5 რჩევა, როგორ მოვაწყოთ სახლი იაფად და გემოვნებით


ფიქრობენ, რომ სახლის გემოვნებიანად მოწყობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაღალი ხარისხის ავეჯი და ტექნიკა, ხის აქსესუარები, დიდი სარკეები, ცნობილი მხატვრების ნახატები თუ ხელნაკეთი ჭაღები... - ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლის გემოვნებიანად მოწყობა შეუძლებელია, თუ თქვენი ბიუჯეტი საშუალოზე დაბალია.
როგორც ამბობენ, თვალი ჭამს და თვალი სვამს. ვის არ უნდა, რომ სახლში შემოსულ სტუმარს თვალები გაუფართოვდეს და აღფრთოვანებულმა დაუწყოს თვალიერება ნივთებს, რომელთა ნამდვილი ფასი მხოლოდ თქვენ იცით. მაშ ასე, გიზიარებთ იმ ადამიანების გამოცდილებას, რომლებმაც საკუთარი სახლი იაფად და
გემოვნებით მოაწყვეს, თანაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე.

რჩევა №1 - სწორად შერჩეული განათება თქვენს სახლს უფრო დიდსა და მდიდრულს გამოაჩენს

თუკი ამაში გვეთანხმებით, ესე იგი ინტერიერშიც კარგად ერკვევით. მართლაც, განათებასა და ფერებს დიზაინის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. შეარჩიეთ დახვეწილი და ორიგინალური ჭაღი ან კუთხეში მაღალი სანათი დადგით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნივთი თქვენს სახლს უფრო მდიდრულად და გემოვნებიანად წარმოაჩენს. მით უმეტეს, ვინტაჟური სანათები ახლა ძალიან მოდურია.

რჩევა №2 - მინიმალიზმი თქვენი საუკეთესო მეგობარია
მასიური ხის ავეჯი და გადატვირთული ინტერიერი, შეიძლება ითქვას, უკან მოვიტოვეთ. მინიმალისტური სტილი, რეალურად ღირებული ნივთები და დახვეწილი ფერები არის ის, რაც თანამედროვე სახლებს დახვეწილად აქცევს.
რაც მთავარია, მინიმალიზმი ბიუჯეტურია! მართლაც, რაც უფრო ცოტა ნივთს ყიდულობთ, მით უფრო მცირდება გადასახდელი თანხაც. დაფიქრდით, იქნებ, არ გჭირდებათ სტუდიოს ტიპის მისაღებში სამზარეულოს, სადილისა და ჟურნალების მაგიდა? იქნებ, სამივე მათგანის ფუნქცია ერთმა მაგიდამ შეასრულოს?

რჩევა №3 შეიტანეთ სახლში ხელოვნება ცნობილი ნახატების რეპროდუქციების სახით

არც ისე შორეულ წარსულში ნახატები ფუფუნების საგნად ითვლებოდა. უფრო მეტიც, ოჯახი, რომელსაც სახლში ნახატი არ ჰქონდა, კულტურულად და დახვეწილად არ ითვლებოდა, გემოვნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნახატები სახლის პატრონებზე დღესაც საკმაოდ ბევრს ამბობს. თუკი გიყვართ ხელოვნება, შეარჩიეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები, რომლებიც ორიგინალებსაც საკმაოდ ჰგავს და რაც მთავარია, სავსებით ხელმისაწვდომია.
მათი შერჩევის დროსაც ყურადღების გამოჩენა გმართებთ. დაუკვირდით, რომ რეპროდუქცია უმაღლესი ხარისხის კანვასზე იყოს დაბეჭდილი, თორემ უხარისხო ნახატი თქვენი გემოვნებით მოწყობილი ინტერიერის ეფექტს წამებში დაამსხვრევს. დღეისათვის საქართველოში სტამბა „პრინტარეა“ ბეჭდავს ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ, მსოფლიოში ცნობილი ათობით მხატვრის რეპროდუქციებს, თანაც ეკოლოგიურად სუფთა, წყლის საღებავების გამოყენებით. შედეგად, თქვენს სახლში კლიმის, ვან გოგის, მონესა და სხვა მხატვრების ნახატები გექნებათ. ამის შემდეგ ვინმე დაგძრახავთ უგემოვნობას?!

რჩევა №4 მცენარეებით შეიტანეთ სახლში სიმწვანე და სიცოცხლე

კიდევ ერთი გემოვნებიანი და ბიუჯეტური ატრიბუტი თქვენი სახლისთვის. მცენარეებს სახლში სიმწვანე და სიცოცხლე შეაქვთ, ამიტომ თამამად შეარჩიეთ რამდენიმე მათგანი ინტერიერისთვის. არჩევანი შეაჩერეთ ისეთ მცენარეზე, რომელსაც უკეთ მოუვლით და კარგად აცოცხლებთ. ამის შემდეგ ლამაზი და დახვეწილი ქოთნები აარჩიეთ.

რჩევა №5 შეარჩიეთ შპალერი, რომელიც სინათლეს ირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად ზრდის

ნურავინ იტყვის, რომ შპალერი მოდიდან გადავიდა, პირიქით! დახვეწილი შპალერი ნებისმიერი სახლის სავიზიტო ბარათია. უფრო მეტიც, თუკი კედლებზე ნახატებს არ დაკიდებთ, შეგიძლიათ ისეთი შპალერი შეარჩიოთ, რომ ხელოვნების ნიმუში შექმნათ.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას 3D ფოტოშპალერს, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომია და სივრცეს ვიზუალურად ზრდის. საქართველოში უმაღლესი ხარისხის წყლის საღებავით ბეჭდავს კომპანია „პრინტარეა“, სადაც შეგიძლიათ გემოვნებიანი დიზაინის ფოტოშპალერი შეარჩიოთ და თქვენი სახლი კიდევ უფრო გაალამაზოთ.
მოცემული 5 რჩევიდან მხოლოდ ერთის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი თქვენს სახლს ახალებურ იერს შესძენთ, გემოვნებიანად მოაწყობთ და რაც მთავარია, ეს იმაზე ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები