ჯუ­ჯა ხე­ე­ბი ჩვენს სახ­ლ­ში - ყველაფერი ნაყოფდეკორატიულ ხეებზე

ბო­ლო დროს დი­დი მოთხოვ­ნაა ოთა­ხის მცე­ნა­რე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნა­ყოფ­საც იძ­ლე­ვი­ან. ჯუ­ჯა ბრო­წე­უ­ლი, ჯუ­ჯა ლი­მო­ნი, ოთა­ხის წი­წა­კა და სხვა - სახ­ლ­საც ალა­მა­ზე­ბენ და ზოგიერთი მათგანის ნა­ყო­ფიც იჭ­მე­ბა. ასე­თი ნა­ყოფ­დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვე­ბა და ხა­რობს კი­დეც. სა­პატ­რი­არ­ქოს დე­კო­რა­ტი­უ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის პე­და­გო­გი მაია ქურ­და­ძე რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე გვი­ამ­ბობს და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებ­საც გვაძ­ლევს.



ოთა­ხის წი­წა­კა სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ნა­ყო­ფით საკ­ვე­ბად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მცე­ნა­რეა. ყვა­ვი­ლო­ბი­სა და ნა­ყო­ფო­ბი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა ნო­ყი­ე­რი მი­წა და ნა­თე­ლი, მზი­ა­ნი ად­გი­ლი. ზაფხულ­ში შუ­ადღის მწველ მზეს მო­ა­რი­დეთ. სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა, ამი­ტომ ვერ იტანს ცი­ვი წყლით

მორ­წყ­ვას. მორ­წყ­ვა რე­გუ­ლა­რუ­ლი და უხ­ვი უყ­ვარს. რო­გორც წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის­გან, ისე - სი­ჭარ­ბის­გან, ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა. ზამ­თარ­ში თუ სით­ბო და­აკ­ლ­და, ყვა­ვი­ლო­ბა­საც წყვეტს. ად­რე გა­ზაფხულ­ზე წა­მოზ­რ­დი­ლი ტო­ტე­ბი აუცი­ლებ­ლად და­უ­მოკ­ლეთ. გა­დარ­გ­ვი­სას ფეს­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ცუ­დად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ ახალ ქო­თან­ში გა­და­ტა­ნი­სას თა­ვი­სი­ვე მი­წის გუნ­დას ბო­ლომ­დე ნუ შე­მო­აც­ლით. ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა თეს­ლით. ახა­ლაღ­მო­ცე­ნე­ბულ ჩი­თი­ლებს და­ცალ­კე­ვე­ბი­სას კენ­წე­რო წა­აწყ­ვი­ტეთ, რომ კარ­გად და­ი­ბუჩ­ქოს.

ჯუ­ჯა ბრო­წე­უ­ლი ოთა­ხის მცე­ნა­რეა. ზაფხულ­ში თუ გა­რეთ გა­ი­ტანთ, აუცი­ლებ­ლად ჩრდილ­ში უნ­და დად­გათ. ოთახ­ში მზი­ა­ნი, ორ­პი­რი ქა­რი­სა­გან და­ცუ­ლი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბა. ჩრდილ­ში ყვა­ვი­ლო­ბას წყვეტს. ნო­ყი­ე­რი მი­წის გა­რე­შე ნა­ყოფს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, დას­ც­ვივ­დე­ბა. მორ­წყ­ვა ზო­მი­ე­რი სჭირ­დე­ბა, რად­გან მი­წი­სა და ჰა­ე­რის ზედ­მე­ტი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა­გან ად­ვი­ლად ავად­დე­ბა მავ­ნე­ბე­ლი მწე­რე­ბით. არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მო თუ ფო­თოლ­ც­ვე­ნა და­ეწყო, არ შე­გე­შინ­დეთ, უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მე­ნით და მა­ლე გა­მომ­ჯო­ბინ­დე­ბა. ზედ­მე­ტად ჩახ­ში­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბი მო­ა­ჭე­რით. შე­იძ­ლე­ბა გრილ ოთახ­ში გა­მო­ა­ზამ­თ­როთ. რო­ცა მცე­ნა­რე ქო­თანს ფეს­ვე­ბით გა­ავ­სებს, გა­დარ­გეთ ზრდის შე­სა­ბა­მი­სად. ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა ტო­ტის კალ­მე­ბით: წყალ­ში, ქვი­შა­ში ან პირ­და­პირ მი­წა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბაც: მომ­წი­ფე­ბუ­ლი, გამ­ს­კ­და­რი ნა­ყო­ფი­დან მარ­ც­ვ­ლე­ბი გა­მო­არ­ჩი­ეთ და ნეს­ტი­ან მი­წა­ში და­თე­სეთ.



ლი­მო­ნი ბუ­ნებ­რი­ვად პა­ტა­რა ხეა, რო­მე­ლიც ქოთ­ნის პი­რო­ბებ­ში ის­ხამს ნა­ყოფს. შე­გიძ­ლი­ათ ოთახ­შიც გა­ზარ­დოთ და აივან­ზეც. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მზი­ა­ნი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბა. სუბ­ტ­რო­პი­კულ ხეს ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა ურ­ჩევ­ნია. ძლი­ე­რი მცე­ნა­რეა, ამი­ტომ პა­ტა­რა ქო­თან­ში ყვა­ვი­ლო­ბა და ნა­ყო­ფო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. სჭირ­დე­ბა ნო­ყი­ე­რი მი­წა და უხ­ვი რწყვა, მხო­ლოდ კარ­გი დრე­ნა­ჟი გა­უ­კე­თეთ, რომ ფეს­ვებ­ში წყალ­ი არ ჩა­უდ­გეს. ვერ იტანს ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ ცვლი­ლე­ბას, ორ­პირ ქარს და ად­გი­ლის შეც­ვ­ლას. ამ დროს ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა და შე­იძ­ლე­ბა სულ გა­შიშ­ვ­ლ­დეს. თუმ­ცა, არ მოკ­ვ­დე­ბა და მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ისევ შე­ი­ფოთ­ლე­ბა. მოს­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­ზაფხუ­ლის დად­გო­მამ­დე, გახ­ში­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბი ძირ­ში მო­ა­ჭე­რით. თუ პე­რი­ო­დუ­ლად უნი­ვერ­სა­ლურ სა­სუქს ან გა­დამ­წ­ვარ ნა­კელს მი­აწ­ვ­დით, მეტ ნა­ყოფს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. ზამ­თარ­ში ყინ­ვე­ბის დად­გო­მამ­დე ქო­თანს ჯვა­ლო ან ვა­ტი­ნა შე­მო­ახ­ვი­ეთ. მი­წის­ზე­და ნა­წილს -5 გრა­დუ­სამ­დე შე­ფუთ­ვა არ სჭირ­დე­ბა, შე­ფუთ­ვი­სას კი ცე­ლო­ფა­ნი ან ჰა­ერ­გა­უმ­ტა­რი ქსო­ვი­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ. მრავ­ლ­დე­ბა თეს­ლით და მყნო­ბით. უმ­ჯო­ბე­სია, თუ წა­მოზ­რ­დილ ნამ­ყენს შე­ი­ძენთ.



ნერ­ტე­რა ოთა­ხის ხა­ლი­ჩო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. მისი პა­ტა­რა კენ­კ­რა­სა­ვით ნა­ყო­ფე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს თეთ­რი, ყვი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი. საჭმელად უვარგისია. სი­მაღ­ლით 2 სმ-ია, ქო­თანს ამო­ბურ­ცუ­ლი ხა­ლი­ჩა­სა­ვით ეფი­ნე­ბა და ნა­პი­რებ­ზე გად­მო­დის. ციც­ქ­ნა თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბი­დან ბურ­თი­სე­ბუ­რი ნა­ყო­ფე­ბი ვი­თარ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც მცე­ნა­რე­ზე რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა და თვალს იტა­ცებს. ზრდის პე­რი­ოდ­ში უყ­ვარს სით­ბო და მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა. მი­წა მუდ­მი­ვად სვე­ლი უნ­და ჰქონ­დეს. მზის პირ­და­პირ სხი­ვებ­ზე ფოთ­ლე­ბი ეწ­ვე­ბა. თუ მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქით მორ­წყ­ვას არ და­ი­ზა­რებთ, ფოთ­ლე­ბი­სა და ნა­ყო­ფე­ბის ფე­რი უფ­რო ხას­ხა­სა გა­უხ­დე­ბა. ზამ­თარ­ში სიგ­რი­ლე ურ­ჩევ­ნია: ასე უკეთ ნა­ყოფ­მ­ს­ხ­მო­ი­ა­რობს. ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა მცო­ცა­ვი ღე­რო­ე­ბის მი­წის ზე­და­პირ­ზე და­ფეს­ვი­ა­ნე­ბით. აგ­რეთ­ვე თეს­ლით და ძი­რის და­ყო­ფით.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

კომენტარები

ბელა 2020-06-24 09:06
მაქვს 2 წლის ლიმონის ხე დიდ ქოთანში მიდგას დილის მზის ნაწილში ნაყოფი საკმაოდ კარგად მოისხა მაგრამ ეხლა ნაყოფი უყვითლდება და სცვივა ფოთოლიც დაეხვია ბუგრი ჰყავდა და მასწავლეს სარეცხის საპინი 10 ლიტრზე ერთი ცალი შევასხურე და მას შემდეგ ნელ ნელა დაიწყო ნაყოფის გაყვითლება და ცვენა იქნებ მასწავლოთ როგორ შევაჩერო რომ რამოდენიმე მაინც გადარჩეს წინასწარ დიდი მადლიბა თქვენ
ნინო 2018-09-23 00:03
სად უნდა შევიძინო თესლი?
ბექარი 2018-04-21 10:01
გამარჯობათ, ვიყიდე ჯუჯა ლიმონი და ახალი ტოტები როგორც კი ამოდის მალევე უხმება. როგორ შეიძლება ამის შველა. მადლობა წინასწარ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი