როგორია გერმანული კერძო სახლი, სადაც ოჯახი თან მარტო ცხოვრობს და თან მშობლებთან ერთად

ძველი სიბრძნის თანახმად, ერთ სამზარეულოში ორი დიასახლისი ვერ მოთავსდება, როგორც ერთ ფარეხში ორი მძღოლი. შეიძლება ცოტა დაუნდობლად ჟღერდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის ასე საყვარელ მშობლებთან ერთად ცხოვრებაც კი შესაძლოა გაუსაძლისი და აუტანელი იყოს. აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მშობლებთან ახლოსაც ვიყოთ და არც ერთად ვიცხოვროთ?
ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ გერმანელების გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ცალკე ცხოვრება


რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სჭირდება პირადი სივრცე, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს, თუმცა არც მშობელების დატოვება გვინდა უყურადღებოდ. მათ ხომ სწორედ სიბერეში სჭირდებათ შვილების
თანაგრძნობა და მხარდაჭერა, იქნება ეს მორალური თუ სულიერი. გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც თქვენ იცხოვრებთ თან მარტო და თან მშობლებთან ერთად. უცნაურად ჟღერს? გარწმუნებთ, გერმანელები ასე სულაც არ ფიქრობენ, რადგან მათთვის აქტუალურია სახლი ორი ოჯახისთვის.
არა, არა, საუბარი არ არის დუპლექსის ტიპის სახლზე. ეს გახლავთ ტიპიური კონსტრუქცია, რომლის ცენტრალური შესასვლელიც გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სახლს ცალკე შესასვლელი აქვს მანქანისთვის. გვერდიდან კიდევ ერთი შესასვლელი აქვს ისევ მანქანისთვის, თუმცა მომცრო ზომის, მეორე ოჯახისთვის. აქვე არის პატარა მოსასვენებლი ზონა, სადაც მეგობრებთან შეხვედრა და მზეზე დასვენება იქნება შესაძლებელი.

პირველი სართული
პირველი სართული გაყოფილია ორ ნაწილად. ერთი შედარებით დიდი, მეორე - მომცრო ზომის. სახლის მომცრო ზონა გათვალისწინებულია ორი პენსიონერის ადამიანის მაქსიმლურად კომფორტულ პირობებში საცხოვრებლად. აქ არის სამზარეულო, საძინებელი მისაღები, აბაზანა. ამ ზონას არ აქვს მეორე სართულზე ასასვლელი. მოხუც ხალხს არც ეხალისება და არც შეუძლია კიბეებზე ასვლა-ჩასვლა.
სახლის დიდი ნაწილი გათვალისწინებულია ახალგაზრდა თაობისთვის. ის შედგება ბუხრიანი სამზარეულო-მისაღების, სტუმრების აბაზანა-ტუალეტის, საკუჭნაოსა და მეორე სართულზე ასასვლელი კიბისგან.


მეორე სართულზე კი განლაგებულია ბავშვების ოთახები, ძირითადი საძინებელი, საძინებელი სტუმრებისთვის, აბაზანა და გარდერობი.
ასეთი ტიპის სახლი მნიშვნელოვნად უმსუბუქებს ცხოვრებას ერთდროულად ორ ოჯახს. ადამიანებს შეუძლიათ დაზოგონ დრო, ფული და ენერგია. ბავშვები ახლოს არიან ბებია-ბაბუასთან, არც მათი მარტო დატოვების პრობლემაა და არც ახალგაზრდა წყვილის საქმეში ერევა ვინმე ზედმეტად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი