თუ პარკეტი გასაახლებელი გაქვთ, ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ

უნიკალური შესაძლებლობა „შინ“-ის მკითხველებს - გააახლეთ პარკეტი ან ხის იატაკი უფასოდ!

შინ“-ის მკითხველებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს - მართლაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. ვიწყებთ კონკურსს გერმანული პრემიუმ ხაზის იატაკის კოსმეტიკის მწარმოებელ კომპანია „გლიმტრექსსა“ და „პარკეტის მოცარტის“ სახელით ცნობილ, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღიარებულ ხელოსან გრიშა გედენიძესთან ერთად! (იხილეთ ინტერვიუ გრიშასთან - რატომ იყრება ან ფუჭდება პარკეტი და როგორ უნდა მოუაროთ სწორად - გამოცდილი ხელოსნის რეკომენდაციები)

კონკურსში გამარჯვებულ ჩვენი ორი მკითხველის ერთი ოთახის პარკეტს ან ხის იატაკს კომპანია „გლიმტრექსი“ და გრიშა გედენიძე გერმანული
დანადგარებით უფასოდ მოხვეწავენ (ე.წ. ციკლოვკას გაუკეთებენ) და ასევე გერმანული, მაღალხარისხიანი საშუალებებით: ორკომპონენტიანი ლაქით, ზეთით მყარი ცვილით, ან ზეთით თქვენი გემოვნების მიხედვით დაფარავენ. ამის შემდეგ უბრალო პარკეტი თქვენს სიამაყედ და რამდენიმე წლით მზერის მაგნიტად იქცევა.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
  • იყოთ თბილისის, რუსთავის ან მცხეთის მცხოვრები.
  • გამოგზავნოთ თქვენი ბინის ერთი ოთახის (მაქსიმუმ 25 კვადრატული მეტრის ფართის) ფოტოები - ოთახის ზოგადი ხედის და პარკეტის (ხის იატაკის). სასურველია, ფოტო რამდენიმე იყოს, რომ შევძლოთ შთაბეჭდილების შექმნა და საკონკურსო ფოტოს არჩევა.
  • იატაკი ექვემდებარებოდეს "ციკლოვკას". პარკეტი არ იყოს ამოცვენილი და არ მოძრაობდეს.
  • მოყვეთ ცოტა რამ თქვენ შესახებ, თქვენი სახლის და თუნდაც თქვენი პარკეტის შესახებ, რომელსაც ალბათ ბევრი რამ გადაუტანია შეგიძლიათ, გვიამბოთ მხატვრულად, არ ხართ შეზღუდული შემოქმედებით ასპექტში.

კონკურსის პირველ ეტაპზე შემოსულ ნამუშევრებს კომპანია „გლიმტრექსის“ ხელმძღვანელები და პარკეტის მოცარტი ჟურნალ „შინის“ რედაქციასთან ერთად განიხილავენ. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების ფოტოები და ამბები მათ შესახებ გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქგვერდზე და მათ შორის ორი გამარჯვებული გამოვლინდება. მათ გაუახლდებათ იატაკი.

კომპანია "გლიმტრექსი" ასევე დამატებით აწესებს პრიზს საუკეთესო ლიტერატურული კომპოზიციისთვის თემაზე ხის იატაკი, პარკეტი. ეს შესაძლებელია იყოს მცირე ზომის ჩანახატი, მინიატურული ნოველა ან ლექსი. გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქრები.

ფოტოები, ამბები თქვენ შესახებ, ან ჩანახატები იატაკზე უნდა გამოგზავნოთ 5 ოქტომბრამდე, „შინ“-ის ფეისბუქგვერდზე, მაილზე - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
ველოდებით თქვენს ფოტოამბებს და გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები