საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით

ამ დეკორისთვის 4 მარტივი სადღესასწაულო სათამაშოს გაკეთება დაგჭირდებათ.  ამ ფოტოგაკვეთილების შემდეგ შეგეძლებათ ისინი საახალწლო ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ.
პირველი სათამაშოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:
თეთრი ფეტრის ნაჭერი;
სხვადასხვა ზომის მძივები;
მრგვალი მუყაო;
მაკრატელი;
ფანქარი;
ლენტი;
ნემსი და ძაფი;
დამზადება:
მრგვალი მუყაო დაადეთ ფეტრის ნაჭეს, ფანქრით მოხაზეთ და გამოჭერით.

 

რგოლს ერთი მხრიდან მიაკერეთ ლენტი, ეს მომავალი ნაძვის ხის სათამაშოს ჩამოსაკიდი იქნება.
ახლა მძივების დაკერების დროა, შეარჩიეთ განსხვავებული ზომისა და ფერის, რომ ისინი გვერდიგვერდ არ აღმოჩნდნენ. ნაძვის ხის სათამაშო ასე უფრო ლამაზი იქნება.

 


მძივების დაკერების დამთავრებისთანავე,

ბანტის მიკერების დრო დადგა. ის ჩამოსაკიდთან უნდა მიაკეროთ.


პირველი ნაძვის სათამაშო უკვე მზადაა, გადავიდეთ მეორე სათამაშოს დამზადებაზე.



დაგჭირდებათ:

ნაჭერი (ტილო, ჩითი);
მძივები;
შაბლონი
სინტიპონი;
მაკრატელი;
ლენტი, არშია;
ფანქარი;
ძაფი და ნემსი.


დამზადება:
შაბლონი დაადეთ ნაჭერს, გამოჭერით ორი ცალი დეტალი. ნაძვის ხეები გამოჭერით, ნახაზიდან 5 მმ-ის დაშორებით.


ნაწილები ერთმანეთს დაადეთ, და შეკერეთ ნაძვის ხე კონტურის მიხედვით.

არ დაგავიწყდეთ ვარსკვლავთან ლენტის მიკერება. ის ნაძვის ხის სათამაშოს ჩამოსაკიდი იქნება. გამოტოვოთ პატარა ადგილი, სინტიპონის შესადებად და გადმოატრიალეთ.

გადმობრუნებული ნაძვის ხე გამოტენეთ სინტიპონით. ღია დარჩენილი ადგილი აკურატულად შეკერეთ.

 

 

ნაძვის ხეს ძირში არშია მიაკერეთ. დანარჩენ ადგილას სხვადასხვა ზომისა და ფერის მძივები დააკერეთ.

 

 

 

ლენტისა და ნაძვის ხის შეერთების ადგილას არ დაგავიწყდეთ ლენტის ბანტის მიკერება.

ამგვარად, ნაძვის ხის მეორე სათამაშო მზადაა. გადავიდეთ მესამე სათამაშოს დამზადებაზე.



დაგჭირდებათ:
ვარსკვლავის შაბლონი

მავთული;
მრგვალტუჩა;
მაკრატელი;
ლენტი;
ძაფი და ნემსი.
გაკეთება:

მავთულზე აასხით სხვადასხვა ზომისა და ფერის მძივები.


სასურველ სიგრძეს რომ მიიღებთ, მავთული მოჭერით.

 


შაბლონისა და მრგვალტუჩას დახმარებით (მავთული შეგიძლიათ ხელითაც მოღუნოთ) მას ვარსკვლავის ფორმა მიეცით.

 


მავთულს ორივე მხარეს, მრგვალტუჩას დახმარებით, ბოლო მოუმრგვალეთ და ერთი რგოლი მეორეზე ჩამოცვით.
მავთულების დამაგრების ადგილი რომ არ გამოჩნდეს, ლენტი შემოახვიეთ, გაბანტეთ და დააკერეთ.

 

 

 

 

 
ნაძვის ხის მესამე სათამაშო მზადაა. გადავიდეთ მეოთხეზე


 

დაგჭირდებათ:
მუყაო;
შაბლონი (ბავშვებო, აქაც უნდა მითითება);
მაკრატელი;
წებო;
საქსოვი ძაფი;
ნემსი;
ფანქარი;
ლენტი;
მძივი და პატარა ვარსკვალავის ფორმის ჩამოსაკიდი.

მომზადება:

შაბლონის დახმარებით გამოჭერით მუყაოს სახლი.

ლენტის დაამაგრეთ სახლის კიდეზე, გამოკვანძეთ და დააწებეთ.


წებო წაუსვით მუყაოს სახლზეც და დაახვიეთ მასზე ძაფი.


ჩამოსაკის ძირში დააკერეთ ბანტი და ზემოდან დაამაგრეთ მძივი. სახლის გულიან "ფანჯარაზე" მიაკერეთ ვარსკვლავის ფორმის ჩამოსაკიდი.

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთხელ გადახედეთ შაბლონებს:


აი, ასეთი შესანიშნავი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები გამოგვივიდა. ისინი შეგიძლიათ რამდენიმე დაამზადოთ და მეგობრებსაც დაურიგოთ.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები