3 რამ, რაც დახვეწილი და გამძლე ინტერიერის შექმნაში დაგვეხმარება - დიზაინერის რეკომენდაციები



სახლსა თუ სამუშაო სივრცეში არსებული ინტერიერის დიზაინი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად,დიზაინის შექმნის პროცესში სწორად უნდა დავისახოთ მიზნები და ეფექტურად განვახორციელოთ ისინი. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინის შექმნისას აქცენტი კეთდება მაქსიმალური კომფორტისა და მშვიდი გარემოს შექმნაზე, ხოლო სამუშაო სივრცე კიპროდუქტიულობის გაზრდაში უნდა გვეხმარებოდეს.

ამგვარი ატმოსფეროს შექმნაში წამყვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული ინტერიერის მასალებისა და ფერების კომბინაცია, რომელიც ავეჯთან და აქსესუარებთან ერთ მთლიანობას ქმნის. მნიშვნელოვანია მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხი და დიზაინი. სწორედ ეს განსაზღვრავს სივრცის მდგრადობასა და იერსახეს, ამიტომ მასალების
შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს. ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად გირჩევთ ესტუმროთ შოურუმ Mosaics-ს სადაც ევროპული პრემიუმ კლასის მოსაპირკეთებელი მასალებია წარმოდგენილი.

Mosaics-ის შოურუმში წარმოდგენილი მასალებით მოწყობილი და მოპირკეთებული აბაზანა. მის.: თბილისი, აკ.ბელიაშვილის 68

ინტერიერის დიზაინი თვითგამოხატვისსაშუალებასაც იძლევა - ჩვენს გემოვნებაზე, ინტერესებსა და ცხოვრების წესზე მეტყველებს. სახლი ჩვენთვის ყველაზე კომფორტული გარემო უნდა იყოს, სადაც განტვირთვასა და ენერგიის აღდგენას საუკეთესოდ მოვახერხებთ.ოფისის შემთხვევაში კი ინტერიერის დიზაინი კომპანიის იდენტობასა და იქ არსებულ გარემოზე მეტყველებს.

ტენდენციები ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ხშირად იცვლება, თუმცა შეგვიძლია, მასში შევიტანოთ ისეთი ელემენტები, რომელიც არც აქტუალობას დაკარგავს და ჩვენს გემოვნებასა და ხასიათსაც მოერგება. რაც შეეხება ოფისის მოწყობას უკეთესი იქნება, თუ ვიხელმძღვანელებთ კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე და სივრცეს თემატურობას ამის მიხედვით შევძენთ.

აღნიშნული შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები იყოს: ხარისხიანი იმისთვის, რომ დიდხანს გვემსახუროს; დიზაინერული შტრიხებით, იმისთვის რომ ტენდენციური და განსხვავებულისივრცე შევქმნათ, სწორად შერჩეული ფერები იმისთვის,რომ ჰარმონიულიგანწყობა შევუქმნათ საკუთარ თავს.

რეკომენდაციებისთვის ინტერიერისდიზაინერს - თამარიამანიძეს მივმართეთ, შევარჩიეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სივრცის განახლებისას უნდა გავითვალისწინოთ:


• ზომიერება და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა მნიშვნელოვანია

ინტერიერის დიზაინერი თამარ იამანიძე განმარტავს, რომ დღეს ტენდენციებს შორის წამყვან ადგილს მინიმალიზმი იკავებს. ის თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია.

„ინტერიერის დიზაინში უპირატესობა ენიჭება მინიმალიზმს,ბუნებასთან ჰარმონიას, ინდუსტრიულ სტილთან კოლაბორაციაში, რაც ყოველთვის მომგებიანია.“

რეკომენდებულია, მინიმალიზმი შევინარჩუნოთ ეკლექტიკური დიზაინის შემთხვევაშიც. ეს ზომიერების დაცვის საშუალებას მოგვცემს.

• ჩვენი ფართისა და მოთხოვნების მიხედვით სწორად შევარჩიოთ ფერთა კომბინაცია

ფერები ჩვენს განწყობაზე იმაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. რეკომენდებულია, მათზე იმის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი, თუ რა მიზნის მიღწევა გვსურს. მაგალითად, ლურჯისა და მწვანეს ტონალობები დამამშვიდებლად მოქმედებს; წითელი უფროგაბედულ ხასიათთან, ემოციებთან ასოცირდებადა სხვა. მათ უკეთ გამოსაკვეთად კი კომბინაციაში ნეიტრალური ფერები - თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი უნდა გამოვიყენოთ.


ინტერიერის დიზაინერი თამარ იამანიძე განმარტავს, რომ თანამედროვე ტენდენციების თანახმად, ინტერიერში მაქსიმალურად ნატურალურ ფერებზე კეთდება აქცენტი.

„ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ზეთისხილისფერ, თაფლისფერ ტონალობებს და მათ, ვისაც ინტერიერში ფერების შემოტანა სურს,ვურჩევდი, მაქსიმალურად ბუნებრივ ტონებზე გააკეთონ აქცენტი“.

გასათვალისწინებელია, რომ ნეიტრალური და ღია ფერის ტონალობები პატარა ფართებისთვის ყველაზე ოპტიმალურია, რადგან სივრცის აღქმას ზრდის, მეტი სიმყუდროვისთვის კი შეგვიძლია, ინტერიერში მუქი ფერის ელემენტებიც შევიტანოთ.

• ხარისხიანი მასალები ესთეტიკურმიმზიდველობასდიდხანს შეინარჩუნებს

ინტერიერის დიზაინის განახლება საშუალოდ ყოველ 5 წელშია რეკომენდებული, თუმცა ხარისხიანი მასალების გამოყენების შემთხვევაში, სახლისა თუ ოფისის „სიცოცხლისუნარიანობა“ მნიშვნელოვნად იზრდება.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ ინტერიერში კლასიკურ და ბუნებრივ ტონალობებს გამოვიყენებთ, რის საშუალებასაც Mosaics-ის შოურუმში წარმოდგენილი დიზაინერული ბრენდები გვაძლევს, დიზაინი დროს გაუძლებს.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება:

„ხარისხიანი, ეკოლოგიურადსუფთამასალის გამოყენება ინტერიერში ძალიანმნიშვნელოვანიაჩვენიჯანმრთელობისადაუსაფრთხოებისთვის. ხარისხიანიპროდუქციისშერჩევისდროსჩვენარჩევანსვაკეთებთგრძელვადიან, უსაფრთხომასალებზერომელიცდიდიხნითმოგვემსახურებადაშეინარჩუნებსესთეტიკურმიმზიდველობას. ამიტომდღესგანსაკუთრებითმოთხოვნადიადააქცენტირებაკეთდებაეკოლოგიურადსუფთაპროდუქციაზე“,- აღნიშნა თამარ იამანიძემ.

ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური, მინიმალისტური თუ ვინტაჟური მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევასა და ინტერიერში გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებით რეკომენდაციებს შოურუმ Mosaics-ში გაგიწევენ.


კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი