6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ციცქნა სახლს შეგაყვარებთ


მცირეგაბარიტიანი სახლის მფლობელებს უამრავი რჩევა-დარიგება მივეცით. ეს დარიგებები ძირითადად სახლის დიზაინს ეხებოდა. Aახლა კი ვეცდებით თქვენ ფსიქოლოგიურ განწყობაზე გავაკეთოთ აქცენტი, რათა პატარა სახლი პრობლემად კი არ მოგეჩვენოთ, არამედ ამ ფაქტს დადებითი მხარეები მოუძებნოთ და დატკბეთ საკუთარი ცხოვრებით.

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, ადამიანები ხედავენ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც უნდათ. ამიტომაც კანონზომიერია, როდესაც ისინი გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ საგნის არა ურყოფით, არამედ დადებიტ მხარეებზე.

ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საკმარისია იმის გამო წუხილი, თუ
რა ცოტა კვადრატული მეტრი გარგუნათ ღმერთმა, იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება შეცვალოთ ინტერიერში, რათა სახლი კიდევ უფრო მყუდრო და საყვარელი გახდეს. ამაში, რაღა თმქა უნდა, ისევ ჩვენ დაგეხმარებით.

1. არიზის ცის ქვეშ



პარიზი ბევრი ადამიანის ოცნებაა. Lლამაზი არქიტექტურა, რომანტიული ატმოსფერო, საოცარი ხედები - რა ჭირდება მეტი ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? ჰოდა, წარმოიდგინეთ რომ ცხოვრობთ საფრანგეთში, პარიზში, რომელიც ცნობილია სწორედ რომ პატარა სახლებით. მოაწვეთ სახლი ფრანგულ სტილში, ღია ფერის კედლები, ძველებური ავეჯი, სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, სარკეები, სურათები, სანათები, პარკეტის იატაკი და მრავალფეროვანი განათება.



თუ არ ხართ მზად დიდი ცვლილებებისთვის ინტერიერს მხოლოდ რამდენიმე ახალი სურათი დაუმატეთ, დაგვიჯერეთ, სიახლისთვის ესეც საკმარისი იქნება.

2. შეიგრძენით მინიმალიზმი



ციცქნა სახლი იდეალური ადგილია მინიმალიზმისთვის ფრთების შესასხმელად.
მოაშორეთ სახლიდან ყველაფერი ზედმეტი და ადგილი სივრცეს დაუთმეთ. ისევ და ისევ კომპაქტური ავეჯი და მრავალფუნქციური ნივთები, აი, რა დაგჭირდებათ საამისოდ.

3. შექმენით თქვენი სახლი



ეს მთელი ფილოსოფიაა, რომელიც აბსოლუტურად თქვენს განწყობაზე, გემოვნებაზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. შექმენით თქვენი საოცნებო, ჯადოსნური სამყარო და დატკბიით ცხოვრებით.

4. ხელოვნება



თუ ხელოვანი ადამიანი ბრძანდებით და თავად ქმნით ნახატებსა და ხელნაკეთ ნივთებს გირჩვეთ სახლი საკუთარი ნამუშევრებით დაამშვენოთ.
მაშინ თქვენი სახლი მართლაც რომ მხოლოდ თქვენი იქნება.

5. პაემანი მუზასთან



კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ხრიკი - წარმოიდგინეთ, რომ მწერალი ბრძანდებით და მუზასთან შესახვედრად სადმე განმარტოვდით. Hჰოდა, იმისათვის, რომ მუზა სახლში გეწვიოთ ირგვლივ ყველაფერი ლამაზად უნდა მოაწყოთ.

6. მსოფლიოს გარშემო



თუ მოგზაურობის მოყვარული ბრძანდებით და სუვენირებიც მრავლად გაქვთ გამოიყენეთ ისინი სახლის გასაფორმებლად. ასე საკუთარ სტილს შექმნით და სახლში ყოფნა თქვენთვის მოსაწენი არასდროს იქნება.

კომენტარის დამატება