მარბელაში იყიდება ვილა აუზში პიკასოს ნახატით

უძრავი ქონების აუქციონზე იყიდება ვილა მარბელაში. ესპანეთის სამხეთით, იდილიურ ადგილზე ფეშენებელური სახლი ბოლო მეპატრონემ 4 წლის წინ, 15 მლნ ევროდ შეიძინა. მაისის ბოლოს ის კვლავ გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა შეფასებული არ არის. ვილა ყველაზე მეტად ყურადღებას მისი აუზით იქცევს, რომელშიც პაბლო პიკასომ საკუთარი ნახატი დატოვა.

ნახატი პიკასოს უახლოეს მეგობარს, ანტონიო რუიზ სოლერს ეკუთვნის. ნახატზე გამოსახული ფიგურა აშკარად მოგაგონებთ ესპანელი მოცეკვავის სილუეტს. მხატვარმა ესკიზზე დაწერა „ანტონიოსთვის“ და საკუთარი ავტოგრაფი დატოვა თარიღით - 1961 წლის 29 ოქტომბერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები