უნი­კა­ლუ­რი შე­ნო­ბა და გაქ­რო­ბის პი­რამ­დე მი­სუ­ლი ტრა­დი­ცია


აბ­რე­შუ­მის წარ­მო­ე­ბა სა­თა­ვეს ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე მე­ოთხე ათას­წ­ლე­ულ­ში, ჩი­ნეთ­ში იღებს. აქ აბ­რე­შუ­მით არა მხო­ლოდ სა­მოსს, არა­მედ ქა­ღალ­დ­საც ამ­ზა­დებ­დ­ნენ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და გამ­ძ­ლე იყო. ქარ­თუ­ლი აბ­რე­შუ­მის წარ­მო­ე­ბა ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ეპო­ქი­დან და­იწყო და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს იყო უწყ­ვე­ტი წარ­მო­ე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლე­ბამ­დე. შემ­დეგ და­ინ­გ­რა და გა­ნად­გურ­და ფაბ­რი­კე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლა, თუ­თის პლან­ტა­ცი­ე­ბი.არა­და, აბ­რე­შუ­მის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის ერთ-ერთ წამ­ყ­ვან საქ­მი­ა­ნო­ბად იქ­ცეს და მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბა, არა­მედ ქარ­თუ­ლი მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა-აღ­მავ­ლო­ბა მოჰ­ყ­ვეს.

ბუ­ნებ­რი­ვია,

მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ველ­თ­ვის ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი. თუ­თის აბ­რე­შუმ­ხ­ვე­ვი­ას ძვე­ლი კავ­კა­სი­უ­რი ჯი­შე­ბი XIX ს. 60-იან წლებ­ში გა­და­შენ­და, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ­მა აბ­რე­შუ­მის ჭი­ის და­ა­ვა­დე­ბა პებ­რი­ნამ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­მო­აღ­წია. დარ­გის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას მო­ითხოვ­და და სწო­რედ ამ მიზ­ნით, 1887 წელს თბი­ლის­ში კავ­კა­სი­ის მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის სად­გუ­რი და­არ­ს­და, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში მოს­კო­ვის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ნი­კო­ლოზ შავ­რო­ვი ჩა­უდ­გა.

დღე­ვან­დე­ლი მუშ­თა­ი­დის ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სად­გურს საკ­მა­ოდ დი­დი ფარ­თო­ბი ეკა­ვა. ის დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­და და სა­აბ­რე­შუ­მო სად­გუ­რის კომ­პ­ლექ­სი­დან დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად მხო­ლოდ აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უ­მი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც გზის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ "დი­ნა­მოს" მხა­რეს მო­ექ­ცა.



თუ­თის ხე­ებს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა 1890-1892 წლებ­ში პო­ლო­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით აიგო. აქ ორი ძი­რი­თა­დი სარ­თუ­ლი, სარ­და­ფი და სხვე­ნია. შე­ნო­ბის ექ­ს­ტე­რი­ე­რი ფსევ­დო-მავ­რი­ტა­ნუ­ლი და ფსევ­დო-გოტიკუ­რი სტი­ლე­ბის ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს, ინ­ტე­რი­ერ­ში კი კლა­სი­ცის­ტუ­რი ელე­მენ­ტე­ბი სჭარ­ბობს. ინ­ტე­რი­ე­რის მორ­თუ­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი შე­ნო­ბის ფუნ­ქ­ცი­ას პა­სუ­ხობს. აქ ნა­ხავთ ნა­ძერწ პე­პე­ლას, აბ­რე­შუ­მის ჭი­ას, თუ­თის ფო­თოლს, რო­მე­ლიც კა­პი­ტე­ლებს, ფრიზს, კარ­ნიზ­სა თუ სხვა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ დე­ტა­ლებს ამ­კობს. დღეს ისი­ნი ოქ­როს­ფე­რია, თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად ფე­რა­დი ყო­ფი­ლა. შე­ნო­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ის ფაქ­ტო­რიც გან­საზღ­ვ­რავს, რომ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლია ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვი­ჩის ეს­კი­ზე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავე­ჯი.

აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უმ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი ალ­ბათ მა­ინც "ქა­ლი აბ­რე­შუ­მით" გა­მოდ­გა, რო­მე­ლიც 2015 წელს მო­ეწყო. ორი სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნა, რომ­ლის ავ­ტო­რი – კონ­ს­ტან­ტი­ნე ზა­ნი­სი იყო. მის ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში აბ­რე­შუ­მის და­მუ­შა­ვე­ბის კულ­ტუ­რა კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მოხ­ვ­და. XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე კონ­ს­ტან­ტი­ნე ზა­ნი­სის მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა ექ­ს­პე­დი­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხის ყო­ფა და მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა, ზა­ნი­სის ფო­ტო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ მა­თი ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით არ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა - იგი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­პორ­ტ­რე­ტის­ტი­ცაა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი კავ­კა­სი­ე­ლი ქა­ლე­ბის სე­რია, სა­დაც გმი­რე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლურ აბ­რე­შუ­მის სა­მოს­ში არი­ან გამოწყობილი.



დღეს­დღე­ო­ბით შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ოთა­ხე­ბის გარ­და, რამ­დე­ნი­მე სივ­რ­ცე აქ­ტი­უ­რად არის დატ­ვირ­თუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ეთ­მო­ბა.

ერ­თი ოთა­ხი მთლი­ა­ნად ნი­ჟა­რებს აქვს დათ­მო­ბი­ლი. ეს ულა­მა­ზე­სი ექ­ს­პო­ზი­ცია დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბაა. ეს დრო­ე­ბი­თი გა­მო­ფე­ნაა, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ვორ­კ­შო­პე­ბი. ნი­ჟა­რე­ბის კო­ლექ­ცია ბი­ო­ლო­გი­სა და მუ­ზე­უ­მის რეს­ტავ­რა­ტო­რის ვა­ლე­რი პეტ­რო­ვის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ის ბავ­შ­ვო­ბი­დან დღემ­დე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნი­ჟა­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ზღვა­სა და ოკე­ა­ნე­შია ნა­პოვ­ნი. მათ შო­რი­საა ლო­კო­კი­ნა ბი­სუ­სი, რო­მე­ლიც ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ბი­ნად­რობს და ულ­ვა­შით ფსკერს ემაგ­რე­ბა. მი­სი ულ­ვა­ში ძა­ლი­ან წა­ა­გავს აბ­რე­შუ­მის ძაფს. საკ­მა­ოდ ძვი­რად ფა­სობს, მო­პო­ვე­ბა რთუ­ლია, მე­ტიც, დღეს უკ­ვე აკ­რ­ძა­ლუ­ლი­ცაა და ამი­ტომ მი­სი ნი­მუ­შე­ბი იშ­ვა­თო­ბად იქ­ცა.



მე­ო­რე ოთახ­ში სა­ხე­ლოს­ნო გვხვდე­ბა, სა­დაც ერთ სივ­რ­ცე­ში რვა-რვა ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დ­გარ ჯგუ­ფებს აბ­რე­შუ­მის ღებ­ვის, ყვა­ვი­ლე­ბის აკინ­ძ­ვის ხერ­ხებს ას­წავ­ლი­ან, იმა­ვე ოთახ­ში მზად­დე­ბა თო­ჯი­ნე­ბიც.

აქ ინ­დი­გო­თი შე­ღე­ბი­ლი ქსო­ვი­ლიც ვნა­ხე და დაზ­გებ­ზე მოქ­სო­ვილ ქსო­ვილ­თა რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­შიც, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის ორი თა­ნამ­შ­რო­მლის ნა­ხე­ლა­ვია. ირი­სით მოქ­სო­ვი­ლი ნი­მუ­შე­ბის ნა­წი­ლი სა­დაა, მე­ო­რე ნა­წი­ლი - კუ­ბოკ­რუ­ლი.

დე­რე­ფან­ში თეთრ ყუთ­ში თუ­თის ფოთ­ლებ­ზე მო­ფუთ­ფუ­თე აბ­რე­შუ­მის ჭი­ებს ვხე­დავ. სა­ერ­თოდ, ჭი­ე­ბი მუ­ზე­უ­მის ერთ ოთახ­ში მოჰ­ყავთ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სტუმ­რო­ბი­სას ეს პრო­ცე­სი უკ­ვე ჩავ­ლი­ლი იყო, თუ­თის ფოთ­ლის ჭა­მი­ე­ბი, მხო­ლოდ დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი "ექ­ს­პო­ნა­ტი" იყო. ერთ-ორს უკ­ვე პარ­კიც ჰქონ­და გაბ­მუ­ლი. 8-9-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი აბერ­შუ­მის ჭია 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­ს ბრუნს აკე­თებს იმ თეთ­რი "სა­სახ­ლის" შე­საკ­ვ­რე­ლად, რო­მელ­საც პარ­კი ჰქვია. სწო­რედ ამ პარ­კის დარ­ღ­ვე­ვით შე­უძ­ლია ადა­მი­ანს ძა­ფის ამო­ღე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად თეთრ-მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­საა, ხო­ლო ჭუპ­რი (ჭია, რო­მე­ლიც პარ­კის შიგ­ნით ზის) მე­ტა­მორ­ფო­ზს გა­ნიც­დის, პარკს "ან­გ­რევს" და პეპ­ლად ქცე­უ­ლი გა­რეთ გა­მო­დის. თუმ­ცა, პეპ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ფრე­ნა არ შე­უძ­ლია. "მე­გო­ბარს" პო­უ­ლობს და შეჯ­ვარ­დე­ბა. აბ­რე­შუ­მის პე­პე­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 დღე ცოცხ­ლობს.

აქ­ვე ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ნამ ადა­მი­ა­ნი აბ­რე­შუ­მის ჭი­ას მო­ი­ში­ნა­უ­რებ­და, ვე­ლუ­რი აბ­რე­შუმ­ხ­ვე­ვი­ას კვე­ბის რა­ცი­ო­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო. თუ­თის მა­გივ­რად მუ­ხის ფოთ­ლე­ბით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რაც შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ­ხა­რის­ხი­ან და უხეშ ბოჭ­კოს იძ­ლე­ო­და.


მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცენ­ტ­რა­ლურ დარ­ბაზ­ში ყვე­ლა­ფე­რი ისეა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, რო­გორც შავ­რო­ვის დროს – იმავე ავე­ჯი­თა და კო­ლექ­ცი­ე­ბით. ამ მუდ­მივ­მოქ­მედ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში მხო­ლოდ მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა. დარ­ბაზ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჰერ­ბა­რი­უ­მი, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ძა­ფის კო­ლექ­ცია, და­ნად­გა­რე­ბი, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, აბ­რე­შუ­მის ბუ­ნებ­რი­ვი და ქი­მი­უ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბი.

თუ­თას კარ­გი ჟღე­რა­დო­ბა აქვს და ამი­ტომ მუ­ზე­უმ­ში ამ ხის მერ­ქ­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­რა­ვე­ბი­ცაა გა­მო­ფე­ნი­ლი. კოლ­ბა­შია თუ­თის ხის მე­გო­ბა­რი გომ­ბე­შო, რო­მე­ლიც თუ­თის ხის პა­რა­ზი­ტებს ანად­გუ­რებს.

სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ქსო­ვი­ლე­ბის ნი­მუ­შებს შო­რის თბი­ლი­სის აბ­რე­შუმ­საქ­სო­ვი ფაბ­რი­კის ნა­წარ­მი­ცაა. ვხე­დავ ხა­ლი­ჩის სამ ნი­მუშ­საც და კარს, რო­მელ­საც პა­ტა­რა ოთახ­ში შევ­ყა­ვარ. აქ პეპ­ლე­ბის კო­ლექ­ციაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნის თა­ნად­რო­უ­ლია. მი­სი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­თი და XX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სით თა­რიღ­დე­ბა. კო­ლექ­ცი­ას შე­ად­გენს რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, მაგ­რამ პეპ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კავ­კა­სი­ის მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის სად­გუ­რი­სა და მუ­ზე­უ­მის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნი­კო­ლაი შავ­როვ­მა ევ­რო­პი­დან XIX საუკუნის 80-იან წლებ­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა. სად­გუ­რის მუ­შა­ო­ბის დროს კო­ლექ­ცია შე­ივ­სო კავ­კა­სი­უ­რი ნი­მუ­შე­ბით, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე შეგ­როვ­და. კო­ლექ­ცია ასე­ვე შე­ი­ცავს ნი­მუ­შებს თით­ქ­მის ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი­დან.

ამა­ვე დარ­ბა­ზის ცენ­ტ­რ­ში მუ­ზე­უ­მის ახა­ლი ექ­ს­პო­ნა­ტია. მცი­რე ხნის წინ, პროგ­რა­მა "დი­დი აბ­რე­შუ­მის გზის" შე­სა­ხებ მსვლე­ლო­ბი­სას, მუ­ზე­უმ­ში იაპო­ნე­ლი ტუ­რის­ტი მი­ი­პა­ტი­ჟეს. "მოგ­ზა­უ­რის ჩა­ნა­წე­რებს" აგ­რო­ვებ­დ­ნენ და სურ­დათ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ენა­ზე და­წე­რი­ლი­ყო. სწო­რედ ამ მიზ­ნით მი­სულ­მა იაპო­ნელ­მა სტუ­მარ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, მუ­ზე­უ­მის­თ­ვის სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და სა­ქორ­წი­ნო კი­მო­ნო უსახ­სოვ­რა. ეს სა­მო­სი მის ქა­ლიშ­ვილს ქორ­წილ­ში არ ჩა­უც­ვამს, და­უ­წუ­ნია, ამი­ტომ ქალს ის სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­უ­ნა­ხავს და რო­გორც კი თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვ­და, გა­დაწყ­ვი­ტა, ძვირ­ფა­სი სა­მო­სი არა სადღაც მის ნივ­თებს შო­რის მი­მა­ლუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, არა­მედ სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნი­ლი­ყო. აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უმ­ში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ, ის მე­ო­რედ, გამ­გ­ზავ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ჩუქ­რით ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და...

მე­ო­რე სარ­თულ­ზე, კი­ბი­დან მარ­ჯ­ვ­ნივ, კარს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­ყავ­ხარ. აქ ავე­ჯი ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვი­ჩის დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია და დამ­ზა­დე­ბუ­ლია ამა­ვე შე­ნო­ბა­ში, იმ პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ პა­ტა­რა ხის სა­ამ­ქ­რო­ში. ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­დ­ში 20 ათა­სამ­დე წიგ­ნია მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის შე­სა­ხებ. უნი­კა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, ნაშ­რო­მე­ბი და სხვა უამ­რა­ვი ბეჭ­დუ­რი ნი­მუ­ში, მა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხით იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის თე­მა­ტუ­რად იოლად მო­სა­ძებ­ნი გახ­დე­ბა.



და­ბო­ლოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მებს შო­რის, თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია, ხო­ლო ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში - ერ­თა­დერ­თი. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბობს მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი და ამ თე­მა­ზე არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა და რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა უკ­ვე იზ­რუ­ნეს. შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი სჭირ­დე­ბა, რა­ზეც ტენ­დე­რი ჯერ არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლა და იმე­დია, ეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა.

დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ათი კა­ცი­დან შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­მა იცო­დეს, რომ მის ქვე­ყა­ნა­ში აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უ­მი არ­სე­ბობს, მათ შო­რის ჩვე­ნი მთავ­რო­ბის დი­დი ნა­წი­ლი­ცაა. იმე­დი გვაქვს, ამ მა­სა­ლით მცი­რე წვლილს შე­ვი­ტანთ აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უ­მის და ზო­გა­დად, მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში და არა მ­ხო­ლოდ დამ­თ­ვალიერებ­ლის ინ­ტე­რესს გავ­ზ­რ­დით, არა­მედ იმ სტრუქ­ტუ­რებ­საც და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ, რომ­ლებ­საც უშალოდ ეხე­ბა შე­ნო­ბი­სა და მი­სი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სა­კითხი და ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ის აღ­დ­გე­ნაც.

მად­ლო­ბას ვუხდით დახ­მა­რე­ბი­სა და მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის აგ­რა­რულ მეც­ნე­რე­ბა­თა დოქ­ტორ ნარ­გი­ზა ბა­რა­მი­ძეს, აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ ნი­ნო კუპ­რა­ვას და სე­ლექ­ცი­ო­ნერ ანას­ტა­სია გი­ორ­გა­ძეს.

ანა კა­ლან­და­ძე