"სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო"

"სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო" - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მერაბ ინასარიძემ განაცხადა, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელში, მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი 7 წელია მოჰყავს.

„შაფრანი, უკვე მეშვიდე წლია რაც მომყავს. მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით ვცხოვრობ და ვირჩენ თავს. სიმინდი, ხორბალი, ვაშლი და სხვადასხვა კულტურები მომყავდა, მაგრამ დიდი შემოსავალი არ რჩებოდა. გერმანიაში მეგობარი მყავს, ასევე იქ ცხოვრობს ჩემი შვილიც, მათ მომაწოდეს იდეა, რომ გამეშენებინა შაფრანი და მათვე გამომიგზავნეს თესლიც.

ახლა ეს ბაღი 1 500
კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, სადაც წელს 750 გრამზე მეტი მოსავალი არ მოსულა 40 000-მდე ბოლქვიდან. წლის ბოლომდე ნათესებს 5 000 კვადრატულ მეტრამდე გავზრდი, რის შედეგადაც 3 კილოგრამზე მეტ მოსავალს ველოდები. 1 ჰექტარზე მაქსიმალური ალბათ, 10 კილოგრამია, ისიც სადაც მოვლა და მოყვანა კარგად იციან და პრაქტიკა აქვთ“, - განაცხადა ინასარიძემ.

მისი თქმით, ბოლო დროს, საქართველოში ყვავილის მიმართ დაინტერესება მზარდია და ბევრი ადამიანი ურეკავს, რჩევების მისაღებად, როგორ მოიყვანონ შაფრანი საქართველოში.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი