"თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

მო­ჭი­და­ვე რო­მან რუ­რუა მე­ხი­კოს 1968 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ტო­კი­ოს 1964 წლის თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლი­ოს 4-გზის ჩემ­პი­ო­ნი და კი­დევ უამ­რა­ვი ჯილ­დო­სა თუ პრი­ზის მფლო­ბე­ლია. მისი სა­ხე­ლი და გვა­რი დიდ სპორ­ტულ გა­მარ­ჯვე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ბა­ტო­ნი რო­მა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ურ­ნეც ყო­ფი­ლა და ამ საქ­მეს აქ­ტი­უ­რად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში შე­უდ­გა. იყი­და მიწა მცხე­თა­ში და იქ სა­კუ­თა­რი ხე­ლით ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე მო­ა­წყო, რა­საც 80 წლის ჩემ­პი­ო­ნი გულ­და­გულ დღე­საც უვ­ლის. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც მას­თან სწო­რედ ამ თე­მას და­ეთ­მო.

- რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ სურ­ვი­ლი,
თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით?


- მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ანს თა­ვი­დან, პა­ტა­რა­ო­ბი­დან უნდა მოგ­დევ­დეს... მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხურ­ჩი­დან ვარ. მა­მა­ჩე­მი სო­ფელ­ში მი­წას­თან რომ მუ­შა­ობ­და, ჩვენც გვა­მუ­შა­ვებ­და, ცალ­კე ნაკ­ვე­თი გვქონ­და და თვი­თონ ვუვ­ლი­დი. მერე ბავ­შვი ხომ იცით, რო­გო­რია... ეს ჩემი ნაკ­ვე­თია, ვამ­ბობ­დი და ასე ვმუ­შა­ობ­დი...

მოკ­ლედ, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ბავ­შვო­ბი­დან იყო ჩა­დე­ბუ­ლი. სკო­ლა­ში ბო­ტა­ნი­კის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლი­და დამ­ყნო­ბას, დარ­გვას და სხვა­დას­ხვა მწვა­ნე ოპე­რა­ცი­ას, მი­წის სა­მუ­შა­ო­ებს და მა­ნაც შეგ­ვაყ­ვა­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან ვიცი დამ­ყნო­ბა კვირ­ტით, კალ­მით და რაც მთა­ვა­რია, ეს საქ­მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და კი­დეც. წლე­ბი რომ გა­ვი­და, იცით, რაზე დავ­ფიქ­რდი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა ცხოვ­რე­ბა ფუ­ლის გა­რე­შე? და "ახა­ლი ამე­რი­კა“ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. გა­ვე­ცი კი­თხვას პა­სუ­ხი - შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა ფუ­ლის გა­რე­შე. ოთხი სუბსტან­ცია - მიწა, ჰა­ე­რი, სით­ბო და წყა­ლი, რაც სი­ცო­ცხლის წყა­როა, იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ, თუ ფული არ გაქვს, მის გა­რე­შეც იარ­სე­ბო. კი, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ბუ­ნე­ბის ამ ოთხი კომ­პო­ნენ­ტის დახ­მა­რე­ბით იცხოვ­რო. ისი­ნი ხომ სი­ცო­ცხლეს ქმნი­ან?!

- ე.ი. თუ ფული არ გაქვს, შენი საზ­რდო თა­ვად უნდა მო­ი­პო­ვო...

- ვი­საც პი­რა­დი საზ­რდო არ გა­აჩ­ნია და სა­კუ­თარ თავს ვერ უვ­ლის, მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცის სარ­ჩე­ნი იქ­ნე­ბა... მა­გა­ლი­თად, გა­სულ ზა­ფხულს ამ წლის­თვის 70 ტონა სი­მინ­დი მი­ვი­ღე. პურს თუ ფასი მო­უ­მა­ტეს, ამას ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. პუ­რიც სახ­ლში მაქვს და წის­ქვი­ლიც. სა­ქო­ნე­ლი მყავს, რძე მაქვს, ყვე­ლი, ნა­დუ­ღი, კა­რა­ქი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი...

- ე.ი. ბა­ზარ­ში არ და­დი­ხართ...

- იშ­ვი­ა­თად თუ შე­ვივ­ლი და თევზს შე­ვი­ძენ, რად­გან თევ­ზი ჯერ არ მო­მი­შე­ნე­ბია. მინ­და, ამა­ზეც ვიზ­რუ­ნო... მოკ­ლედ, რაც ჩემს მა­მულ­შია, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ოჯა­ხის­თვი­საა. საკ­მა­რი­სია და ამით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ისეა, რომ შე­იძ­ლე­ბა, გა­რეთ სა­ე­როდ არა­ფერ­ზე გა­ვი­დე... წყლის მა­რა­გიც მაქვს შექ­მნი­ლი, 90-ტო­ნი­ა­ნი ბაკი მაქვს, მაქვს დე­ნის მა­რა­გიც (ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით), ჩემ­თან რა­დი­ა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფა­რიც არ­სე­ბობს, გათ­ბო­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლიც. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი