რატომ არის ასე მყუდრო იაპონელთა სახლები - საინტერესო იდეები ინტერიერში


ამ ქვეყნის მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან სიმყუდროვის და კომფორტის ფასი.
საერთოდ, იაპონური ბინები გამოირჩევა იმით, რომ მაქსიმალურად აქცევენ ყურადღებას სივრცის დაგეგმვას და დიზაინს. მათი სიმყუდროვის ფილოსოფიაა სიმარტივე, ფუნქციონალობა, ჰარმონია და ბუნებასთან კავშირი. ამ ელემენტთა კომბინაცია  სიმყუდროვისა და სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნისრომელიც თავს მაქსიმალურად კომფორტულად გაგრძნობინებთ.

მინიმალიზმის ხელოვნება


როგორც უკვე აღვნიშნეთ იაპონური სახლები გამოირჩევა ჰარმონიულობით, სადაც ყველა ნივთს და დეტალს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. გარემო მაქსიმალურად განტვირთულია, ზედმეტი დეტალების გარეშე. ოთახებში მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთებია. არანაირი ზედმეტი ნივთი თუ აქსესუარი, მათი აკურატულობის შეიძლება
შეგშურდეთ.

ტრანსფორმერი ავეჯი



იაპონელები ძალიან კარგად იყენებენ ტრანსფორმერ ავეჯს, რომელიც იძლევა საშუალებას მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ყოველი კუთხე-კუნჭული. არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას მაქსიმალურად უმარტივებს. მაგალითად, საუთოო მაგიდა კარადიდან გამოდის, სავარძელი კი ერთ პატარა პუფად იკეცება. სხვათა შორის, ტრანსფორმერი ავეჯი სწორედ იაპონელებისგან მომდინარეობს.

ოაზისი ოთახში


იაპონელები ძალიან დიდ ადგილს უთმობენ საცხოვრებელ სივრცეში ცოცხალ მცენარეებს, რაც შენობაში დამატებითი ჟანგბადის წყაროა. გარდა ამისა, ის ვიზუალურადაც ალამაზებს გარემოს. იაპონელები მცენარეებს ბევრად უფრო აფასებენ ვიდრე სხვადასხვა სახის უსარგებლო აქსესუარებს.

საკურას ყვავილი



საკურა იაპონიის სიმბოლოა და თავისი ვარდისფერი ყვავილებით გაზაფხულს საოცრად ხიბლს სძენს. ამიტომაც არის, იაპონელები ამ ყვავილს საცხოვრებელი სივრცის დიზაინშიც აქტიურად იყენებენ. იყენებენ პრინტის სახით შპალერს, საკურას გამოსახულებით, ტექსტილზე და ა.შ. გაყიდვაში საკურას ხელოვნური ტოტებიც, რომელსაც ლარნაკში ათავსებენ და ინტერიერის აქსესუარიც მზად არის.

შუქ-ჩრდილების თამაში

იაპონურ სახლებში, როგორც წესი, სხვადასხვა სახის განათებებს იყენებენ, ტრადიციულ ქაღალდის სანათებს და ნეონის ნათურებსაც, ეს ტანდემი უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, ამ ერს ძალიან უყვარს ლამაზი დასადგამი აბაჟურები.

ტატამი

ტატამი ტრადიციული იაპონური მატრასია, რომელიც იატაკზე თავსდება და შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.
იაპონელები ტატამს იყენებენ როგორც საკვების მიღების დროს, ისე სამუშაოდ და რა თქმა უნდა, დასაძინებლად. საჭიროების შემთხვევაში ტატამის ძალიან მარტივად აღებაა შესაძლებელი და შესაბამისად, ადგილის გათავისუფლება.

ფუდონი


ფუდონი ტრადიციული იაპონური საწოლია, რომელიც იატაკზეა მოთავსებული და ხის პალეტებზე დაგებულ მატრასს წარმოადგენს. ფუდონი იაპონურ საძინებელს უბრალოებასა და სიმყუდროვეს ანიჭებს. სხვა ქვეყნებში მსგავსი საწოლები დიდად არ არის გავრცელებული.

ფენ-შუი

ჰარმონიული და დადებითი ენერგეტიკის მქონე აურის შესაქმნელად იაპონელები ფენ-შუის იყენებენ. მათი აზრით, სულ მცირე დეტალებს, მათ გადავსებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მყუდრო და ჰარმონიული გარემოს შექმნის დროს. ამიტომაც ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაგალითად იმას, თუ სად მოათავსებენ საწოლს ან სავარძელს.

მედიტაცია


იაპონელები ძალიან ხშირად ქმნიან საკუთარ სახლებში კუთხეს მედიტაციისთვის, რაც მათ საკუთარ თავთან განმარტოებაში და ჰარმონიული გარემოს შექმნაში ეხმარება. ზოგს კუთხეში ლამაზი ხალიჩა აქვს გაფენილი საამისოდ, ზოგს კი ტატამი, რაც არ უნდა იყოს, ეს დეტალი მათ სახლებს გამორჩეულს ხდის.

იკებანას ხელოვნება

იკებანა ყვავილები არანჟირების იაპონური ხელოვნებაა, რომელიც ორიენტირებულია სიმეტრიასა და ჰარმონიაზე. იკებანას შეუძლია ინტერიერის გამოცოცხლება და იაპონურ სტილში გადაყვანა. ამ ხელოვნების პრინციპიდან გამომდინარე, იაპონელები ისეთ კომპოზიციას ქმნიან, რომელიც არავის ეცემა თვალში და ატმოსფეროს მხოლოდ სიმყუდროვეს და ჰარმონიას სძენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები