აი, ასე შეიძლება გარდაქმნათ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" - საუკეთესო იდეები

1959 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ძალიან ბევრი 5-სართულიანი, ე.წ.ხრუშოვკის ტიპის სახლი აშენდა. მაშინ ეს სახლები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, თუმცა დღევანდელ პირობებში ამ სახლების კომფორტულობაზე საუბარი, განსაკუთრებით კი ერთოთახაიანი ბინების შემთხვევაში, აშკარად ზედმეტია, ის არანაირად არ აკმაყოფილებს თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს და საცხოვრებლადაც ძალიან მოუხერხებელია.

რა შეიძლება მოვუხერხოთ ერთოთახიან ხრუშჩოვკის ტიპის ბინებს, როგორ შეიძლება მათი გახალისება?

როგორც ვიცით, ყველანაირი მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია, ადამიანმა მოინდომოს, ჰოდა, ჩვენც შევევცდებით ამ პრობლემის მოგვარების ოპტიმალური და საკმაოდ საინტერესო

ხერხი შემოგთავაზოთ.

რეკონსტრუქციის მთავარი არსი სახლის სტუდიოს ტიპად გადაკეთებაში მდგომარეობს. როგორც ფოტოზე ხედავთ, 30 კვადრატული მეტრის ფართობი სრულიად გადასხვაფერდა. სამზარეულო, სამუშაო ზონა, სასადილო, მისაღები, საძინებელი და პლუს ამას აბაზანა. ნაცრისფერი კედლების ფონზე ყველა ეს ზონა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს.



სავარძელი ისეა განთავსებული, რომ კედელთან გასვლელი ადგილი თავისუფალი იყოს. კარადა კედელშია ჩამალული.



სტუდიოს ტიპის ბინა ძალიან ლამაზად ერწყმის სამზარეულოს.



ეს შემოსასვლელია.



ეს სამზარეულო.



სველი წერტილი.



აბაზანის ნაცვალად საშხაპე კაბინა.



ესეც მყუდრო აივანი.



ვფიქრობ, საკმაოდ თბილი, კომფორტული და რაც მთავარია, მოხერხებული ბინა გამოვიდა.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ვარიანტს, როგორ შეიძლება აქციოთ ერთოთახიანი "ხრუშჩოვის" ტიპის ბინა სრულიად სხვა სივრცედ: