როგორ მოვაწყოთ სწორად ძილის ზონა

მოდით გავარკვიოთ, როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი საძინებელი მოსასვენებელ ოაზისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საამისოდ ცალკე ოთახის გამოყოფა შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ საძინებელი ის მთავარი ადგილია ნებისმიერ სახლში, რომლის მოწყობასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

განლაგება: ერთად თუ ცალ-ცალკე

თუ თქვენი სახლის ფართი იძლევა ამის საშუალებას, უმჯობესია საძინებელს ცალკე, პრივატული ოთახი დაუთმოთ. ასეთ გარემოში დასვენებას და ძალების აღდგენას უკეთესად მოახერხებთ.



თუ საამისოდ სპეციალური ზონის, ოთახის გამოყოფა არ ხერხდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრანსფორმერი საწოლი. ეს გახლავთ სრულფასოვანი საწოლი, რომელიც დღისით აიკეცება და ღამით გაიშლება. კიდევ
ერთ ვარიანტი ერთიან სივრცეში საძილე ზონის გამოყოფისა მისი ავეჯით, ფარდით ან სტელაჟით გამოყოფა გახლავთ, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ხმისა და შუქის იზოლაცია.

სუფთა ჰაერზე ძილი

აუცილებელია საძინებელში იყოს, რა თქმა უნდა, კომფორტული საწოლი და მინიმალური ავეჯი. კარგი იქნება, თუ ვენტილაციაც გექნებათ. საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს ფანჯარა. ძილის წინ ოთახის განიავება ხომ ჯანსაღი დასვენების და ძილის აუცილებელი პირობაა.

ტელევიზორი



ტელევიზორის თემა ძალიან ინდივიდუალურია, ზოგს ის საერთოდ არ სჭირდება, ზოგი კი მის გარეშე ვერ იძინებს. თუ მაინც გადაწყვიტეთ საძინებელში ტელევიზორის განთავსება, უმჯობესია იგი ფეხებთან იატაკიდან დაახლოებით 120 სმ-ზე განთავსდეს.

ადგილი ორისათვის



თუ თქვენი საძინებელი ორ ადმიანზეა გათვლილი, გაითვალისწინეთ, რომ ორივემ ერთნაირად უნდა ისარგებლოს სივრცით და ორივე თავს მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეს. საწოლის ორივე მხარეს განათავსეთ ტუმბოები და დაამონტაჟეთ განათება ან ბრა. კედელსა და საწოლს შორის დაშორება უნდა იყოს არა უმცირეს 60 სმ-ისა. აუცილებელია, რომ საწოლის ორივე მხარეს იყოს გასასვლელი.

არა მარტო დასაძინებლად


თუ ჩაცმა საძინებელში გიწევთ, ეცადეთ მოათავსოთ ტუმბო, კომოდი ან კარადა, სადაც ნივთებს კომფორტულად მოათავსებთ. შეგიძლიათ დაკიდოთ სარკეც.

სათავსოები
საწოლის ფეხებთან შეგიძლიათ განათავსოთ ე.წ. ბანკეტკა, სადაც მოათავსებთ პლედს, ბალიშებს თუ სხვა აქსესუარებს.

კაბინეტი

საჭიროების შემთხვევაში საძინებელში შეგიძლიათ მოიწყოთ სამუშაო ზონაც.

განათება

ნებისმიერი საძინებლის მთავარი ფაქტორი განათებაა. ის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ძილისკენ გიბიძგებთ. ცენტრალურ განათებასთან ერთად გირჩევთ დაამონტაჟოთ ბრებიც, რაც თქვენს საძინებელს მეტ სიმყუდროვეს შესძენს.


როგორ მოვათავსოთ საწოლი, რომ გემრიელად დაგვეძინოს

კომენტარის დამატება