რას ეძახდნენ ადრე ფარდაგებს და რატომ აღარ იყენებენ მქსოველები ბუნებრივ საღებავებს

ძველ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფარ­და­გე­ბის ქსო­ვა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა იყო. ფარ­და­გებს სახ­ლე­ბის მო­საწყო­ბად და გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად იყე­ნებ­დ­ნენ. სით­ბო­საც ინარ­ჩუ­ნებ­და და სიმ­ყუდ­რო­ვე­საც ანი­ჭებ­და საცხოვ­რე­ბელს.

ფარ­და­გებს ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის 40-50-იან წლე­ბამ­დე აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დ­ნენ - მგზავ­რო­ბის დროს მო­ჩარ­და­ხე­ბულ ურ­მებს აფა­რებ­დ­ნენ და ამით მგზავ­რებს სიცხე-სი­ცი­ვი­სა და ქარ-წვი­მი­სა­გან იცავ­დ­ნენ. დღე­ო­ბებ­სა თუ ღა­მის­თე­ვა­ზე მყოფ­ნი მას სა­ხელ­და­ხე­ლოდ მოწყო­ბილ ქო­ხებ­შიც აფენ­დ­ნენ.

ფარ­და­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქა­ლიშ­ვი­ლის მზით­ვის აუცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუტს წარ­მო­ად­გენ­და. მას თა­ვად ქა­ლიშ­ვი­ლი ან დე­და­მი­სი ქსოვ­და. მდი­და­რი ოჯა­ხე­ბი ფარ­და­გებს თე­ლა­ვის, თბი­ლი­სის, ბოდ­ბის­ხე­ვის და ალა­ვერ­დის სადღე­სას­წა­უ­ლო ბაზ­რო­ბებ­ზეც ყი­დუ­ლობ­დ­ნენ, თუმ­ცა ფარ­და­გი, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­კუ­თა­რი, სა­ო­ჯა­ხო

მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის იქ­სო­ვე­ბო­და, იშ­ვი­ა­თად - გა­სა­ყი­და­დაც.

XX სა­უ­კუ­ნე­ში და შემ­დ­გომ, ფარ­დაგს, რო­გორც ფუ­ფუ­ნე­ბის სა­განს, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ყიდ­დ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მით, სამ­თავ­რო­ბო გა­და­სა­ხა­დე­ბის გას­ტუმ­რე­ბი­სას. გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კ­რეფთ ხში­რად გი­რა­ო­ში მიჰ­ქონ­დათ ხა­ლი­ჩე­ბი, ფარ­და­გე­ბი და სპი­ლენ­ძის ჭურ­ჭე­ლი.



ფარ­და­გე­ბის შე­სა­ხებ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ეთ­ნო­ლო­გი ნა­ნუ­ლი აზი­კუ­რი გვი­ზი­ა­რებს:

- ფარ­და­გის ქსო­ვა მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ მხრივ გა­მო­ირ­ჩე­ო­და კუთხე­ე­ბი, სა­დაც სა­თა­ნა­დო ნედ­ლე­უ­ლი - მატყ­ლი, უფ­რო უხ­ვად მო­ი­პო­ვე­ბო­და. ეს კუთხე­ე­ბი გახ­ლ­დათ თუ­შე­თი, ფშა­ვი, მთი­უ­ლეთ-გუ­და­მა­ყა­რი, ხე­ვი, ქართლ-კა­ხე­თი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, ერ­წო. ფარ­და­გე­ბით ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო უბ­ნებს წარ­მო­ად­გენს ივ­რის, პა­ტა­რა ლი­ახ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბე­ბი, ქვე­მო ქარ­თ­ლი, აჭა­რა, ქი­ზი­ყი, სა­მეგ­რე­ლო და ლეჩხუ­მი.

- ფარ­და­გე­ბის ფე­რე­ბი კუთხე­ე­ბის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია?

- ბა­რის ფარ­და­გებ­ში მე­ტად თვალ­ში სა­ცე­მია მუ­ქი შინ­დის­ფე­რი და წი­თე­ლი. სა­ერ­თოდ, ფე­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი კო­ლო­რი­ტი იმ­დე­ნად ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამ ნიშ­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ კუთხის ფარ­და­გის ამოც­ნო­ბა: ბა­რის (ქართლ-კა­ხე­თი) უფ­რო ძველ ფარ­და­გებ­ში რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ფე­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი - წი­თე­ლი (ენ­დ­რო), თეთ­რი, წენ­გო, ლურ­ჯი (ინ­დი­გო) და შა­ვი ან მხო­ლოდ თეთ­რი, წი­თე­ლი და ლურ­ჯი. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან ჩნდე­ბა სხვა ფე­რე­ბიც. მთის ფარ­და­გე­ბი­სათ­ვის უფ­რო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მდუ­მა­რე, მუ­ქი ფე­რე­ბი, ფე­რის თავ­შე­კავ­ე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა. ხში­რად ფარ­და­გებ­ში ჩაქ­სო­ვი­ლია ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა და მოქ­სო­ვის თა­რი­ღი, ზოგ­ზე კი მიძღ­ვ­ნაც იკითხე­ბა. ფარ­დი­სა და ფარ­და­გის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ზო­გა­დი სა­ხე­ლი “და­მო­სა­კი­დე­ბე­ლი” იყო. ფარ­და­გი ძველ ქარ­თულ ძეგ­ლებ­ში არ გვხვდე­ბა, იგი ახა­ლი სპარ­სუ­ლი სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ჩნდე­ბა.

- ფარ­და­გის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად რო­გო­რი მატყ­ლი ით­ვ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სოდ და რო­გორ ამუ­შა­ვებ­დენ მას?



- ფარ­და­გე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვ­ლე­ბა კრა­ვე­ლი, არ­ჩევ­დ­ნენ ცხვრის კარგ, შე­მოდ­გო­მის მატყ­ლ­საც. მას ბოჭ­კოს სიგ­რ­ძი­სა და სი­ნა­ზის მი­ხედ­ვით ჯერ და­ა­ხა­რის­ხე­ბენ და შემ­დეგ რეცხა­ვენ ცივ, გამ­დი­ნა­რე წყალ­ში. სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვ­ლე­ბა წყა­ლი, რო­მელ­საც ყი­ნუ­ლის თხე­ლი ფე­ნა აქვს მო­დე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ჭუჭყი­ან მატყლს წი­ნას­წარ და­ას­ხა­მენ ცხელ წყალს და ცო­ტა ხან­ში, ვიდ­რე წყა­ლი გა­ცივ­დე­ბა, ცივ წყალ­ში რეცხა­ვენ. ახ­ლა და­იწყეს მატყ­ლის მთლი­ა­ნად თბილ წყალ­ში გა­რეცხ­ვა, რაც ხალ­ხუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბით არა­ხელ­საყ­რე­ლია: კარ­გად არ ირეცხე­ბა, და­სა­მუ­შა­ვებ­ლა­დაც ძნე­ლია და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მი მა­ლე ითე­ლე­ბა, ამას­თან, ის კარ­გავს ბზინ­ვა­რე­ბას, რაც თუ­შუ­რი მატყ­ლის ერთ-ერთ ღირ­სე­ბად ით­ვ­ლე­ბა. რო­გორც კი გაშ­რე­ბა მატყ­ლი, იწყე­ბენ მის და­ჩეჩ­ვას. სა­ჩე­ჩელ­ზე მატყ­ლი ივარ­ცხ­ნე­ბა და ერ­თ­ნა­ი­რი ხა­რის­ხი­სა და სიგ­რ­ძის ბოჭ­კოდ ლაგ­დე­ბა.

და­ჩეჩ­ვას რომ მორ­ჩე­ბი­ან, იწყე­ბენ დარ­თ­ვას. არ­თა­ვენ “ტარ­ზე” - თი­თის­ტარ­ზე, რო­მელ­საც “სახ­რელ­ში” აბ­რუ­ნე­ბენ. ძა­ფის წვე­რი - “ღო­ლი” ყველ­გან ერ­თ­ნა­ი­რი სის­ქის ვერ იქ­ნე­ბა. გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა დღის და ღა­მის ნარ­თა­ვიც. წი­ნათ თი­თის­ტა­რე­ბი­დან ძა­ფის ამოხ­ვე­ვის წინ აუცი­ლებ­ლად ამ­ბობ­დ­ნენ: “სქელ წმი­და­სა, წმი­და სქელ­სა, ღმერ­თო, ხე­ლი მოგ­ვი­მარ­თე”, და მი­აჩ­ნ­დათ, რომ ძა­ფი თა­ნა­ბა­რი სის­ქის გა­მო­ვი­დო­და.

- რო­გორ ხდე­ბა ძა­ფის და­მუ­შა­ვე­ბა?

- ძა­ფის და­მუ­შა­ვე­ბის ბო­ლო სა­ფე­ხუ­რია მი­სი შე­ღებ­ვა. შე­ღებ­ვის ხა­რის­ხ­ზე ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნაქ­სო­ვის ხა­რის­ხი. ად­რე თუ­შეთ­ში ღებ­ვი­სას მთლი­ა­ნად მცე­ნა­რე­ულ სა­ღე­ბა­ვებს იყე­ნებ­დ­ნენ და იღებ­დ­ნენ გა­სა­ო­ცარ ხას­ხა­სა, გა­უ­ხუ­ნარ ფე­რებს. ფე­რის მი­ღე­ბი­სათ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მატყ­ლის ხა­რის­ხ­საც. ცნო­ბი­ლია, რომ თუ­შუ­რი ცხვრის მატყ­ლი ღებ­ვას კარ­გად ემორ­ჩი­ლე­ბა. მატყ­ლის სა­ხე­თა­გან კი, კრა­ვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად იღებს სა­ღე­ბავს. შე­სა­ღე­ბად იყე­ნებ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რივ მცე­ნა­რე­ებს: თავ­შა­ვას, ღო­ლო­სა და კო­წა­ხუ­რის ძირს, ფიჭ­ვის ხავსს, მურ­ყ­ნის ქერქს, ვერ­ხ­ვი­სა და არ­ყის ფო­თოლს, ხახ­ვის ფურ­ცელს, ჭვარტლს, ჯან­გას (კლდის ლი­ქე­ნი­ა), დე­კის ფო­თოლს... გარ­და ამი­სა, ბა­რი­დან სა­ა­მი­სოდ ამოჰ­ქონ­დათ თრიმ­ლი­სა და ლაფ­ნის ფოთ­ლე­ბი, კაკ­ლის ქერ­ქი და წენ­გო, ენ­დ­რო და ინ­დი­გო.

- დღეს თუ იყე­ნე­ბენ მცე­ნა­რე­ულ სა­ღე­ბა­ვებს?

- მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ქა­ლე­ბი ხმა­რო­ბენ მცე­ნა­რე­ულ სა­ღე­ბა­ვებს, ისიც ძი­რი­თა­დად შა­ვი­ს ან წენ­გოს ფე­რის მის­ღე­ბად. ახალ­გაზ­რ­დო­ბა მთლი­ა­ნად გა­და­სუ­ლია იოლად მო­სახ­მა­რე­ბელ და იოლად მო­სა­პო­ვე­ბელ ფაბ­რი­კულ სა­ღე­ბა­ვებ­ზე. თი­თო-ორო­ლა ხალ­ხუ­რი ოს­ტა­ტი თუ ცდი­ლობს, გა­მო­ი­ყე­ნოს მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ღე­ბა­ვი. მთლი­ა­ნად მცე­ნა­რე­ულ­ზე გა­დას­ვ­ლა მი­სი მო­პო­ვე­ბის სირ­თუ­ლის გა­მო ჭირს.

- თუ აგ­რ­ძე­ლე­ბენ ძვე­ლე­ბურ, თუ­შურ სტილ­ში ფარ­და­გე­ბის ქსო­ვას?

- დღეს ბევ­რი ქსოვს, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რად ისე ლა­მაზს, მარ­ტყო­ფის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში რომ ქსო­ვენ, ვე­რა­ვინ ქსოვს. ზუს­ტად ის მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, რაც თუ­შურ ფარ­დაგს ჰქონ­და, მათ გა­ი­მე­ო­რეს. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი მათ­თან მცი­რე კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­სა­წე­ვად, არც სჭირ­დე­ბო­დათ კონ­სულ­ტა­ცია, იმ­დე­ნად კარ­გი მქსო­ვე­ლე­ბი არი­ან. მო­ნა­ზონ ირი­ნეს ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ლი აქვს.

ჩე­მი ერ­თი მოს­წავ­ლე, შო­რე­ნა იმე­საშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ლა­მაზ ჩუ­ლებს (ცხე­ნის უნაგირის საფენს) ქსოვს. ასე­ვე კარ­გი ხე­ლი აქვს ნა­თია ბე­რი­ძეს. იმე­დის მომ­ცე­მი მქსო­ვე­ლე­ბი არი­ან... ისე, ბევ­რ­მა ის­წავ­ლა ეს ხე­ლო­ბა.



- ყვე­ლა კუთხე­ში ნა­ირ­ფე­რი ფარ­და­გი იქ­სო­ვე­ბა? ფერ­თა შე­ხა­მე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქვთ?

- ყვე­ლა კუთხის ფარ­და­გი ლა­მა­ზია, მაგ­რამ ყვე­ლას თვით­მ­ყო­ფა­დო­ბა ახა­სი­ა­თებს. მა­გა­ლი­თად, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ფერ­თა შე­ხა­მე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლი აქვთ. მთა­ში ძვე­ლი თუ­შუ­რი ფარ­და­გე­ბი ძა­ლი­ან მუქ ტო­ნა­ლო­ბებ­ში იყო. ფო­ნად უფ­რო შავ ფერს იყე­ნებ­დ­ნენ. თუ­შურ ფარ­და­გებ­ში ძი­რი­თა­დი წამ­ყ­ვა­ნია შა­ვი და თეთ­რი, ბევ­რი ჭრე­ლიც ურე­ვია, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში რომ გა­და­ხე­დავ, ძა­ლი­ან მუ­ქი ტო­ნე­ბია, ლა­მა­ზად შე­ხა­მე­ბუ­ლი. სულ ვფიქ­რობ, რომ ამ ფარ­და­გე­ბის სი­ლა­მა­ზე, თუ­შურ­მა ბუ­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

- ფარ­და­გე­ბი დატ­ვირ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა...

- ორ­ნა­მენ­ტი მთელ კავ­კა­სი­ა­ში უნი­ვერ­სა­ლუ­რია. ორ­ნა­მენტს დე­კო­რის ფუნ­ქ­ცი­აც ჰქონ­და და გარ­კ­ვე­ულ სიმ­ბო­ლო­საც გა­მო­ხა­ტავ­და. თუმ­ცა, ეს სიმ­ბო­ლი­კა თან­და­თან და­ვიწყე­ბას მი­ე­ცა და რო­ცა დამ­ჭირ­და მას­ზე მუ­შა­ო­ბა, მა­სა­ლა თით­ქ­მის ვერ მო­ვი­პო­ვე.

უძ­ვე­ლეს კავკასიურ და წი­ნა­ა­ზი­ურ ფარ­და­გებ­ზე იგი­ვე ორ­ნა­მენ­ტე­ბია, რაც ჩვენ­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.

- თქვენ სად ის­წავ­ლეთ ეს ხელ­საქ­მე?

- თვი­თონ სწავ­ლის პრო­ცე­სი არ მახ­სოვს... ალ­ვან­ში, დე­და და ბე­ბია სულ ქსოვ­დ­ნენ, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ქსოვ­და და ვის­წავ­ლე. ჩე­მი თა­ო­ბის ბავ­შ­ვებს აღარ ას­წავ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი მქონ­და - ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გვე­კე­თე­ბი­ნა, რაც ქა­ლის საქ­მე იყო: კერ­ვა, ღებ­ვა, ქსო­ვა, ქარ­გ­ვა, ცეკ­ვა-სიმ­ღე­რაც უნდა მცოდნოდა.

პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით ალ­ვან­ში სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­წავ­ლი­დი ფარ­და­გე­ბის ქსო­ვას. ძა­ლი­ან ვე­მად­ლი­ე­რე­ბი დე­დას და ბე­ბი­ას, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­მას­წავ­ლეს.

- რო­გო­რი იყო წი­ნათ თუ­ში ქა­ლის ცხოვ­რე­ბა? თქვე­ნი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე გვი­ამ­ბეთ.

- დე­და რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ბე­ბე­რი მე­გო­ნა, არა­და, იმ დღე­ებ­ში 58 წლის გახ­და. დე­ბი ვის­ხე­დით და ვიხ­სე­ნებ­დით - უსაქ­მოდ დამ­ჯ­და­რი დე­და ვერც ერ­თ­მა გა­ვიხ­სე­ნეთ. სულ რა­ღა­ცას აკე­თებ­და, მუდ­მი­ვად შრო­მობ­და. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი თუ­შის ქა­ლი იყო.

წის­ქ­ვილ­ში მი­დი­ო­და - წინ­დას ქსოვ­და, წყა­რო­ზე მი­დი­ო­და - ქსოვ­და, დროს უქ­მად არ კარ­გავ­და. მა­მა­ჩე­მი სულ ცხვარ­ში იყო, წყა­ლი, წის­ქ­ვი­ლი, ტყე, ვე­ნა­ხი, ნაკ­ვე­თი კი სულ დე­დის კი­სერ­ზე გა­და­დი­ო­და. ღა­მის სი­ჩუ­მე­ში თი­თის­ტა­რის ბზრი­ა­ლის ხმა ახ­ლაც მახ­სოვს...

ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დამ, ბე­ბი­ამ და ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა მას­წავ­ლეს. ძა­ლი­ან ბრძე­ნი დე­დამ­თი­ლი მყავ­და. 92 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ცა­ლა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და. დე­და ქა­ა­ძე იყო, დე­დამ­თი­ლი - გი­უ­ნა­ი­ძე. ძა­ლი­ან ბევ­რი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა დე­დამ­თი­ლის­გან ჩა­ვი­წე­რე. ბრძენი ქა­ლი იყო, რო­ცა გა­რეთ რა­მე­ზე და­ვობ­დ­ნენ ან კა­მა­თობ­დ­ნენ, გა­ვი­დო­და, ერთ სიტყ­ვას იტყო­და და იქ მთავ­რ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, ისეთ კარგ ანა­ლიზს აკე­თებ­და, ყვე­ლას აწყ­ნა­რებ­და.



- ფეხ­საც­მელს თუ ქსოვთ?

- ცხოვ­რე­ბა რომ გა­ჭირ­და, ჩი­თე­ბის კე­თე­ბა და­ვიწყე. ჩი­თე­ბი ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ნაქ­სო­ვი ფეხ­საც­მე­ლია. რა­ღაც დე­ტა­ლი არ მახ­სოვ­და და დე­დამ­თილს ვთხო­ვე, მას­წავ­ლე-მეთ­ქი. არაო, მითხ­რა, არ გა­ს­წავ­ლი, ერთ წყვილს გა­ყი­დი, ის ფუ­ლი გა­გიტ­კ­ბე­ბა და მე­რე კე­თე­ბას და­იწყე­ბო, არ მე­მე­ტე­ბი, დი­დი ჯა­ფა და­გად­გე­ბაო, შვი­ლო... ახ­ლა გა­მოც­დი­ლე­ბას სხვა­საც ვუ­ზი­ა­რებ.

- რო­გორ იქ­სო­ვე­ბა ფეხ­საც­მე­ლი?

- ჯერ დე­ტა­ლე­ბი იქ­სო­ვე­ბა და მე­რე იკე­რე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია. გვაქვს ხის ყა­ლი­ბე­ბი, ცალ­კე ფირ­ფი­ტე­ბი. ზე­და ნა­წი­ლი ხუთ ჩხირ­ზე იქ­სო­ვე­ბა. ჯერ უნ­და მო­იქ­სო­ვოს ჩი­თის წინ­და ხის კა­ლა­პოტ­ზე, ფე­ხის ტერ­ფის ფორ­მის კა­ლა­პოტ­ზე გა­და­იჭი­მე­ბა და გარ­შე­მო შე­მო­ე­კე­რე­ბა ცალ­კე ფირ­ფი­ტა­ზე მოქ­სო­ვი­ლი. ქვე­და ნა­წი­ლი მსხვი­ლად დარ­თუ­ლი შა­ლის ძა­ფით კეთ­დე­ბა. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და თბი­ლია. უცხო­ე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ, მოს­წონთ ჩვე­ნი ნა­ხე­ლა­ვი. ჩი­თე­ბის წინ­დე­ბის მო­ქსო­ვას და შეკერვას ერ­თი კვი­რა ვუნ­დე­ბი.

- ფარ­და­გებს რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა?

- გა­აჩ­ნია ზო­მას, 15 დღე ან ერ­თი თვე. თუ ძა­ლი­ან ბევ­რი ფე­რია, ის უფ­რო რთუ­ლი საქ­სო­ვია და მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა. თუ და­ჯე­ქი ერ­თი თვე, კარგ ფარ­დაგს მოქ­სოვ.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?

- თუ­შუ­რი ფარ­და­გი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ აღ­დ­გე­ბა, მაგ­რამ მინ­და, მსგავ­სი მა­ინც იყოს. სი­ლა­მა­ზით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს და არც ტრა­დი­ცია იყოს ძა­ლი­ან დარ­ღ­ვე­უ­ლი, და­კარ­გუ­ლი. ეს იმ დრო­ის ანა­რეკ­ლია, რო­ცა რა­ღაც ასე ფა­სობ­და. ქა­ლის კარ­გი ხე­ლო­ბა ფა­სობ­და, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა­ნა­ი­რი იყო. თუ გვინ­და, ზო­გა­დად ხალ­ხუ­რი რეწ­ვის ნი­მუ­შე­ბი კარ­გი იყოს, ცო­ტა მე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბა უნ­და ჰქონ­დეთ ხალ­ხურ ოს­ტა­ტებს - გა­მო­ფე­ნე­ბი ხში­რად ეწყო­ბო­დეს, შეკ­ვე­თე­ბი ჰქონ­დეთ, რა­თა ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­დეთ და უკე­თე­სი გა­ა­კე­თონ.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

კომენტარები

ეკა მაღლაკელიძე 2021-09-12 11:57
ნანული დეიდა,ცოცხალი მემატიანე ხართ ❤️ როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულად უსაზღვროა თქვენი ცოდნა და გამოცდილება.
უზომოდ მიყვარხართ????????????
ირმა იორამაშ ვილი 2016-07-08 21:56
ბოლო ფოტო არის ჩემი ბებოსთან მოქსოვილი ქეთო იორამაშვილი. საოცარი ნამუშევარია, მასები ჯერ საქართველოში არ მინახავს. საწყალი 8 წლის ასაკში დაყრუვდა , თავი დაუბანელი და დედინაცვალმა ძროხები ნახირიში გაუშვა. შემდეგ ქონდა მაღალი სიცხეების და ... დილით როცა გაიღვიძა ვეღარ გაიგონა. მამამ აღარ გაათხოვა , დაჩაგრავენო. არადა მჯერა, რომ ძალიან კერა შვილებს გაზრდიდა და თან ისეთ საოცარ შვილებს როგორი ეს ფარდაგია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი