ზომას მნიშვნელობა არ აქვს: როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა სამზარეულო გვაქვს

პატარა სამზარეულო ბევრი ადამიანის პრობლემაა. მრავალსართულიანი სახლების მშენებლობების დროს სწორედ სამზარეულოს ერგება ხოლმე ყველაზე მცირე კვადრატული მეტრები, რაც პირდაპირ აისახება დიასახლისის კომფორტზე, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, პატარა ზომის სამზარეულოსაც აქვს უნარი იქცეს ოჯახის წევრთა მყუდრო თავშეყრის ადგილად.

დაგეგმარება

პირველ რიგში კარგად უნდა გაერკვეთ და ჩამოყალიბდეთ,რა და როგორ გნებავთ და ისე უნდა დაგეგმოთ თქვენი სამზარეულო. თუ ფართობი მართლაც ძალიან პატარაა ყველაზე მიზანშეწონილი იქნება აიღოთ კედლის ნაწილი და სამზარეულო მეზობელ ოთახს, მაგალითად სასადილოს მიუერთოთ. ასე შეძლებთ სივრცის გაფართოებას და თანამედროვე, სტუდიოს ტიპის
ბინის გაკეთებას.

თუ თვლით, რომ ასეთი პროექტი თქვენ არ გამოგადგებათ არსებობს მეორე ვარიანტი, ერთ ხაზში განთავსებული სამზარეულოს ავეჯი.

თეთრი ფერი ინტერიერში

ბევრ დიასახლისს მიაჩნია, რომ თეთრი ფერი სამზარეულოში რთულად მოსავლელია. ეს გარკვეულწილად ასეც არის, მაგრამ თუ თქვენი სამზარეულო რეალურად პატარა ზომის არის რაღაცის ხარჯზე ხომ უნდა გაიზარდოს მისი ვიზუალი. ასეთ დროს თეთრი ფერი ფასდაუდებელია. თეთრი ფერის გამოყენების შემთხვევაში თქვენ 10 წლის შემდეგაც კი მოდური და დახვეწილი სამზარეულოს მეპატრონე იქნებით.

სწორად შერჩეული ავეჯი

უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის აქსესუარებს. დაიმახსოვრეთ ერთი დაუწერელი კანონი, დიდი ზომის ავეჯი პატარა სამზრაეულოში საშინლად გამოიყურება, უპირატესობა მიანიჭეთ დახვეწილ, ნაზ ავეჯს.

ასევე ძალიან გამართლებულია ჩაშენებული, მრავალფუნქციური ავეჯი.

ღია თაროები

გეთანხმებით, თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ ის ყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ ნამდვილად ლამაზი სანახავი იქნება.

ასეთი სტილი მოუხდება ლოფტს, სკანდინავიურ სტილს, აი, კლასიკურ სამზარეულოს კი ნაკლებად.

კარგი განათება

პატარა სამზარეულო კარგ განათებას საჭიროებს. ეცადეთ ეს განათება ფანჯრებიდან შემოდიოდეს. არ დაგავიწყდეთ არც ხელოვნური განათება.



ბარი

ასეთი სტილი უხდება თანამედროვე ტიპის ბინებს ხელსაყრელია ისეთი ადმიანებისთვის, ვინც ცხოვრობს სწრაფ ტემპში. მრავალსულიან ოჯახებსა და პატარა ბავშვიან სახლში კი ასეთი წყობა არ გამოდგება.


სწორად შერჩეული ტექნიკა

დღესდღეობით არსებობს ძალიან ბევრი სამზარეულო ტექნიკა, რომელიც სადილის მომზადებას სულ უფრო და უფრო ამარტივებს. თუმცა პატარა ზომის სამზარეულოში ამ ტექნიკის განთავსება მარტივი როდია, ასე რომ, სანამ იყიდდეთ პურის საცხობს ან მრავალფუნქციურ მიქსერს კარგად დაფიქრდით რამდენად გჭირდებათ ის.


სამზარეულო მაცივრის გარეშე

შეგიძლიათ მაცივარი დერეფანში ან მეზობელ ოთახში განათავსოთ, ასეთ შემთხვევაშო მოგეცემათ შესაძლებლობა თქვენი სამზარეულო კიდევ უფრო გააფართოვოთ ვიზაუალურად.













კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი