მაკა ზამბახიძის სახლი ტყის პირას - VIDEO

მაკა ზამბახიძე წყნეთში, ტყის პირას გადასახლდა. ეს სახლი მან თავისი გემოვნებით ააშენა და მოაწყო. ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ამბობს, რომ ქალაქის ხმაურს, დამღლელ რიტმს მოწყვეტილი, ციყვების და ტოროლების გარემოცვაში, ულამაზეს სახლში თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.
- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს.
ინტერვიუ სრულად და ფოტორეპორტაჟი მაკას სახლიდან იხიეთ ჟურნალ "შინის" ზამთრის ნომერში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები