რა იქნება აქტუალური ინტერიერის დიზაინში უახლოეს მომავალში

არ აქვს მნიშვნელობა, რა დროში ცხოვრობს ადამიანი, ყველას აქვს ბუნებრივი ინტერესი იმისა, რა იქნება მომავალში. რაც უფრო გაურკვეველია მომავალი, მით დიდია ცნობისმოყვარეობა.

მსოფლიოს სამომავლო გეგმებს ნამდვილად ვერ განვსჯით, თუმცა ინტერიერში მოსალოდნელ სიახლეებზე საუბარს ვეცდებით.

დღესდღეობით უკვე ვფიქრობთ იმაზე, რომ ამდენი ავეჯი და ნივთები ადამიანს სულაც არ სჭირდება, რომ რეალურად ადამიანები ძალიან ბევრ უსარგებლო ნივთში ვხარჯავთ ფულს. ბევრი ნივთი ყველას აქვს, თუმცა საერთოდ არ სჭირდება.

თანდათან უფრო და უფრო აქტუალური ხდება ლაკონური გარდერობი და მინიმალისტური ინტერიერი, ხალხი უფრო მეტად აფასებს თავისუფალ
სივრცეს.

ისევ და ისევ იბრუნებს აქტუალობას ბუნებრივი მასალა და ნივთები, მაგალითად ხის სავარცხელი და ბამბის საღამური.

ინტერიერის დიზაინშიც ადგილს იმკვიდრებს ხის და მინის მასალა, იქნება ეს ავეჯი თუ მოსაპირკეთებელი მასალები.

ყველაფერი ეს აქტუალურია უკვე დღეს, 20-30 წლის შემდეგ კი მინიმალიზმი ინტერიერში და არა მარტო ინტერიერში ნორმად იქცევა.

ასევე მოდაში იქნება სივრცე და თავისუფლება.

მეტად დაფასდება ფუნქციონალური ავეჯი, ყველაფერი ის, რაც არის პრაქტიკული და საჭირო.

კომენტარის დამატება