ძველი ნივთები, რომელიც ბევრმა გადაყარა, ინტერიერში კვლავ აქტუალური ხდება


ეს ნივთები 1990-იან წლებში ბევრ ოჯახს ამშვენებდა, გაგიკვირებათ და 2022 წელს ეს ნივთები ისევ მოდაში შემოდის.
შემოგთავაზებთ იმ ნივთуბის ჩამონათვალს, რომელიც სულ უფრო ხშირად ჩანს თანამედროვე კინემატოგრაფშიю ნივЕებს, რომლითაც ამშვენებენ თანამედროვე ინტერიერს.

კედლის საათი იანტარი


ამ ბრენდის საათი 70-იან წლებში იმდენად პოპულარული იყო, რომ ვალუტის საფასურსაც კი წარმოადგენდა. როგორც ხედავთ, საათი პოპულარობას იბრუნებს.

კარადა-კედელი


ეს საოცარი შესანახი სისტემა, რომელშიც ყველაფერი ეტეოდა - ჭურჭელი, წიგნები, თეთრეული და სხვა ათასი წვრილმანი, ადვილი მოსაპოვებელი ნამდვილად არ იყო. გარდა იმისა, რომ ძნელად იშოვებოდა საკმაოდ ძვირიც
ღირდა.

ბროლი


ძველი საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი განუყრელი თანამგზავრი გახლდათ ჩეხური ბროლი, რომელიც თავისი საოცარი ხარისხით მარლაც რომ გამორჩეული იყო.

ტელევიზორი რუბინი



ამ ტელევიზორის წარმოება 1950 წლიდან დაიწყეს და ცოტა ხანშ მისი ფერადი ვერსიაც გამოვიდა. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ნივთი იმ დროს საოცარი პოპულარობით სარგებლობდა. საქმე ის გახლავთ, რომ მსგავსი დიზაინის ტელევიზორებს თანამედროვე ფილმებში ვხვდებით.

რუმინული სავარძლები


ამ სავარძლებს ცნობილი იკეას ფირმის ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევენ. მაღალი და თხელი ფეხები ავეჯს და ინტერიერს საოცარ სიმსუბუქეს ანიჭებს, სწორედ ამიტომ არ კარგავს ამ ტიპის სავარძლები აქტუალობას.

კომენტარის დამატება