გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხშირად გვიჩნდება ხოლმე სურვილი ინტერიერში რაღაც შევცვალოთ, განვაახლოთ, გავახალისოთ. ამისთვის არ არის საჭირო მასშტაბური ცვლიელებები, პატარა დეტალების დამატებითაც არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება. მოდით ვნახოთ, რას გივრჩვენ ამასთან დაკავშირებით პროფესიონალი დიზაინერები.
გამოიყენეთ ტექსტილი საზღვაო მოტივებით

ზღვის, სანაპიროს თემები ინტერიერის ერთ-ერთი გრძელვადიანი ტენდენციაა. საზღვაო თემა სანაპიროზე დასვენებას და იდუმალი ზღვის არსებებს შეგახსენებთ. მინიმალისტურ სტილშია შექმნილი ეს თემა ინტერიერში სიმშვიდის შეგრძნებას შეგიქმნით.
ყვავილები ლარნაკში

პასტელის ფერები, სუფთა ფორმები და ლამაზი ლარნაკები გაზაფხულის ყვავილებით იდეალურია საგაზაფხულო მყუდრო და მშვიდი ინტერიერის
ახალი თეთრეული

ნათელი აქცენტური, პრინტებიანი თეთრეული საძინებლის განახლებისა და ამავდროულად საკუთარი თავის სიამოვნების მიღების უმარტივესი და სასიამოვნო გზაა - ბოლოს და ბოლოს, ახალ კომპლექტში დაძინება ძალიან სასიამოვნოა!
მსუბუქი ფარდები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გსურთ, რომ თქვენს სახლში მეტი სინათლე, მზე და სუფთა ჰაერი შემოვიდეს, ამიტომ სქელი, მძიმე ფარდების ღია ფერის ტულით ან ტილოთი ჩანაცვლება შესანიშნავი იდეაა. მით უმეტეს, რომ მათი მოვლაც ძალიან მარტივია.
დეკორატიული ბალიში

ინტერიერის გაზაფხულის ენერგიით დამუხტვის უმარტივესი გზაა დეკორატიული ბალიშები. ისინი ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებენ: სივრცეს უფრო კომფორტულს ხდიან და ასევე ხელს უწყობენ ინტერიერში აქცენტების განთავსებას და მოცულობას. ეს დეკორატიული ელემენტი ოთახში დიდ ადგილს არ იკავებს, ამიტომ შეიძლება იყოს ფერადი და ნათელი - ვიზუალური გადატვირთვა არ იქნება.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს გაზაფხულის საკუთარი წარმოდგენა, ამიტომ მნიშვნელოვანია დაეყრდნოთ საკუთარ ასოციაციებს და იფიქროთ იმაზე, თუ რა დაგეხმარებათ კარგი განწყობის შექმნაში - ყვავილები სამზარეულოს მაგიდაზე, ახალი ფარდები Tთუ დეკორატიული ბალიშები. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრება პატარ-პატარა სიხარულებისგან შედგება და გაზაფხული, ალბათ, საუკეთესო დროა საკუთარი თავის გასახარებლად.