როდის გამოიდარებს თბილისში?

სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს წვიმიანი და გრილი ამინდია მოსალოდნელი. მისივე თქმით, სავარაუდოდ, წვიმა ისეთი ძლიერი არ იქნება, როგორც გუშინ.

„თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შენარჩუნდება წვიმიანი და გრილი ამინდი. ხვალ გამოიდარებს და დათბება. 16 ივნისის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდები იქნება, შესაძლებელია იყოს მცირე წვიმა ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში კარგი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით კი ზღვისპირეთში“, - განაცხადა ნიორაძემ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები