როგორ მოვაწყოთ სახლი საახალწლოდ - ბიუჯეტური იდეები

სულ მალე ახალი წელის მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უკვე უნდა დავიწყოთ, სახლი უფრო მყუდრო და რომანტიკული უნდა გავხადოთ, შევიქმნათ განწყობა, რომლითაც შევხვდებით ახალ წელს ახალი იდეებითა და იმედებით. ჩვენ შემოგთავაზებთ იდეებს და შესაძლებლობას, რომ მინიმალური დანახარჯებით მიიღოთ საოცარი და ორიგინალური შედეგები, ეფექტური ინტერიერი და რაღა თქმა უნდა, საუცხოო განწყობა. ყველაფერი ეს კი შეგიძლიათ გააკეთოთ ერთი შეხედვით უკვე გამოუსადეგარი, მოძველებული ნივთებისაგან.

1. სადღესასწაულო ატმოსფერო

იმისათვის, რომ ატმოსფერი იყო რომანტიკული და სადღესასწაულო, გამოიყენეთ სანთლები. საზეიმო შანდლების გაკეთება კი თავადაც შეგიძლიათ თუნდაც უბრალო
გირჩებით.

2. სიყვარულით შექმნილი

ნაძვის ხის სათამაშოების გაკეთება საკუთარი ხელით, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, მხოლოდ ცოტა ფანტაზია და მონდომება დაგჭირდებათ და საავტორი სათამაშო თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს დაამშვენებს.
ნახეთ კიდევ ბევრი იდეა - ნაძვის ხის სათამაშოები მაკარონისა და ასანთის კოლოფებისგან - საკუთარი ხელით და მხოლოდ ოჯახში არსებული ნივთებით

3. მეტი განათება

საახალწლო განათების გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. მისი დაკიდება თითქმის ყველგან არის შესაძლებელი.

4. ბუნების საჩუქარი

ხის ტოტები, გამხმარი გირჩები, შეღებილი ფოთლები - ყველაფერი ეს დაამშვენებს სადღესასწაულო გარემოს.

5. ოჯახური თავშეყრა

ასეთი საახალწლო კანფეტი კი გააფერადებს და გაახალისებს თქვენს სუფრას.

6. არტ-გვირგვინი

საახალწლო გვირგვინი შესაძლებელია დამზადდეს როგორც ნაძვის ტოტებისგან, ისე ნებისმიერი ნივთით, ფოტოებითაც ძალიან ორიგინალური ვერსიაა.

7. პატარა სასწაული

მშვენიერი ჩანაფიქრი იქნება საახალწლო ნაძვის ხის საკუთარი ხელით გაკეთება.

8. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ამის ყველაზე კარგი ფორმულირება ფანჯრების სათანადოდ მომზადებაა, მიაკარით წებოვანი ფოტოები, გამოჭერით გირლანდები.

9. ორცხობილის გირლანდები

დაიხმარეთ ოჯახის წევრები, გააკეთეთ ორცხობილები ჯინჯერით და თაფლით და გაილამაზეთ საღამო.

10. ფუმფულა ფორმები

არ შეგაშინოთ ნაძვის ხის ზომებმა, ფუმფულა, დიდი ნაძვის ხე ახალ წელს ზედმეტი არასდროს არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები