"ჩვენს საქმიანობაში მთელი ოჯახი ჩართულია, ბავშვებიც..." - ოჯახური წამოწყება, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა

თამარ თეთრაძეს და დათო არდაზიშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ იდეა, ხელნაკეთი ავეჯი შეექმნათ. იდეა მალე განახორციელეს და ასე დაიწყო მათი ოჯახური საქმიანობა, რომელიც წარმატებული გახდა.

თამარ თეთრაძე:

- 9 წლის წინ, სანამ ამ საქმიანობაში ჩავერთვებოდით მე და ჩემი მეუღლე, სხვა სფეროში ვმუშაობდით. 2016 წელს შეგვეძინა პირველი შვილი, რის გამოც დროებით მომიწია სამსახურისთვის თავის დანებება. სწორედ მაშინ ნელ-ნელა დაიბადა იდეა. 
ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა ხელნაკეთი ნივთები. ბავშვობიდან მოდის ჩემი ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მასაც ძალიან კარგად გამოსდიოდა
ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ძველი ნივთების განახლება და ზუსტად ამ ყველაფერმა განაპირობა და გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ხელნაკეთი ავეჯი.

ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, მხოლოდ ჩვენი მონდომების და ენთუზიაზმის ამარა ვიყავით. რამაც არ დაგვაღალატა და მოგვიყვანა აქამდე...

ჩვენს საქმიანობაში ჩართულია მთელი ოჯახი, მათ შორის - ბავშვებიც. 
თავიდან მხოლოდ ჩვენი ძალებით დავიწყეთ, ახლა უკვე გყვავს დასაქმებული რამდენიმე ხელმარჯვე და შრომისმოყვარე ადამიანი.
ყველა ჯაჭვივით ვართ ერთმანეთზე დაკავშირებული და ერთი რგოლის გამოკლებაც კი საგრძნობლად ეტყობა საქმეს. ფუნქცია-მოვალეობები, რა თქმა უნდა, გადანაწილებული გვაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთის საქმესაც ვითავსებთ. სხვაგვარად არ გამოდის.

- ძირითადად რას ქმნით და რა მასალებით მუშაობთ?
- ჩვენ ვქმნით რბილ და მყარ ავეჯს მეტალის ჩართულობით (პუფები, ბარის და სასადილო მაგიდის სკამები, კონსოლები, ტუმბოები, სარკეები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთი), თანამედროვე და ტრენდული მოდელების ანალოგებს, ასევე გვაქვს ექსკლუზიური დიზანი, რასაც მხოლოდ ჩვენთან ნახავთ. ყველა აღნიშნავს, რომ თითოეული ნივთი არის გამორჩეული მისი ვიზუალური მახასიათებლებით და ასევე დამზადების ხარისხით.


ძირითად შემთხვევებში ნივთები მზადდება დამკვეთისთვის სასურველი ზომების ფერების და მასალების შესაბამისად. რადგან სწორედ ეს არის ის პრიორიტეტი, რაც გვაქვს და უქმნის მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს. ჩვენი დამკვეთებიც ყოველთვის ითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს და იდეებს.
მასალებს რაც შეეხება, აქაც მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ვმოქმედებთ. დღეს ბაზარზე არსებული ყველაზე ხარისხისნი და მოთხოვნადი მასალები გვაქვს ათვისებული და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამა თუ იმ ქსოვილის, საღებავის, ლამინატის, მდფ-ის ან მექანიზმების მოძიება და გამოყენება. გააჩნია დამკვეთის მოთხოვნას და ასევე, რა ბიუჯეტში სურს ჩაეტიოს.



- როგორია სამუშაო პროცესი და რა სირთულეები ახლავს ამ საქმეს?
- სამუშაო პროცესი ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადია. მოითხოვს უამრავ დროს და ენერგიას. მაგრამ როდესაც გიყვარს შენი საქმე და სიამოვნებას განიჭებს, ეს რაღაც დოზით აბალანსებს ამ ყველაფერს.
ვფიქრობ არც ერთი საქმე არ არის ადვილი შესაქმნელად და სამართავად. ნებისმიერი მცირე თუ დიდი ბიზნესი მოითხოვს უამრავ გონებრივ და ფიზიკურ შრომას, დიდ დროს და ძალისხმევას, რომ არ დაიჩრდილო და არ ჩამორჩე. ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რასაც ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს. ყველაზე დიდი სირთულე პირადად ჩემთვის არის დროის მენეჯმენტი. სოც მედიის მიმართულებით მუშაობა უზომოდ დიდ დროს მოითხოვს და ამის პარალელურად ორი ბავშვის აღზრდა, სხვა საოჯახო თუ პირადი საქმეები, საკმაოდ დამღლელი და ძნელი გასამიჯნია.

- სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ?
- სამომავლოდ უამრავი გეგმა და იდეა გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს. ამ ეტაპზე აუდიტორიის უფრო მეტად გაზრდაზე ვართ ორიენტირებულნი, გვსურს დავიკავოთ ბაზარზე ის ნიშა, რომელისთვისაც ვიბრძვით აგერ უკვე 5 წელია. ნიშა, სადაც ნივთის და მომსახურების ხარისხი თანაფარდობაშია ფასთან და დიზაინთან.













კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი