იაპონელები ამ ხერხებს იყენებენ და ფანჯრებს და სარკეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წმენდენ


მოდით, ვნახოთ, რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო.
დავიწყოთ იმით, რომ არ ღირს ფანჯრის ძალიან მზიან ამინდში გაწმენდა, მზის პირდაპირი სხივების თანხლებით. მზე ძალიან სწრაფად აშრობს ფანჯრის მინას და ბზინვარების მიღწევა ადვილი არ არის. რაღა თქმა უნდა, ფანჯრის წმენდის დღეს არ უნდა იყოს წვიმა და ქარი.

დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობაც: ფანჯრები ჯერ შიგნიდან გაწმინდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გარედან.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ თურმე იაპონელი ქალბატონები, არც მეტი, არც ნაკლები, ფანჯრებს თმის კონდიციონერით, იგივე ბალზამით წმენდენ. ეს სარკეების და მინის წმენდის
სუპერეფექტური საშუალება ყოფილა.

შეგიძლიათ ყველაზე იაფი ბალზამი შეარჩიოთ: ჩაასხით პულევიზატორისნ ქილაში, დაუმატეთ წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და გაწმინდეთ მინები სველი ხელსახოცით. გაშრალებაც ასევე ხელსახოცით შეგიძლიათ. ასე მინა იდეალურად იწმინდება, სუნიც შესანიშნავი აქვს და აირეკლავს მტვრის ნაწილაკებს.


კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ფანჯრის მინების გაწმენდა იოდით. 1 ლიტრ წყალს 5 წვეთი იოდი უნდა დაუმატოთ. ამბობენ, რომ ფანჯრები ამ საშუალებით წმენდის შემდეგ მინები ბზინავს და დიდხანს არ ისვრება.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორი ქსოვილით უნდა გავმინდოთ ფანჯრები. მიკროფიბრა, ქაღალდის ხელსახოცი ყველასთვის კარგად ნაცნობი საშუალებაა, თუმცა თურმე ყველაზე კარგი მანქანის საწმენდი ზამშეს ნაჭერი ყოფილა. ამ ნაჭრით შეგიძლიათ გაწმინდოთ მინაც, რაფაც და გაამშრალოთ კიდეც.

რაც შეეხება ფაჯრის გარეთა ნაწილს, მის წმენდაში დაგეხმარებათ სპეციალური ჯოხი, რომელსაც აქვს ორი სახის თავი, ერთი ღრუბლის და მეორე რეზინის, ერთით წმენდთ და მეორეთი ამშრალებთ, ეს ძალთან ეფექტური საშუალებაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი