გარეუბანი ზეცის ქვეშ ანუ როგორ გააშენეს ინდონეზიაში სოფელი სავაჭრო ცენტრის თავზე


ტოტალური ურბანიზაციის საუკუნეში სულ უფრო და უფრო მატულობს სკვერების, დასასვენებლი პარკების რაოდენობა, რადგან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში საამისო ადგილი უბრალოდ აღარ აქვთ. თანამედროვე არქიტექტორები კი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული სივრცე.



ამ მიმართულებით ყველაზე მეტად ჯაკარტა დაწინაურდა, როდესაც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავი ნამდვილ გარეუბნად აქციეს თავისი საცხოვრებელი სახლებით, მოასფალტებული ქუჩებით, საბავშვო მოედნებით, აუზებით, ჩოგბურთის კორტებითა და გამწვანებით.

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში. ტოკიოს მსგავსად, აქ ერთ კვადრატულ კმ-ზე 14,5 ათასი ადამიანი მოდის.



მაგრამ თუ ტოკიოსა და
აზიის სხვა მეგაპოლისები ვერტიკალურად იზრდება ჯაკარტა ჰორიზონტალურად ვითარდება, ამას კი ქალაქი ადგილის კატასტროფულ დეფიციტამდე მიყავს, პრაქტიკულად აღარ არსებობს ადგილი საცხოვრებელი სახლებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ პარკებსა თუ საბავშვო მოედნებზე.



გარემოებას ართულებს ისიც, რომ მიწაზე ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება, რაც გამოწვეულია თითქმის ყოველკვირეული თუ ყოველთვიური წყალდიდოებობი. ერთი სიტყვით, ქალაქი ნელ-ნელა იძირება.



მთავრობა და სპეციალისტები იძულებულები არიან არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნონ. იქმნება სხვადახვა პროექტები, რომელიც აქტიურად განიხილება და მთავრობის მოთხოვნების ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაინერგება კიდეც.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლავთ სოფელი სავაჭრო ცენტრის თავზე. ამ პროექტს პოსტმოდერნისტულო, ანტიუტოპიურ პროექტს უწოდებენ, ქალაქისთვის, რომელსაც აღარ აქვს მიწა ეს ნამდვილი სასწაულია.



ამ ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ ადამიანებს მიეცემათ საშუალება ეკოლიგიურად სუფთადაც კი იცხოვრონ, გათავისუფლდება ადგილები პარკებისა და სკვერებისთვის.



ფოტოების შემხედვარე ძნელი წარმოსადგენია, რომ ყოველივე განლაგებულია არა მიწაზე.



მოასფალტებული ქუჩები, ველობილიკები, გამწვანება, ტროტუარები და ორსართულიანი სახლები მართლაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.



ამ ადგილს ადამიანები სამოთხეს უწოდებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები