"ფარდა, ბალიში და გადასაფარებელი ერთ ფერში უკვე მოძველებული ტრენდია" - რა ითვლება უკვე მოძველებულ წესად ინტერიერის მოწყობისას 



ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ სახლი ის ადგილი, სადაც ადამიანი უნდა განიტვირთოს, დაისვენოს და აღიდგინოს ძალები მომავალი დღისთვის, ამიტომ ყველა ადამიანის სახლი უნდა იყოს მყუდრო, ჰარმონიულად მოწყობილი და თბილი. ამაში ხელს გვიწყობს თანამედროვე ინტერიერი, რომელიც ჩვენს ნავსაყუდელს სიმყუდროვეს და სილამაზეს ანიჭებს. მოდით ვნახოთ, რომელ დიზაინერულ გადაწყვეტილებაზე უნდა ვთქვათ უარი სახლის სასარგებლოდ.

ერთი ფერის ტექსტილი

ჩვენი ბებიების დროს ითვლებოდა, რომ თუ საწოლის გადასაფარებელი, მაგალითად მწვანე იყო, ფარდები, ბალიშები და სხვა ატრიბუტებიც აუცილებლად მწვანე უნდა ყოფილიყო. თუმცა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, მრავალფეროვნება ბევრად
მიმზიდველია და ჰარმონიულად შეხამებულ ფერები ბევრად ეფექტურად გამოიყურება. რაც შეეხება ფერთა შეხამებას, ძირითადად გამოიყენება სამი სქემა:
- ანალოგიური ტრიადა, ანუ მსგავსი ფერები
- კონტრასტული ტრიადა ანუ ჰარმონიულად შერწყმული კონტრასტული ფერები
- კლასიკური ტრიადა, ერთი ფერის სხვადასხვა ელფერი.

თეთრი ჭერი

თუ თვალს ადევნებთ მოდის ტენდენციებს, შეამჩნევდით, რომ ჭერის თეთრად შეღებვის ტენდენცია დიდი ხანია მოძველდა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჭერი კედლების ფერად უნდა შეიღებოს. თქვენი ამოცანაა, შეარჩიოთ ფერი, რომელიც ჰარმონიულად შეეწყობა ოთახის ან ავეჯს, ან კედელს. ამ დროს გაითვალისწინეთ ასევე ოთახი ზომა, მცირეგაბარიტიან ოთახს მუქი ჭერი არ მოუხდება.

ღია ფერის საღებავი

ღია ფერებს თავისი უპირატესობა აქვს, ის სივრცეს უფრო დიდს აჩენს, თუმცა ძალიან ღია ფერი მოსაწყენია და აშკარად ითხოვს გახალისებას.

არაორგანიზებული სივრცე

იმისათვის, რომ შექმნათ კომფორტული ინტერიერი, თითოეული სანტიმეტრი უნდა გათვალოთ და ფუნქციურად დატვირთოთ. ეცადეთ მოაშოროთ ყველაფერი ზედმეტი, იქნება ეს სარეცხის საშრობი, სარეცხის მანქანა თუ სხვა ელემენტები, ისინი ფასადის უკან მოათავსეთ, თვალშისაცემი რომ არ იყოს, ასე სივრცე ბევრად დალაგებული და ორგანიზებული, შესაბამისად, კომფორტული იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები