პარიზთან ახლოს მე-18 საუკუნის სასახლე "პატარა ვერსალი" 43 მლნ დოლარად ჩეხმა მილიარდერმა იყიდა - დაათვალიერეთ

ლუდოვიკო XV-ის დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რეზიდენციას ახალი მფლობელი ჰყავს. ჩეხმა მილიარდერმა, დანიელ კრეტინსკიმ სასახლე 43 მლნ დოლარად იყიდა და საუცხოო სასტუმროს გაკეთებას აპირებს.

რეგენტობის პერიოდი საფრანგეთში (1715-1723) წლებში ფიქსირდება, როდესაც ლუდივიკო მე-15 ძალიან პატარა იყოს და საფრანგეთს მის ნაცვლად მისის ბიძა, ფილიპ ორლეანელი მართავდა. იმდროინდელი ერთ-ერთი თვალშისაცემი შენობა მერეს სასახლე გახლდათ ქალაქ ლე ვალ სან ჟერმენში, პარიზის დასავლეთით 30 კმ-ს მოშორებით. ეს სასახლე, რომელსაც პატარა ვერსალს უწოდებენ, მე-18 საუკუნეში დაპროექტდა ერთ-ერთი ცნობილი და დამსახურებული არქიტექტორის, ჟან ბენუა ვინსენტ ბარეს
მიერ.

სასახლე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიეკუთვნებოდა ფრანგ არისტოკრატებს, მათ შორის, ნოაის, კასტელანტეს, ტალეირან-პერიგორის დინასტიებს, ბოლო მფლობელი კი ფურატლეს და ფროტიე დე ბანიეს ოჯახობა გახლდათ. სულ ცოტა ხნის წინ კი, სასახლე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩეხმა მილიარდერმა იყიდა, რომელიც ამ შენობაში სასტუმროს გახსნას გეგმავს.

ამ საოცარი მამულის შემადგენლობაში შედის 35 ჰექტარი სიდიდის ლანდშაფტის პარკი. აქ არის ბაღი, ტბა.

ინტერიერი შესანიშნავ მდგომარეობაშია. მოხატული ჭრი, საოცარი ჭაღები, ხის იატაკი ძალიან კარგად არის შენახული.

დარბაზები და კედლები ორიგინალური დეკორითა და ავეჯით არის გაწყობილი. სასახლეში ათობით განსხვავებულ სტილში გაფორმებული ოთახია, რაც სტუმრებისთვის ძალიან საინტერესო გასართობი და სანახავი იქნება.

მთავარი შენობის გარდა აქ არის მუზეუმი, რამდენიმე მრგვალი კოშკი, ბამბუკის ბაღი, სამლოცველო, პატარ-პატარა ტბები. ამ ადგილს ძალიან ბევრი ცნობილი მხატვარი თუ პოეტი სტუმრობდა.
პარიზიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალ გზაზე განთავსებული ეს სასახლე სულ სხვა სამყარო გახლავთ. ამ პატარა ქალაქში სულ რაღაც 1500 ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი