც ჩაშლის პირასაა. თუ ოდნავი შანსი არსებობს, ეს მცენარე ქორწინებას გადაარჩენს.


8. ქლოროფიტუმი


ეს მცენარე ოჯახში კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია. აქვს ოთახში ჰაერის გაწმენდის საუცხოო უნარი. ქლოროფიტუმი კარგი არჩევანია საოფისე გარემოშიც, სადაც ბევრი ხალხი მუშაობს და ურთიერთგაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად შეიტანეთ ახალგარემონტებულ სახლში - საღებავებისა და ყოველგვარი ქიმიის სუნს სწრაფად შთანთქავს.


9. ოქსალისი, ანუ მჟაუნა


ასეთი უსიამოვნო სახელის მიუხედავად, ძალიან ეხმარება ადამიანს მეორე ნახევრის პოვნაში.


10. ანტურიუმი


ეს მამაკაცის თილისმაა. მას მამაკაცური ბედნიერიების სიმბოლოდ თვლიან. ის ძალიან კარგად მოქმედებს პოტენციაზე... ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. ამიტომაც ამ ყვავილის ადგილი სამზარეულოში არ არის.

კომენტარები

მარინე 2016-10-09 01:22
მცენარე, რომელიც სურათზეა, ია არ არის, იგი აფრიკული წარმოშობისაა და სენპოლია ჰქვია...
laura 2016-08-11 09:25
Napoleonis quds edzaxian kidev
nino 2016-07-18 21:51
9. ოქსალისი, ანუ მჟაუნა amas mjauna ki ara peplebi hqvia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი