რა ქმნის სამზარეულოში ყველაზე დიდ დისკომფორტს?


სამზარეულო სახლის ის ადგილია, რომელიც, პირველ რიგში, პრაქტიკული და კომფორტული უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ - ლამაზი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელმა ნივთმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი და გადაგვიტვირთოს სივრცე.

წვრილი დეკორი

ინტერიერის ფოტოების დათავლიერების შემდეგ ბევრ დიასახლისს უჩნდება სურვილი საკუთარი სამზარეულო მრავალი ლამაზი დეტალით გაალამაზოს, მაგალითად პატარ-პატარა, ლამაზი, თუმცა უსარგებლო ნივთებით, სხვადასხვა ზომის კალათებით, არაპაქტიკული ჭურჭლით და ა.შ.
არადა, დავიწოთ იმით, რომ რაც უფრო მეტი ნივთია სამზარეულოში, მით ნაკლები თავისუფალი სივრცე რჩება სამუშაო ზონისთვის. გარდა ამისა, ამ წვრილმან ნივთებზე ყოველდღიურად
უამრავი მტვერი გროვდება, ასევე ცხიმის და წყლის წვეთები, რაც, ბუნებრივია, ითხოვს უფრ მეტ დალაგებას, ვიდრე ამ ნივთების გარეშე დაალაგებდით. გამომდინარე აქედან, გირჩევთ, გადახედოთ თქვენს სამზარეულოს და მხოლოდ ის ნივთები დაიტოვოთ, რომელსაც გარკვეული ფუნქცია აქვს, მხოლოდ დეკორატიული ნივთები მოიშორეთ თავიდან და გაიმარტივეთ ცხოვრება.

აგური

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ლოფტის სტილი ინტერიერში, რაც უდავოდ ლამაზია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მის პრაქტიკულობაზე თავს ვერ დავდებთ. მაგალითად აგურის ე.წ. წინსაფარი სამზარეულოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეფექტურად გამოიყურება ნამდვილად არაპრაქტიკულია, მისი გაწმენდა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ამ მხრივ პრიალა ზედაპირი ბევრად მოსახერხებელია.

სარკისებური წინსაფარი
იგივეს თქმა შეგვიძლია სარკიან კედლეზე, რომელიც უდავოდ, სივრცეს აფართოვებს, თუმცა რეგულარულ წმენდას მოითხოვს და შეიძლება ითქვას, რომ საქმეს ერთიორად გიმატებთ.

შალითიანი სკამები

გეთანხმებით შალითიანი სკამი არის ლამაზი, ელეგანტური, დახვეწილი, თუმცა... აბსოლუტურად არაპრაქტიკული. მიუხედავად მწარმოებლის მიერ გაკეთებული წარწერის იმის თაობაზე, რომ შალითა უმარტივესი მოსავლელია, ადვილად ირეცხება და არ ჭუჭყიანდება, საქმის არსი არ იცვლება, ასეთი სკამები არაპრაქტიკულია. ასეთი სკამები შეგიძლიათ იქონიოთ მისაღებ სასადილო ოთახებში, ოღონდ არა სამზარეულოში, სადაც შალითის ქსოვილი აუცილებლად გაიჟღინთება სუნებით და დალაქვდება სხვადასხვა სახის სოუსითა თუ ცხიმით.

მასიური ჭაღი


დიდი ზომის ჭაღს სამზარეულოში ერთდროულად რამდენიმე მინუსი აქვს, ერთი, რომ თუ სამზარეულო შეზღუდული გაბარიტების არის, ის აუცილებლად დააპატარავებს ისედაც პატარა სივრცეს და მეორე, განათების მხოლოდ ერთი` წყარო აუცილებლად შეგიქმნით კომფორტული განათების პრობლემას. სწორედ ამ მიზეზთა გამო დიზაინერები გვირჩევენ სამზარეულოში განათების რამდენიმე სცენარის ქონას.

გრძელი ფარდა



ფარდა სამზარეულოშო სადავო თემაა. ზოგისთვის ეს აქსესუარი პრინციპულად მნიშვნელოვანია, ზოგს კი საერთოდ არ ადარდებს, იქნება თუ არა სამზარეულოს ფანჯარაზე ფარდა. პროფესიონალები კი ამ საკითხს შემდეგნაირად უდგებიან, მართალია, ფარდა სივრცეს სიმყუდროვეს სძენს და მზის სხივებისგანაც გვიფარავს, თუმცა გრძელი და მასიური ფარდა მხოლოდ გვირთულებს ცხოვრებას, ის ხშირად უნდა გაირეცხოს, რადგან სამზარეულოში ქსოვილი ბევრად სწრაფად ჭუჭყიანება და ცხიმიანდება, რაც შეეხება მოკლე ფარდას, რომაულ სტილს ან ჟალუზებს, ის ბევრად მოსახერხებელი და მისაღებია სახლის ამ ზონისთვის.

პრიალა ზედაპირი
პატარა ზომის სამზარეულოს დიასახლისებს ძალიან მოსწონთ პრიალა ზედაპირები გამომდინარე იქიდან, რომ ის სივრეცს უფრო დიდს აჩენს, თუმცა ვერ დაგეთანხებით იმაში, რომ ასეთი ზედაპირი ადვილი მოსავლელია. მას თითის ყველა ანაბეჭდი ეტყობა და ყოველწუთიერ წმენდას საჭიროებს, ამ მხრივ დაბურული ფასადი ბევრად პრაქტიკული და მისაღებია.

კომენტარის დამატება