როგორ დავიცვათ ოთახი მზისგან - 8 ყველაზე პოპულარული საშუალება


ზაფხული გვიახლოვდება და ინტერიერის მზისგან დაცვა აქტუალობას იძენს. როგორ დავიცვათ სახლი ზაფხულის შემაწუხებელი, მცხუნვარე მზისგან.
შეარჩიეთ საკუთარი გემოვნების მიხედვით.

ფანჯრის გაფორმებას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს საერთო ინტერიერისთვის. მაგალითად, სწორად შერჩეული ფარდების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სივრცე ვიზუალურად გაზარდოთ ან პირიქით, დააპატარავოთ, შეგიძლიათ გააგანიეროთ ან დაავიწროვოთ, ჭერი უფრო მაღალი გამოაჩინოთ ან პირიქით, დაადაბლოთ.

ჩვენ შემოგთავაზებთ ფარდების ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს, თქვენ კი გადაავლეთ თვალი, იქნებ გადაწყვიტოთ რამის შეცვლა და ინტერიერის გადახალისება.

1. კლასიკური ფარდები

ეს ფანჯრების გაფორმების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. როგორ წესი, ის
წულთან ერთად გამოიყენება ხოლმე და არის გასაწევი. სიგრძე შესაძლებელია იყოს იატაკამდე და ცოტა მოკლეც.

2. ფრანგული

ეს სტილი ძალიან უხდება განიერ და მაღალ ფანჯრებს. მსგავსი ტიპის ფარდის შესაკერად ქსოვილი უნდა იყოს მაქსიმალურად ელასტიური და სასურველია ერთი ტონის.

3. ავსტრიული

ავსტრიული წააგავს ფრანგულ ვარიანტს, სხვაობა ის გახლავთ, რომ ნაკეცები აქვს არა მთელ სიგრძეზე, როგორც ფრანგულს, არამედ მხოლოდ ბოლოში. ვისაც სისადავე უყვარს და ეშინია ზედმეტი ფუფუნების, შეუძლია არჩევანი სწორედ ამ მოდელზე შეაჩეროს. მსგავსი ტიპის ფარდის გამოყენება ნებისმიერი სიმაღლის ფანჯარაზეა შესაძლებელი.

4. რომაული

მოყოლებული ძველი რომიდან ეს ვარიანტი არ იცვლის კონსტრუქციას, ეს გახლავთ მყარი ქსოვილის ფარდა, რომელიც აწევის შემთხვევაში იკეთებს სწორ, ჰორიზონტალურ ნაკეცებს. შესაძლოა დაფიქსირდებს ნებისმიერ დონეზე. ძალიან პრაქტიკულია სამზარეულოსა და მისაღებში. თუმცა გაითვალისწინეთ, რაც გინდა სქელი ქოვილისგან იყოს დამზადებული რომაული ფარდები გვერდიდან მზე მაინც შემოვა, მისი ფანჯარასთან მჭიდროდ მიბჯენა გვერდებზე არ ხერხდება.

5. რულონური

ეს მოდელი ვიზუალურად ძალიან გავს რომაულს და ხშირად ერთმანეთში ერევათ ხოლმე. რეალურად კი სხვაობა კონსტრუქციაშია, რულონური ფარდები აწევის დროს ნაკეცებად არ ლაგდება, ის იხვევა. ფარდების ეს ეს ტიპი ძალიან ფუნქციონალურია.

6. იაპონური

ვიზუალურად შირმას წააგავს, რადგან ქსოვილი გადაჭიმულია მყარ კონსტრუქციაზე. ის მაგრდება კარნიზზე და ადვილად გადაადგილდება სიგანეზე. მსგავსი სტილის ფარდებს ხშირად პრინტებს უკეთებენ და ის ძალიან ლამაზადაც გამოიყურება.

7. ფარდა-ძაფი

ეს გახლავთ თოკების ფარდა ან ფარდა კისეა. როგორც ხედავთ, ფარდა შედგება ცალკეული თოკებისგან, ძაფებისგან, რომელიც ნებისმიერი მასალისგან შეიძლება დამზადდეს, უფრო ხშირად სინთეტიკისგან.

8. ჟალუზი

ჟალუზი შესაძლოა იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური, გამოდგება როგორც ოფისისთვის, ისე სახლისთვის. ძალიან უხდება მაგალითად, სკანდინავიური სტილის ინტერიერს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები