რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად აბაზანის მოწყობის დროს

როგორ დავაპროექტოთ ჩვენი აბაზანა ისე, რომ არ დავუშვათ ყველაზე გავრცელებული შეცდომები? ვეცდებით გაგაცნოთ ყველაზე ხშირი შეცდომები, თქვენ კი, თქვენის მხრივ, ეცადეთ ისინი აღარ გაიმეოროთ საკუთარი აბაზანის დაპროექტების დროს. ასე თქვენ დაზოგავთ ფულს, ენერგიას, დროს და, რაღა თქმა უნდა, მიიღებთ ძალიან კომფორტულ და მოხერხებულ აბაზანას.


1. არასწორი გაანგარიშება
ხშირად ხდება, რომ კერამიკული ფილების ყიდვის დროს შეფუთვაზე მითითებულია კონკრეტული ზომა, რეალურად კი ფილა რამდენიმე მილიმეტრით ან სანტიმეტრით ან დიდია, ან პატარა. თითქოს არაფერი, თუმცა მუშაობის პროცესში ეს საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის, რადგან აუცილებელია

მათი ერთ ზომამდე დაყვანა, რაც დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე კედელზე გაკრული ფილები არაესთეტიური სანახავი იქნება. ასე რომ, გირჩევთ, სანამ შეიძენთ კერამიკულ ფილებს, აუცილებლად შეამოწმეთ მისი ზომა და დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ ციფრს. ასევე გირჩევთ ფილები მეტობით შეიძინოთ. არც მორჩენილი ფილები გადაყაროთ, აუცილებლად შეინახეთ, გვერწმუნეთ, ოდესაღაც ეს ფილები აუცილებლად გამოგადგებათ.


2. მუქი ფერის ფილები
მუქი ფერის ფილა აბაზანას არ უხდება, სივრცესაც აპატარავებს და თქვენს გამომეტყველებას სარკეში ავადმყოფურს გახდის. აბაზანის მოწყობის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ღია, თბილი ფერის ფილას, მაგალითად თეთრს ან ბეჟს.


3. თაბაშირმუყაოს ჭერი
მეზობელმა წყალი რომ ჩამოგიშვათ, წყალდიდობას ნამდვილად ვერ გადაურჩებით. გარდა ამისა, წყლის წვეთები თაბაშირ-მუყაოს ჭერზე ყვითელ ლაქებად რჩება, რაც არ ეხება შეკიდულ ჭერს.


4. სრილა იატაკი
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ აბაზანისთვის პრიალაზედაპირიანი მეტლახი. სველი ფეხი მასზე ძალიან ცურავს. შეარჩიეთ სპეციალური მეტლახი აბაზანისთვის.


5. თბილი იატაკი
იატაკის დაგების დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ დისტანცია გამათბობელთან მიმართებაში. Gგანსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენი კარადები მასიური ხის არის. დაშორება უნა იყოს არანაკლებ 10-სმ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი კარადები გამოშრეს და დასკდეს.


6. დაფარული საშრობი
თუ ის საშხაპე კაბინის კართან, გვერდით არა სახელურის, არამედ მისამაგრებლის მხრიდან გაქვთ განთავსებული, კარის გაღების შემთხვევაში მას უბრალოდ ვერ მიწვდებით, ის კარს უკა აღმოჩნდება.

7. პირსაბანი
სტანდარტული პირსაბნის სიმაღლე გათვლილია 1,65-1,80 სმ ადამიანებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრები უფრო მაღლები ან უფრო დაბლები არიან, შესაბამისად, ყურადღება ზომასაც უნდა მიაქციოთ.


8. აბაზანა
ჩაშენებული აბაზანის შეკეთება ძალიან რთულია. ეცადეთ ის ისე მოაწყოთ, რომ ჰქონდეს საიდუმლო კარი, რომლის შიგნითაც დამალული იქნება თქვენი წყალგაყვანილობა. თუ თქვენ ჰიდრომასაჟორიანი აბაზანა გაქვთ, შესაძლებლობის მიხედვით, ეცადეთ ის თქვენი სააბაზანოს შუაგულში განათავსოთ. თუ თქვენი აბაზანა არ იძლევა ამის საშუალებას, კუთხური განლაგება ასეთი შემთხვევისთვის იდეალურია.


9. განათება
გარდა ჭერში დამონტაჟებული განათებისა, სასურველია ნათურები დაამაგროთ სარკესთანაც. დიდი ზომის აბაზანაში, სადაც კარგი ვენტილაციაა, ნებისმიერი სანათის დამონტაჟება შეგიძლიათ, პატარა ზომის აბაზანაში კი წყალ და ნესტგამძლე სანათების დამონტაჟებას გირჩევთ.


10. სათავსოები
თუ ადგილის დაზოგვა გსურთ, უპირატესობა დასაკიდებელ კარადებს მიანიჭეთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ დასაკიდი პირსაბანიც, რომელსაც ქვემოთ უჯრები ექნება. ასეთი პირსაბანი ძალიან პრაქტიკულია.

კომენტარები

თეკლა 2017-03-26 15:50
ეჰ, ძვირფასო მრჩევლებო, ვინ გვაღირსა ამხელა აბაზანები, თორემ ჩვენც მოვახერხებდით რაღაცას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი