დღეები, როდესაც დენი, წყალი და გაზი დავალიანების გადაუხდელობის გამო აღარ გაგეთიშებათ

დღეს ამოქმედდა სემეკის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, კომპანიები მომხმარებელს საღამოს, შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და უქმე დღეების წინა დღეებში დენს, გაზსა და წყალს ვეღარ გაუთიშავენ.

სემეკმა აღნიშნული დადგენილება 2017 წლის 21 ივლისს გამოსცა. გარდა ამისა, დადგენილებებში მითითებულია, რომ დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომარაგების აღდგენა, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან არაუმეტეს 5 საათში უნდა მოხდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები