როგორ მუშაობს ინგლისელების სიამაყე - ბიგ-ბენი

ბიგ-ბენი დიდი ბრიტანეთის სიმბოლოა. ეს საათი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამუშავდა და მას მერე არ გაჩერებულა. მთელი ამ ხნის მანძილზე ინგლისელები საგულდაგულოდ ადევნებენ თვალს, რომ საათი ზუსტად მუშაობდეს და არც ერთი წამიც კი არ იყოს ცდომილება, სისტემატურად ამოწმებენ საათის მექანიზმს და საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად პენის იყენებენ.



2012 წლის დასაწყისიდან კი ინგლისის ცნობილ საათის კოშკს ელისაბედის კოშკს უწოდებენ, თუმცა ხალხის უმეტესობა მას ისევ ბიგ-ბენად მოიხსენიებს. კოშკი შორეულ 1858 წელს ააგეს. საათი
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1859 წელს ამუშავდა. საათის ისრები თუჯისა და სპილენძისგან არის დამზადებული.



ციფრები ისეა განლაგებული, რომ სინათლის ოთხივე მხარეს იყურებოდეს - აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.
გარდა ამისა, თითოეული ციფერბლატი ლათინური წარწერით არის დამშვენებული. ძირითადად არის მსგავსი სახის წარწერები, "ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია 1." ასევე თითოეულ ციფერბლატს აწერია - "დიდება უფალს".



ბიგ-ბენი ყოველი საათის მეოთხედსა და ყოველ საათში ერთხელ რეკავს. 15 წუთში ერთხელ პატარა ზარი რეკავს, დიდი ზარი კი ერთი საათის გასვლას ამცნობს ქალაქის მაცხოვრებლებს. დიდი ზარის პირველი ჩამორეკვა ყოველთვის ემთხვევა ახალი საათის დაწყების პირველ წამს. ბიგ-ბენი აბსოლუტური სიზუსტით მუშაობს. ადგილობრივი პერსონალი საამისოდ ყველაფერს აკეთებს. 



საათის მუშაობა ორ დღეღამეში ერთხელ მოწმდება. ეს რუტინული, თუმცა აუცილებელი პროცედურაა. ამ დროს ხდება საათის დაზეთვაც.
მესაათეები აუცილებლად ამოწმებენ ასევე ატმოსფერულ წნევას, ტენიანობას, ჰაერის ტემპერატურას. ყველა ეს ფაქტორი ძალიან მოქმედებს საათის მუშაობაზე.



ყოველ ორ დღეღამეში ერთხელ ბიგ-ბენი 2 წამით ჩამორჩება ხოლმე, სიტუაციის გამოსასწორებლად კი იყენებენ ჩვეულებრივ ბრიტანულ პენის. მონეტას ათავსებენ მექინზმში და საათი 2 წამით ჩქარდება. ასე, ჩვეულებრივი მონეტით ასწორებენ ამხელა საათს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები