გამოსაწევი საწოლი ორი ბავშვისთვის - დადებითი მხარეები და შერჩევის წესები

ორშვილიანი მშობლებისთვის ორიარუსიანი საწოლი ძალიან კარგი საშუალებაა კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
საინტერესოა, რა დედებითი და უარყოფითი მხარეები აქვს გამოსაწევ საწოლს, რომელიც ბევრად უსაფრთხოა და მოსავლელადაც მარტივი, ვიდრე ორსართულიანი საწოლები.
როგორც ამბობენ მშობლები, ორიარუსიანი საწოლის დადებითი მხარეები ნამდვილად ფარავს უარყოფით მხარეებს.
ამ მოდელის მთავარი ღირსება უსაფრთხოება და კომფორტულობაა. შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად აკმაყოფილებს მისგან მოსალოდნელ მოთხოვნებს.

კიდევ ცოტა რამ მისი დადებითი თვისებების შესახებ:

მეტი ადგილი ოთახში

ბავშვის ოთახი ყოველთვის შედარებით პატარა ზომის არის, ვიდრე სახლის სხვა ოთახები. ორიარუსიანი საწოლი იძლევა საშუალებას, ძვირფასი ადგილი
ორმაგად გამოიყენოთ. ორი საწოლი ერთ ოთახში ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს სათამაშო ადგილი შეეზღუდებათ. ორი ისეთი საწოლი კი, რომლიდანაც ერთი იწევა, ამ პრობლემას მარტივად აგვარებს.
ორიარუსიანი საწოლი იძლევა საშუალებას მაქსიმალურად აითვისოთ ძირითადად აუთვისებელი ვერტიკალური სივრცე.


გამოსაწევი მოდელი ნიშნავს ორ დამოუკიდებელ საწოლს

საწოლი ადგილის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული ოჯახის მოთხოვნები და საჭიროებები. ორი საწოლი იძლევა საშუალებას ბავშვებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი დასაწოლი ადგილი ღამით, დილით კი საკმარისი სათამაშო სივრცე.


საწოლები ადვილად იშლება

ორიარუსიანი საწოლი ფასისა და ხარისხის შესანიშნავი შერწყმაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც თქვენი ბავშვები გაიზრდებიან და გახდებიან მოზარდები, საწოლი შეიძლება გადაკეთდეს ორ დამოუკიდებელ საწოლად. ასევე, თუ უფრო დიდ სახლში გადადიხართ, სადაც არ არის ადგილი პრობლემა, ეს საწოლები თავისუფლად განთავსდება ცალკე.

ეს ძალიან კარგი საშუალებაა ღამის გასათევად

თუ ღამის გასათევად დამატებითი ადგილი გჭირდებათ, თქვენი სტუმრების მოხერხებულ ძილს სწორედ ორიარუსიანი საწოლი უზრუნველყოფს. არის ისეთი მოდელებიც, როდესაც ერთი ერთადგილიანი საწოლი არის ზემოთ და ორადგილიანი საწოლი ქვემოთ. ეს ფაქტიურად სამი საწოლი, სამი დამოუკიდებელი დასაძინებელი ადგილია.

ის ასწავლის ცხოვრებისეულ გაკვეთილებს

თანაცხოვრება ბავშვებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან და მოულოდნელობებთან გამკლავებას ასწავლის. ასეთი საწოლი და-ძმას, დედმამიშვილებს კიდევ უფრო დაახლოებაში უწყობს ხელს.

ძალიან პრაქტიკულია ნივთების შესანახად

ორიარუსიან საწოლებს აქვთ ისეთი მექანიზმები, რომელიც იძლევა საშუალებას დამატებითი შესანახი სისტემების შესაქმნელად.

ეს არა მარტო ბავშვებისთვის არის

მართალია, ორიარუსიანი საწოლი ძირითადად ბავშვებისთვს გამოიყენება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდები ვერ ისარგებლებენ. მსგავსი მოდელი ძალიან უხდება და კომფორტულია სასტუმრო ოთახისთვის.

განათება

ამ შემთხვევაში გამოიყენება ინდივიდუალური სანათები, რათა ბავშვებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. კომპლექსური განათება გულისხმობს როგორც საერთო განათებას ჭერზე, ისე ლოკალურს - თითოეულ საწოლს დამოუკიდებელი განათება.

ყველა ბავშვის ოცნება

ზოგიერთი ბავშვი ოცნებობს რამე უჩვეულოზე თავის ოთახში, ჰოდა, ორიარუსიანი საწოლი სწორედ ასეთი ნივთია.



უბრალოდ, აირჩიეთ ხარისხიანი მოდელი, მყარი, და სასურველია, გამოსაწევ ნაწილსაც ჰქონდეს ცოტა სიმაღლე და იატაკთან ძალიან ახლოს არ მოუწიოს წოლა მას, ვინც ქვემოთ მოხვდება.
რასაკვირველია, თუ ბავშვებისთვის გინდათ, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.

კომენტარის დამატება