რამ შეიძლება სახლი გახადოს მოუხერხებელი და უსახური

სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ რეალური სახლი ოცნების სახლს საერთოდ არ ჰგავს ხოლმე. ზოგჯერ ისეთი ნივთების ყიდვა გვიწევს, რომელიც არც ისე მოგწონს, თუმცა შემდეგ ამ ნივთების გადაგდება გვენანება, არადა, ინტერიერს საერთოდ არ უხდება და ესადაგება. მაინც არსებობს ისეთი საგნების ჩამონათვალი, რომელიც უმჯობესია დანანების გარეშე მოიშოროთ თავიდან.

კარადა-კუპე

მიუხედავად იმის, რომ მსგავსი ტიპის კარადა თავისი მექანიზმის წყალობით საკმაოდ პრაქტიკულია შეზღუდული სივრცისთვის, დიზაინერები ერთხმად გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე ინტერიერში მისის ადგილი საერთოდ არ არის და თუ გაქვთ, უმჯობესია თავიდან მოიშოროთ და რაც უფრო
მალე იზამთ ამას, მით უკეთესი.

გადავსებული საკიდი

სახლის შესასვლელი ის ადგილია, სადაც ვიზუალური ქაოსი უბრალოდ, კანონზომიერებაა, რას არ ნახავთ ამ ადგილას, კერძოდ საკიდზე, ლაბადებს, ქურთუკებს, ქოლგებს ქუდებს და ა.შ. გასაგებია, ეს ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, თუმცა თუ გინდათ, რომ თქვენი სახლი იყოს მოწესრიგებული და მყუდრო, გირჩევთ უარი თქვათ ამ ქაოსზე, მაქსიმალურად განტვირთოთ საკიდი და მასზე მხოლოდ ის ნივთები დატოვოთ, რომელთაც ყოველდღიურად მოიხმართ.

მიმოფანტული ფეხსაცმელები

საკიდის თემის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს მიმოფანტული ფეხსაცმელების თემა, თუ თითოეულ წყვილს სახლში დაბრუნების შემდეგ თავის ადგილს არ მიუჩენთ, ნამდვილი ქაოსი ამ შემთხვევაშიც გარანტირებული გექნებათ. თუ სპეციალური კარადის ყიდვის საშუალება არ გაქვთ, გირჩევთ რამდენიმე ფეხსაცმლის თარო მაინც შეიძინოთ, რათა ფეხსაცმელები მასზე მოწესრიგებულად განალაგოთ.

გასაშლელი დივანი

მსგავსი ტიპის დივანი, როგორც წესი, ძალიან დიდ ადგილს იკავებს იმიტომ, რომ არის საკმაოდ მასიური. სანამ ასეთი ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, მართლა გჭირდებათ თუ არა დივანი დასაძინებლად, ანუ რეალურად საჭიროებთ თუ არა დამატებით დასაძინებელ ადგილს, თუ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, დაუფიქრებლად გადადეთ მსგავსი დივნის შეძენა და ის უფრო მსუბუქი მოდელით ჩაანაცვლეთ.

პლასტმასის ჭურჭელი

ასეთი ჭურჭელი გამართლებული შესაძლოა მხოლოდ სტუდენტის ოთახში იყოს, რომელიც მუდმივად პიკნიკის მოლოდინშია. ასეთი ჭურჭლის ყოველდღიურად ხმარება, როგორც მინიმუმ, მიუღებელი და ულამაზოა. ჩაატარეთ სამზარეულოში რევიზია და დაუნანებლად მოიშორეთ თავიდან ყველა პლასტმასის ნივთი.

ღია თაროები სამზარეულოში

ღია თარო სამზარეულოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მისაღები, თუ ის ყოველთვის მოწესრიგებულია და დეკორს ემსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწესრიგებელი და დამტვერილი თარო ესთეტიკურ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიანიჭებს ვერავის.

ფარდები ლამბრეკენით

შესაძლოა 20 წლის წინ მსგავსი ტიპის ფარდა ფუფუნება იყო, თუმცა, თამამად ვაცხადებთ, რომ თანამედროვე ინტერიერში მისი ადგილი არანაირად აღარ არის. სადა, დახვეწილი, ნატურალური ქსოვილის ფარდა მყუდრო და დახვეწილი დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები