ვერ შეგიყვარე ჩემო სახლო, დიდი ბოდიში...

 

ვერ შეგიყვარე ჩემო სახლო, დიდი ბოდიში.
ვერ შევიყვარე შენი აგურის ლამაზი კედელი.
ვერც წითელი ტახტი შევიყვარე.
ვერც უშველებელი მწვანე მცენარე.
ყველა გავლა-გამოვლაზე,
ვიჭყიტები ჩემი ძველი სახლის ფანჯრებში
და ვბუტბუტებ გულში:
ფარდა ჩამოუკიდიათ,
ჭაღი აუნთიათ,
რაფაზე ყვავილი შემოუდგამთ.
ვცდილობ, უფრო ღრმად შევიჭყიტო ჩემი სახლის ძველ ფანჯრებში
და დავინახო მოსიარულე ჩრდილები მათი,
ვინც ახლა ჩემს სახლში ალბათ ვახშმობენ
თამაშობენ
ტელევიზორს უყურებენ...
იყო დრო მინდოდა მქონოდა ბევრი ფული, რომ მეყიდა ახალი სახლი.
ახლა კი ვიცი:
როცა ბევრი ფული მექნება,
ჩემ სახლს ვიყიდი და

იქ მოვკვდები.

ნინო თარხნიშვილი

კომენტარები

მარიამი 2016-02-02 11:13
მიყვარს მგრძნობიარე ადამიანები, ნანა რა კარგად აღწერს თავისი სახლის ეზოს ბუნებას-იმ კატას კნავილსაც სხვა სიყვარული და ეშხი აქვს, სხვა მსახლს ხომ არ ააქვს მსგავსი გემო ნანუკა?? გიგებ ყველაფერში.
ნანა 2016-01-19 15:15
ჩემი ძველი სახლი აღარ არსებობს, პირობითად ვწერ ძველს თორე არ იყო ძველი, უბრალოდ ნგრევის ზონაში მოხვდა და დაანგრიეს, მაშინ 13წლის ვიყავი და ეხლაც მახსოვს იმ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული, ვეებერთელა მსხლების გემო. ჩემი საყვარელი კატის კნავილი, მარნის სუნი.... 50 მივუკაკუნე უკვე და როცა მესიზმრება, დღესაც ტირილით ვიღვიძებ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები