დაგჭირდებათ:

ნაჭერი (ტილო, ჩითი);
მძივები;
შაბლონი
სინტიპონი;
მაკრატელი;
ლენტი, არშია;
ფანქარი;
ძაფი და ნემსი.

საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით


დამზადება:
შაბლონი დაადეთ ნაჭერს, გამოჭერით ორი ცალი დეტალი. ნაძვის ხეები გამოჭერით, ნახაზიდან 5 მმ-ის დაშორებით.


ნაწილები ერთმანეთს დაადეთ, და შეკერეთ ნაძვის ხე კონტურის მიხედვით.

არ დაგავიწყდეთ ვარსკვლავთან ლენტის მიკერება. ის ნაძვის ხის სათამაშოს ჩამოსაკიდი იქნება. გამოტოვოთ პატარა ადგილი, სინტიპონის შესადებად და გადმოატრიალეთ.

გადმობრუნებული ნაძვის ხე გამოტენეთ სინტიპონით. ღია დარჩენილი ადგილი აკურატულად შეკერეთ.

 

 

ნაძვის ხეს ძირში არშია მიაკერეთ. დანარჩენ ადგილას სხვადასხვა ზომისა და ფერის მძივები დააკერეთ.

 

 

 

ლენტისა და ნაძვის ხის შეერთების ადგილას არ დაგავიწყდეთ ლენტის ბანტის მიკერება.

ამგვარად, ნაძვის ხის მეორე სათამაშო მზადაა. გადავიდეთ მესამე სათამაშოს დამზადებაზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები