კომფორტის ზონა: სამზარეულოს ინტეგრაცია საცხოვრებელ ზონებში

საცხოვრებელ სივრცესთან მაქსიმალური შერწყმა თანამედროვე სამზარეულოს დანიშნულებაა. ადგილი დასვენებისა და ურთიერთობის, საერთო კულინარიული გამოცდილების, ოჯახური და მეგობრული შეხვედრებისთვის - სილამაზითა და კომფორტით სამზარეულო სასტუმრო ოთახის კონკურენტია.

სამზარეულო-ვიტრინა

Poliform-ის სამზარეულოს შუშის კარადები სასტუმრო ოთახის თანამედროვე ავეჯის დიზაინს იმეორებს. დაბურული მინები თანდართული თხელი ალუმინის პროფილით.

სამზარეულო-გალერეა

მოძრავი დეტალები იაპონურ სტილში. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია სამზარეულოს სივრცე საკუთარი შეხედულებისამებრ გადააწყოს.

სამზარეულო-ორანჟერეა

а Aran Cucine Oasi -ის სამზარეულო კუნძულის ცენტრში მოთავსებულია ყვავილის ქოთანი ნაყოფიანი ხით.

სამზარეულო-ბიბლიოთეკა

Nolte Ferro -ს სამზარეულოს კომპლექტში შედის წიგნების ღია თაროები.

სამზარეულო-კარადა

განათება, ფერადი მინა, სპილენძის პროფილი და მოძრავი უჯრები - SieMatic PURE Concept სამზარეულოს შემნახველი სისტემა იდეალურ გარდერობს მოგაგონებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები